მთავარი კულინარია ვერც წარმოვიდგენდი ამდენი რეცეპტი თუ იქნებოდა: ლობიოს სალათის 10 რეცეპტი თქვენს გემოვნებას დააკმაყოფილებს.

ვერც წარმოვიდგენდი ამდენი რეცეპტი თუ იქნებოდა: ლობიოს სალათის 10 რეცეპტი თქვენს გემოვნებას დააკმაყოფილებს.

by guramus

ლობიო სასარგებლო პარკოსანია, იმიტომ რომ ბევრ მცენარეულ ცილას და მინიმალური რაოდენობის კალორიას შეიცავს. ასევე, საჭლის მომნელებელ სისტემას აუმჯობესებს.

10 სალათა ლობიოთი

ძეხვით, სიმინდით და პომიდორით

ინგრედიენტები:

  • ნახევარი ხახვი;
  • 200 გ ძეხვი;
  • 2 პომიდორი;
  • 200გ წითელი ლობიო;
  • 1კბილი ნიორი;
  • 200 გ სიმინდი;
  • 2 ს.კ. მაიონეზი;
  • მარილი, წიწაკა.

თუ ნედლი ლობიო გაქვთ, მარილიან წყალში ოდნავ მხოარშეთ. ძეხვი საშუალო ნაჭრებად დაჭერით, პომიდორი დიდ კუბიკებად, ხახვი კი წვრილ ნახევარწრეებად. დაამატეთ ლობიო, ნიორი, სიმინდი, სუნელი და მაიონეზი. კარგად აურიეთ.

 

სოკოს მწნილით და კვერცხით

ინგრედიენტები:

  • 200 გ წითელი ლობიო;
  • 3 ქათმის კვერცხი;
  • 120 გ სოკო;
  • 2 მწვანე ხახვი;
  • 2 ს.კ. მაიონეზი;
  • 2–3 სალათის ფურცელი;
  • მარილი, წიწაკა.

მოხარშული კვერცხი დაჭერით პატარა კუბიკებად და აურიეთ ლობიოსთან, სოკოსთან, ხახვთან, სუნელებთან და მაიონეზთან. მზა სალათა სალათის ფურცელში მოათავსეთ.

 

თინუსით

ინგრედიენტები:

  • 300 გ თეთრი ლობიო;
  • 200 გ დაკონსერვებული თინუსი;
  • ნახევარი წითელი ხახვი;
  • 3 მწვანე ხახვი;
  • 120 მლ ზეითუნის ზეთი;
  • 1 ლიმონი;
  • ოხრახუში;
  • მარილი, წიწაკა.

თინუსს მოაშორეთ ზედმეტი ზეთი და ხორცი ცოტათი შეწვით. აურიეთ თევზი ლობიოსთან დაჭრილ ხახვთან და მწვანილთან. სოუსისთვის გააერთიანეთ ზეთი, ლიმნის წვენი, სუნელი და მიღებული მასით მორთეთ სალათი.

 

ქათმით, სიმინდით და პეკინური კომბოსტოთი 

ინგრედიენტები:

  • 300 გ პეკინური კომბოსტო;
  • 200 გ წითელი ლობიო;
  • 200 გ ქათმის ფილე;
  • 3 ს.კ. მაიონეზი;
  • მარილი, წიწაკა.

ქათმის ფილე მოხარშეთ და დიდ კუბიკებად დაჭერით. გახეხეთ კომბოსტო. ღრმა ჯასმში აურიეთ ხორცი, ლობიო, კომბოსტო, მაიონეზი, სუნელები და კარგად აურიეთ.

 

ჭარხლითა და კიტრის მწნილით

ინგრედიენტები::

  • 200 გ წითელი ლობიო;
  • 1 ჭარხალი;
  • 3 დამარილებული კიტრი;
  • 1 ხახვი;
  • 2 კბილი ნიორი;
  • 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი;
  • ოხრახუში;
  • მარილი, პილპილი.

ხახვი დაჭერით ნახევარწრეებად და ცოტაოდენ ზეთში შეწვით. ნედლი ჭარხალი გახეხეთ და დაუმატეთ ხახვი. ყველაფერი აურიეთ და რამდენიმე წუთი პატარა ცეცხლზე გააჩერეთ. კიტრები დაჭერით პაარა კუბიკებად. აურიეთ ბოსტნეული, ლობიო, მწვანილი, სუნელები და გააჯერეთ ზეითუნის ზეთით.

 

ბეკონით, კიტრით და კვერცხით

ინგრედიენტები::

  • 200 გ ბეკონი;
  • 1 კიტრი;
  • 3 კვერცხი;
  • 200 გ თეთრი ლობიო;
  • 2 ს.კ. არაჟანი;
  • ოხრახუში;
  • მარილი და პილპილი.

ბეკონი, მოხარშული კვერცხი და კიტრი პატარა კუბიკებად დაჭერით. აურიეთ ლობიოსთან, ოხრახუშთან, არაჟანთან, სუნელებთან და კარგად აურიეთ.

 

საქონლის ხორცით და ბერძნული თხილით

ინგრედიენტები::

  • 200 გ წითელი ლობიო;
  • 250 გ საქონლის ხორცის ფილე;
  • 1 წითელი ხახვი;
  • 1 ბულგარული წიწაკა;
  • ნახევარი წიწაკა;
  • 50 გ ბერძნული თხილი;
  • 100 ,ლ ცხელი წყალი;
  • 2 კბილი ნიორი;
  • 2 ს.კ. 6%-იანი ძმარი;
  • 10გ წიწაკა;
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი;
  • ხმელი სუნელი;
  • ქინძი;
  • მარილი, პილპილი.

ხახვი დაჭერით ნახევარწრეებად და წყალსა და ძმარში 7-10 წუთი გააჩერეთ. ხორცი შეწვით, ბულგარული წიწაკა გაასუფთავეთ თესლებისგან და დიდ ნაჭრებად დაჭერით, წიწაკა კი ძალიან წვრილად. თხილი და ქინძი დაჭყლიტეთ. მიღებულ ინგრედიენტებს დაუმატეთ ლობიო, ხახვის მწნილი. დაჭყლეტილი ნიორი, სუნელები და ზეითუნის ზეთი. სალათა საგულდაგულოდ აურიეთ.

 

კრაბის ჯოხებითა და კვერცხით

ინგრედიენტები:

  • 200 გ კრაბის ჩხირები
  • 3 კვერცხი;
  • 200 გ წითელი ლობიო;
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • კამა;
  • მარილი, პილპილი.

მოხარშული კვერცხი და კრაბის ჯოხები დიდ კუბიკებად დაჭერით. კარგად აურიეთ ლობიოსთან, კამასთან, სუნელებთან და არაჟანთან. სურვილისამებრ დაამატეთ სიმინდი.

 

ბოსტნეულის სალათი ლობიოთი და კორეული სტაფილოთი 

ინგრედიენტები::

  • 1 ბულგარული წიწაკა;
  • 2 ნიახური;
  • 2 კიტრი;
  • 200 გ წითელი ლობიო;
  • 2 პომიდორი;
  • ნახევარი ხახვი;
  • 300 გ პეკინური კომბოსტო;
  • 200 გ კორეული სტაფილო;
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი;
  • მარილი, წიწაკა.

ყველა ბოსტნეული ხახვის გარდა დიდი კუბიკებით დაჭერით. კომბოსტო რაც შეიძლება თხლად. დაამატეთ ბოსტნეულს ლობიო, სტაფილო, სუნელები, ზეთი და კარგად აურიეთ.

 

ქათმით, პომიდორით, ყველით და სუხარით

ინგრედიენტები:

  • 300 გ ქათმის ფილე;
  • 2პომიდორი;
  • 100 გ ყველი;
  • 200 გ წითელი ლობიო;
  • 100 გ სუხარიკები;
  • 3 ს.კ. მაიონეზი;
  • მარილი.

ქათმის ხორცი და პომიდორი დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად, ყველი გახეხეთ. დაამატეთ ლობიო, სუხარიკები, მარილი და კარგად აურიეთ მაიონეზთან ერთად.

ლობიოს სალათები ორიგინალური გემოებით გამოირჩევიან და როგორც ცალკე, ისე გარნირის სახით გამოგადგებათ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: