მთავარი რჩევები რაზე მეტყველებს შარდის ფერი: ცისტიტიდან სიმსივნემდე. ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ორგანიზმის მდგომარეობის შესახებ.

რაზე მეტყველებს შარდის ფერი: ცისტიტიდან სიმსივნემდე. ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ორგანიზმის მდგომარეობის შესახებ.

by Keti

შარდის ანალიზი საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ინფორმაცია ორგანიზმის მდგომარეობის შესახებ და დროულად გამოვავლინოთ სხვადასხვა პათოლოგია.

ბრიტანელმა ექიმმა-თერაპევტმა – კრის სტილმა – ტელეგადაცემაში ,,This Morning” მოგვიყვა, რომ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არცთუ მცირე ინფორმაცია შეგვიძლია სახლიდან გაუსვლელად მივიღოთ, თუკი ყურადღებით დავაკვირდებით შარდის ფერს.

ექიმმა სტილმა დემონსტრირება გაუკეთა რამდენიმე სინჯარას, რომლებშიც სხვადასხვა ფერის სითხე ესხა და აგვიხსნა, როგორი მნიშვნელობა აქვს შარდის თითოეულ შეფერილობას.

ადამიანის შარდის ფერი

ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ შარდის ფერის შეფერილობის დროს მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, თუ რა პროდუქტებს, სასმელს ან წამალს შეეძლო მისი შეცვლა. მაგალითად, ჭარხალი და წითელი კენკრა სითხეს შესაბამის მოწითალო ფერს აძლევს. პოლივიტამინები, რომლებიც შეიცავს რეტინოლს, შარდს აძლევს ღია ყვითელ ან ნარინჯისფერ შეფერილობას. ხოლო კუჭში გასახსნელი პრეპარატი იწვევს შარდის გამუქებას,

  1. სუფთა, თითქმის უფერო შარდი იმის ნიშანია, რომ ადამიანს ნორმალური წყლის ბალანსი აქვს ორგანიზმში. ასევე ეს შეიძლება იყოს დიურეტიკების (შარდმდენი პრეპარატები) მიღების შედეგი.
  2. გაჯერებული ყვითელი ფერი ხშირად შეიმჩნევა დილაობით და მეტყველებს ტოქსინების მაღალ შემცველობაზე. ღამე თირკმელები მუშაობს ორგანიზმიდან ყველა არასაჭირო ნივთიერებების გამოდევნაზე. თუ ასეთი ფერის შარდი შეგინარჩუნდათ მთელი დღის გნმავლობაში, ეს სხეულის გაუწყლოების ნიშანია!
  3. მუქი-ყვითელი შარდი ხშირად ღვიძლის დაავადების ნიშანს წარმოადგენს. ასევე შესაძლოა გაჩნდეს კანისა და თვალების სიყვითლე.
  4. ღია წითელი ფერის შარდი ყველაზე საგანგაშო სიგნალია (თუ, რა თქმა უნდა, ადამიანმა არ მიიღო ღია წითელი პროდუქტი). ასეთი შარდი ხშირად თირკმელების ანთებადი პროცესის – ურეთრის – ან ცისტიტის სიმპტომს. არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი.
  5. წითელი შარდი მიგვითითებს თირკმელებში კენჭების არსებობაზე ან ორგანოს სიმსივნეზე. ასეთი ფერის შარდის მქონე ადამიანი უკიდურესად გაუწყლოებულია. მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

ექიმმა სტილმა გვირჩია დავაფიქსიროთ შარდის ფერი მანამ, სანამ ის აღმოჩნდება უშუალოდ უნიტაზში. ამისთვის გამოიყენეთ რაიმე ჭურჭელი.

რა თქმა უნდა, მხოლოდ შარდის ფერის საშუალებით ზუსტ დიაგნოზს ვერ დავსვამთ. დიდი მნიშვნელობა აქვს გამჭვირვალობას, ნალექის ან ქაფის არსებობას და  ა.შ… ფერი, ეს პირველი საბაბია, რათა წყლის სმის რეჟიმს მიაქციოთ ყურადღება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას.