მთავარი რჩევები სახლში დამზადებული კბილის პასტა, რომელიც კურნავს კარიესისგან, ამაგრებს ღრძილებს და ათეთრებს კბილებს

სახლში დამზადებული კბილის პასტა, რომელიც კურნავს კარიესისგან, ამაგრებს ღრძილებს და ათეთრებს კბილებს

by Keti

ბაზარზე კბილების გაწმენდის მრავალი საშუალებაა წარმოდგენილი, თუმცა ნუთუ ყველა მათგანი უსაფრთხოა? ისინი ხომ ისეთ კომპონენტებს შეიცავენ, რომლებიც უკვე დიდი ხანია ჯანმრთელობისთვის მავნედაა მიჩნეული (ფთორი, ნატრიუმის სულფატი, ქლორჰექსიდინი, ტრიკლოზანი).

ჩვენ გთავაზობთ კბილის პასტის შინაურ რეცეპტს. ამ საშუალების რეგულარული გამოყენების პირობებში თქვენ არამარტო ეფექტურად გაითეთრებთ კბილებს, არამედ თავიდან აიცილებთ პირის ღრუში წარმოქმნილ მრავალ პრობლემას.

სამკურნალო კბილის პასტა

ინგრედიენტები

სამი სუფრის კოვზი საკვები სოდა

ერთი სუფრის კოვზი ნეემის ქერქის ფხვნილი

სამი სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი

15 წვეთი პიტნის ეთერზეთი

მომზადება და გამოყენება

  1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეინახეთ შესაბამისი ჭურჭლით მაცივარში.
  2. გამოიყენეთ მომზადებული საშუალება ჩვეულებრივი კბილის პასტის მსგავსად, დილით და საღამოს.

მარადმწვანე ნეემის ხეს ინდოეთში ხის აფთიაქს ან ,,ღვთიურ ხეს” ეძახიან. აღმოსავლურ მედიცინაში მას იყენებენ როგორც ანტიბაქტერიულ, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას. ნეემის ქერქის ფხვნილი შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქებში ან გამოიწეროთ ინტერნეტით.

შემადგენლობაში არსებული ქოქოსის ზეთი ასუსტებს სოდის აბრაზიულ თვისებებს და ამასთან არ ამცირებს მის მათეთრებელ და ანტიბაქტერიულ ეფექტს. ასევე ქოქოსის ზეთი კარგად მოქმედებს მთელ პირის ღრუზე, კურნავს ღრძილების ანთებას, ახორცებს წყლულებს ლორწოვანზე.

რა შემადგენლობა აქვს შენს კბილის პასტას? ღირს დაფიქრებად და მეგობრებისთვის გაზიარებად!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: