მთავარი კულინარია ამ ლიქიორს სახლში ვამზადებ. ყავაში დამატებისას უგემრიელესია. აი რეცეპტი

ამ ლიქიორს სახლში ვამზადებ. ყავაში დამატებისას უგემრიელესია. აი რეცეპტი

by Keti

ლიქიორი, რომლის რეცეპტსაც დღეს შემოგთავაზებთ, არის არამხოლოდ სასარგებლო თვისებების მქონე, არამედ ძალიან გემრიელიცაა. ჩირეულისგან დამზადებული ნაყენი არ მოითხოვს განსაკუთრებულ გარჯას და ყველაზე პრეტენზიულ გურმანსაც კი მოეწონება.

ლიქიორებმა ფართო პოპულარობა მოიპოვა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, როდესაც ალქიმიკოსები ე.წ. სიცოცხლის ელექსირის მოძებნას ცდილობდნენ. ლიქიორი, რომლის რეცეპტსაც ჩვენ შემოგთავაზებთ, საკმაოდ მაგარი სასმელია, თუმცა მისი არომატის გამო ყოველდღე მოგინდებათ გასინჯვა.

შესანიშნავი ლიქიორის გაკეთება რთული არ არის. თუ ერთხელ მაინც გაასინჯებთ მეგობრებს, ისინიც მაშინვე დაინტერესდებიან მისი მომზადების წესით.

როგორ მოვამზადოთ ლიქიორი

თქვენ დაგჭირდებათ

100 გრამი ქიშმიში

100 გრამი შავი ქლიავი

100 გრამი ფინიკი

100 გრამი ლეღვი

100 გრამი კურაგა

ერთი ჯოხი ან ერთი სუფრის კოვზი დარიჩინი

200 გრამი შაქარი

ორი ფორთოხალი

ერთი ლიტრი სპირტი

ხუთი ან ექვსი ცალი მშრალი მიხაკი

მომზადება

1. კარგად გარეცხეთ ფორთოხალი, დაჭერით მსხვილ ნაჭრებად და ჩაყარეთ ორლიტრიან შუშის ქილაში.

2. დანარჩენი პროდუქტები ჩაყარეთ ქილაში, ლიქიორის შემღვრევის თავიდან ასაცილებლად, ქიშმიში და დარიჩინი ქსოვილის ტომარაში მოათავსეთ.

3. შაქარს დაასხით სპირტი და მის სრულ გახსნამდე გაათბეთ დაბალ ცეცხლზე. შაქრის დამატება აუცილებელი არ არის.

4. გააციეთ სპირტი ცივ წყალში.

5. შეავსეთ მიღებული სითხით ქილა. შესაძლოა უფრო მეტი სპირტის გამოყენებაც.

6. შეინახეთ ლიქიორი ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე. ყოველდღე შეანჯღრიეთ ქილა, მაგრამ ზომიერად, შემღვრევის თავიდან ასაცილებლად.

7. სამი კვირის შემდეგ ფორთოხალი ახლით შეცვალეთ და შემდეგ დადგით კვლავ სამი კვირა.

8. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მიღებული ლიქიორი გადაწურეთ საცერზე. არ გადაყაროთ დარჩენილი ინგრედიენტები, მათი გამოყენება შეგიძლიათ ნამცხვრის გამოცხობისას ან დესერტში დასამატებლად.

ახლა თქვენ უკვე იცით როგორ მოამზადოთ ლიქიორი სახლის პირობებში. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ალკოჰოლის ზომიერი გამოყენება სასარგებლო უფროა, ვიდრე დამაზიანებელი. სასმელი არამხოლოდ მოდუნებას უწყობს ხელს, არამედ არის მრავალი დაავადების პროფილაქტიკა.

გაუზიარეთ შეუდარებელი კონიაკის რეცეპტი მეგობრებს და ისიამოვნეთ სასმლით ერთად!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: