მთავარი რჩევები ცნობილი დიეტოლოგის – მარგარიტა კარალიოვას – 9 დღიანი დიეტა. 9 კილო სწრაფად გაქრება.

ცნობილი დიეტოლოგის – მარგარიტა კარალიოვას – 9 დღიანი დიეტა. 9 კილო სწრაფად გაქრება.

by Keti

9 დღიანი დიეტა! – კვების მკაცრი გეგმა, რომელიც 9 დღეზეა გათვლილი, დიეტოლოგის სავიზიტო ბარათად იქცა.

მარგარიტა კარალიოვას დიეტა

მარგარიტა კარალიოვას დიეტა ,,ცხრა დღე” სარგებლობს დიდი პოპულარობით შოუბიზნესის მრავალ ვარსკვლავს შორის, ეს კი არ ხდება უმიზეზოდ. ასეთი არაეშმაკური ფორმაში ჩასადგომი მეთოდი ძალიან ეფექტურია. დიეტის დაცვისას ადვილად დაიკლებთ ცხრა კილოს ცხრა დღეში. ასევე განიმტკიცებთ იმუნიტეტს და ტოქსინებისგან გათავისუფლდებით.

თავისებური მონოდიეტა, რომელიც კარგად არის გააზრებული, შედგება სამი ციკლისგან. თითოეულ მათგანში ჭარბობს ერთი პროდუქტი – ბრინჯი, ქათამი ან ბოსტნეული. პირველი ორი პროდუქტი მდიდარია ნახშირწყლებითა და ცილებით, ბოსტნეული კი უჯრედისით, რომელიც აწყობს ორგანიზმის ფინალურ ,,დალაგებას”, რადგან ნაწლავებს ათავისუფლებს შლაკებისა და ტოქსინებისგან.

დიეტა ,,ცხრა დღე”

1. 1-3 დღე

პირველი სამი დღე ბრინჯისაა. დილით კარგად გარეცხეთ წინა საღამოს წყალში ჩამბალი, 250 გრამი ბრინჯი. დაასხით მას ცხელი წყალი პროპორციით 1:2. ხარშეთ 15 წუთი. მოხარშული ბრინჯის რაოდენობა გაყავით ექვს ტოლ პორციას, რომელიც უნდა მიიღოთ მთელი დღის მანძილზე. საკვების ბოლო მიღება არ უნდა მოხდეს საღამოს რვა საათზე გვიან.

ბრინჯის დღის დროს მარგარიტა კარალიოვა გვირჩევს მივიღოთ სამი სუფრის კოვზი თაფლი და დავლიოთ არანაკლებ 2,5 ლიტრი სუფთა წყალი.

2. 4-6 დღე

დიეტის შემდგომ სამ დღეს აუცილებლად უნდა მიირთვათ მხოლოდ ქათამი. 1,2 კილო წონის ქათამი მოამზადეთ ორთქლზე, გაატყავეთ, ხორცი გაარჩიეთ ძვლებისგან, გაყავით ხორცის ნაჭრები ექვს ტოლ პორციად და მიიღეთ საღამოს რვა საათამდე. თაფლი ამ სამ დღეში არ შედის, თუმცა ჭარბი წყალი აუცილებელი პირობაა!

3. 7-9 დღე

მომდევნო სამ დღეს ასპარეზზე ბოსტნეული გამოდის. მისი მენიუ შემდეგნაირია. 500 გრამი ორთქლზე მომზადებული ან ჩაშუშული და 500 გრამი ახალი ბოსტნეული. მთლიანი რაოდენობა გაყავით ექვს ტოლ პორციად და მიიღეთ საღამოს რვა საათამდე.

თაფლი აუცილებლად უნდა დაამატოთ წყალში და მიიღოთ ასევე დიდი რაოდენობით სითხე. მთავარი ბონუსია მწვანე ჩაი, რომლის მიღებაც შეუზღუდავად შეგიძლიათ.

რჩევა

ამ დიეტის გამოყენება არ არის რეკომენდირებული, ვისაც უჭირს მონო დიეტებზე ყოფნა. ასეთი დიეტა მათთვისაა იდეალური, ვინც თავისი კვება ნორმაში მოიყვანა და უნდა ზედმეტი კილოგრამების დაკლება.

შეინახეთ სტატია და არ დაგავიწყდეთ მისი მეგობრებისთვის გაზიარება!