მთავარი კულინარია ჩვეულებრივი ჩებურეკი არ გეგონოთ. ეს ბულგარული რეცეპტი არასოდეს დაგავიწყდებათ.

ჩვეულებრივი ჩებურეკი არ გეგონოთ. ეს ბულგარული რეცეპტი არასოდეს დაგავიწყდებათ.

by Keti

ბულგარული ჩებურეკის მოსამზადებლად აკეთებელ რბილ და მორჩილ ცომს, რომელშიც ნებისმიერი შიგთავსის მოთავსება შეგიძლიათ: ყველი, ხაჭო, ბევრი მწვანილი…

ჩებურეკების მოსამზადებელი მოხარშული ცომი

ხაჭო, ხორცი, კარტოფილი, ისპანახი, კვერცხი, მწვანე ხახვი… ეს არასრული ჩამონათვალია გამომცხვარი ჩებურეკის დასამზადებლად. ის ყოველთვის შესანიშნავი გამოდის შემდეგი რეცეპტით:

ინგრედიენტები ცომისთვის

50 გრამი კარაქი

ერთი ჭიქა მდუღარე წყალი

400-650 გრამი ფქვილი

ზეთი შესაწვავად

მწიკვი მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

600 გრამი ხაჭო ან ბრინზა ყველი

ერთი კონა მწვანე ხახვი

ერთი კონა ოხრახუში

ერთი კონა კამა

მარილი – გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით კარაქი და დაარგილეთ ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ დაასხით მდუღარე და დაამატეთ მწიკვი მარილი.

2. თანდათან დაამატეთ ფქვილი და ურიეთ კოვზით. ხელით მოზილეთ ელასტიური ცომი. ის უნდა იყოს მოქნილი.

3. გააკეთეთ ცომისგან 10-12 ბურთულა და დააწყეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე. დააფარეთ ხელსახოცი და მოამზადეთ შიგთავსი.

4. წვრილად დაჭერით მწვანილი და შეურიეთ ხაჭოს ან ყველს. მოაყარეთ მარილი გემოვნებით. ხაჭო შეარჩიეთ რბილი, სითხის გარეშე.

5. დაიწყეთ ჩებურეკების მომზადება. მსუბუქად გააბრტყელეთ ორი ბურთულა ხელით და მიეცით მათ მრგვალი ფორმა. კარგად მოაყარეთ ერთ ნაწილს ფქვილი და ზემოდან დაადეთ მეორე. კვლავ მოაყარეთ ფქვილი და ორივე ბურთულა ერთდროულად გააბრტყელეთ 3-4 მილიმეტრი სისქის ფირფიტებად.

6. ფირფიტის ერთ მხარეს დადეთ შიგთავსი, დააფარეთ თავისუფალი მხარე და ნაპირები შეაერთეთ ჩანგლით. გააკეთეთ ერთბაშად ყველა ჩებურეკი. ისინი სწრაფად იწვება.

7. ღრმა ტაფაში, საშუალო ტემპერატურაზე, გააცხელეთ ზეთი.

8. შეწვით ჩებურეკები ორივე მხრიდან, ოქროსფრამდე. გამზადებული ჩებურეკები ამოალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმი მოშორდეს.

გამომხვარი პროდუქტის ქუჩაში ყიდვა სარისკოა, რადგან რთულია მიხვდე, რისგანაა დამზადებული. ამიტომ მოამზადეთ არომატული და გემრიელი ჩებურეკები საკუთარი ხელით. ამ რეცეპტით ყველაფერი გამოგივათ.

მოგეწონათ სტატია? მაშინ შეინახეთ ეს გემრიელი რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებსაც!