მთავარი რჩევები ექიმი მიასნიკოვი: ,,უწამლოდ გახდომის მარტივი საშუალება – მოწესრიგებული ნივთიერებათა ცვლაა!”

ექიმი მიასნიკოვი: ,,უწამლოდ გახდომის მარტივი საშუალება – მოწესრიგებული ნივთიერებათა ცვლაა!”

by Keti

ალექსანდრე მიასნიკოვი თავისი საქმის უბადლო მცოდნეა. წიგნი ,,როგორ ვიცოცხლოთ 50 წელზე მეტი” გახდა ნამდვილი ბესტ სელერი.

მიასნიკოვს დიეტებზე თავისი შეხედულება აქვს, ასევე გასახდომი პრეპარატებისა და წონის კლების შესახებ. ჩვენ გამცნობთ, რომელ დიეტას ანიჭებს უპირატესობას ეს შესანიშნავი ექიმი.

ჯანმრთელი გახდომა

მრავალ ადამიანს აქვს არამხოლოდ ჭარბი წონა, არამედ გაცხიმოვნებაც. ისინი ამ პრობლემის მოსაგვარებლად იტანჯებიან მკაცრი დიეტებით და უფრო უარესი – იყენებენ გასახდომ პრეპარატებს.

,,ეს პრეპარატები აღმგზნებად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ამის შედეგად ჩქარდება ნივთიერებათა ცვლა, თუმცა ჩნდება გვერდითი ეფექტების მთელი რიგი: იტვირთება გული, მატულობს წნევა, იწყება უძილობა, ტაქიკარდია, არითმია და სხვა.”

მიასნიკოვი გვარწმუნებს, რომ ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება ჩვენითაც შეგვიძლია. დიეტის ფორმულა მარტივია – საკმარისია მიიღოთ ნაკლები კალორია, ვიდრე ხარჯავთ: ,,მიზნად არ უნდა დაისახოთ სწრაფად კლება. საწყისისთვის საკმარისია წონის 5-10%-ის დაკლება. ძალიან ვბრაზდები, როცა რომელიღაც მოდურ დიეტაზე მესმის, ეს არის მხოლოდ სხვადასხვა მოდური სახელწოდებების ექსპლუატაცია.”

გახდომის საუკეთესო გადაწყვეტილება არის მრავალჯერადი კვება. ის გვათავისუფლებს შიმშილისგან, საშუალებას გვაძლევს, რომ ვაკონტროლოთ მადა, არ ვიკვებოთ ჭარბად. საკვები ნივთიერებები ორგანიზმის მიერ შეიწოვება დღე-ღამის სხვადასხვა დროს. ცხიმები, რომლებიც ორგანიზმში ხვდება დილის ექვსიდან ცხრამდე, ორგანიზმის მიერ მთლიანად იწვება. თუმცა საღამოს მიღებული საკვები გარდაიქმნება კანქვეშა ცხიმად.

აქედან გამომდინარე, საუზმეზე სჯობს მიიღოთ ყველი, ხაჭო, კარაქი. შუა დღით ორგანიზმისთვის უმჯობესია ცილების შეთვისება. ამ დროს უნდა მიიღოთ თევზი, ხორცი. 16:00 საათიდან სისხლში არის ინსულინის პიკი, რომელიც აქვეითებს შაქრის დონეს. ამ დროს ტკბილეულის მირთმევა შეგიძლიათ. ვახშამზე მიირთვით თეთრი ხორცი, მაგრამ უარი თქვით ძერხვეულზე, ეს არის სუფთა კარცენოგენი, რომელიც ხელს უწყობს პროსტატისა და მკერდის კიბოს განვითარებას.

საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ყველაზე ეფექტურ დიეტას საკმაოდ მარტივი და არაშემოსაზღვრული რაციონი აქვს.

დიეტის მიახლოებითი რაციონი

  1. დღეში 500 გრამი ბოსტნეული, განსაკუთრებით მწვანე. არ დაივიწყოთ ნიორი.
  2. დღეში 500 გრამი ხილი, ძირითადად: ვაშლი და კენკრა.
  3. შვრიის ფაფა.
  4. დაღერღილი ხორბლის პროდუქტები.
  5. ნებისმიერი თევზი, მათ შორის, ცხიმიანი ჯიშები.
  6. უცხიმო რძის პროდუქტები.
  7. ქათამი ან ინდაური.
  8. ზეითუნის ზეთი.
  9. ცოტა კაკალი.
  10. მიიღეთ ცოტა მწარე შოკოლადი და ერთი ბოკალი მშრალი წითელი ღვინო.

რჩევა რედაქციისგან

გახდომის პროცესში მთავარია კვების კულტურისა და რეჟიმის დაცვა. რა თქმა უნდა, საუკეთესო შედეგების მისაღწევად უნდა დაამატოთ ფიზიკური დატვირთვა. ეს არის ყველაზე უსაფრთხო გასახდომი საშუალება. შეგვიძლია დავუჯეროთ ექიმ მიასნიკოვს.

გაუზიარეთ სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: