მთავარი რჩევები მთავარი ექიმი ამბობს რომ მეჭეჭები კისერსა და იღლიაში ცუდის ნიშანია. უნდა მოიშოროთ.

მთავარი ექიმი ამბობს რომ მეჭეჭები კისერსა და იღლიაში ცუდის ნიშანია. უნდა მოიშოროთ.

by guramus

არასრულყოფილი კანი დისკომფორტს ქმნის და კომპლექსების განვითარების საბაბია. ჰორმონალური დისბალანსი და ცხოვრების წესის შეცვლა ხანდახან ისეთი პრობლემების საწინდარია, როგორებიცაა: მეჭეჭი, პიგმენტური ლაქები, გაფართოებული ფორები და ხალები.

მსგავსი პრობლემების აღმოფხვრისთვის კოსმეტიკურ და სამედიცინო საშუალებებს შეგიძლიათ მიმართოთ. ჩვენ წარმოგიდგენთ ნატურალურ საშუალებებს, რომლებიც თქვენს კანს სილამაზეს და ჯანმრთელობას დაუბრუნებენ.

ხარვეზები კანზე

მეჭეჭები

პაპილომას ვირუსი ექიმებისთვის დიდიხანია ცნობილია, სწორედ ის იწვევს მეჭეჭების პროვოცირებას. ამ პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე ფართო და გავრცელებული საშუალებაა სალიცილმჟავას გამოყენება. მაგრამ, ნატურალური პროდუქტები მასზე ნაკლებ არ იბრძოლებენ.

მეჭეჭი ძილის წინ ბანანის ქერქით გაიწმინდეთ. გააკეთეთ ეს 2 კვირა ან იქამდე, სანამ ის არ გაქრება. კიდევ ერთი კარგი საშუალებაა თაფლია. ძილის წინ ცოტაოდენი თაფლი წაისვით და მეჭეჭი ბინტით შეიხვიეთ. გამოყენების დრო იგივე, რაც ბანანის შემთხვევაში.

ასევე მეჭეჭი ნივრიანი წვენის გამოყენებისას გაქრება. ამ საშუალებით ადგილი დღეში ორჯერ დაიმუშავეთ 2 კვირის მანძილზე და ბინტით იხვიეთ. სწრაფი მოქმედებისთვის ვაშლის ძმარი გამოგადგებათ. მასში ბამბა დაალბეთ და ბინტის მეშვეობით მთელი ღამე დაიტოვეთ. დილით პროცედურა გაიმეორეთ და საღამოს უკვე სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.

არავითარ შემთხვევაში არ მოიძროთ მეჭეჭი! ასევე, მიმართეთ ექიმს, როცა მასზე უცნაურ პროცესებს შეატყობთ, მაგალითად ანთებას.

ხალები

არსებობს ხალები დაბადებიდან, შემდეგ შეძენილი, ბრტყელი და გადიდებული. იქამდე, სანამ მოიშორებთ, კონსულტაცია ექიმთან გაიარეთ.

აი, საშველად კვლავ ნიორი მოემართება. იმისთვის, რომ კანს ტრავმა არ მიაყენოთ, ხალის გარშემო ადგილი აბუსალათინის, ან ნებისმიერი ზეთით დაიმუშავეთ. ხალზე ნივრიანი წვენი დაიდეთ და ზევიდან პლასტირი დაიკარით. დღეში 4 საათი არ მოიძროთ. გაიმეორეთ პროცედურა პრობლემის აღმოფხვრამდე.

ასევე, შეგიძლიათ აბუსალათინის ზეთი და სოდა ერთნაირი რაოდენობით აურიოთ. მიღებული მასა ხალზე დაიდოთ და გადაიხვიოთ ან ისევ პლასტირი გამოიყენოთ. გააკეთეთ ეს ძილის წინ. დილით მოიხსენით კომპრესი და შესაბამისი ადგილი წყლით მოიბანეთ.

პიგმენტაცია

ლაქა კანზე შეიძლება ასაკობრივი იყოს, ან მზეზე ყოფნით გაჩნდეს. ხშირად ისინი სახეზე, მხრებზე და ხელებზე ჩნდებიან. ამ დროს ყველაზე ცნობილი საშუალება ლიმონია. უბრალოდ დაასველეთ მასში ბამბა და პრობლემურ ადგილას დღეში ორჯერ წაისვით.კიდევ ერთი საიმედო დამხმარე ალოეა.

მისი წვენი კონკრეტულ ადგილებში მინიმუმ 30 წუთით უნდა გაიჩეროთ. სჯობს მთელი ღამით. ასევე პიგმენტური ლაქების მოცილებაში პირშუშხასდა ძმარის არევა გამოაგდგებათ, პროპორციით 1:1. დაიდეთ მასა დაზიანებულ ადგილას ყოველდღე 15 წუთით, იქამდე, სანამ პრობლემა არ გაქრება. მაგრამ ეს საშუალება სახისთვის არაა.

გაფართოებული ფორები

ფართო, ჭუჭყიანი ფორები ცუდად გამოიყურება, განსაკუთრებით მათზე, ვინც დიდიხანია გარდატეხის ასაკიდან გამოვიდა. მათი გასუფთავებისთვის, რათა კანმა სუთქვა დაიწყოს, საჭროა დაორთქლვა. ამისთვის აადუღეთ წყალი გვირილის ყვავილებით, ნაყენი ცეცხლიდან გადმოიღეთ და სახე ორთქლს მიუშვირეთ.

ძალიან დაბლა არ დაიხაროთ, რათა არ დაიწვათ. შემდეგ სახეზე კვერცხის ცილა წაისვით და ფორები შევიწროვდება. შეშრობის შემდეგ, ცილა თბილი წყლით ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი კრემი გამოიყენეთ.