მთავარი კულინარია როცა გავთხოვდი და არაფრის მომზადება ვიცოდი, დედამთილმა უგემრიელესი ორცხობილების სწრაფად მომზადება მასწავლა. მადლობა მას!

როცა გავთხოვდი და არაფრის მომზადება ვიცოდი, დედამთილმა უგემრიელესი ორცხობილების სწრაფად მომზადება მასწავლა. მადლობა მას!

by Keti

ეს ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ორცხობილაა. რეცეპტი უმარტივესია და სულ ოთხი ინგრედიენტისგან შედგება. ორცხობილა თეფშზე დიდხანს არ გაჩერდება, რადგან ის ყოველთვის უნაზესი და უგემრიელესი გამოდის.

,,სწრაფი” ორცხობილის რეცეპტი

250 გრამი მარგარინი

300 გრამი არაჟანი

3 ჭიქა ფქვილი

ნახევარი პაკეტი გამაფხვიერებელი

მომზადება

1. ოთახის ტემპერატურის მარგარინი ჩაჭყლიტეთ ფაფასავით. დაამატეთ არაჟანი, ფქვილი და გამაფხვიერებელი. აურიეთ ყველაფერი კარგად. ცომი უნდა გამოვიდეს რბილი, მაგრამ არ უნდა ეკრობოდეს ხელებს.

2. გააბრტყელეთ ცომი, ისე რომ ფირფიტა არ იყოს ძალიან თხელი. ჭიქით ან სხვა ფორმით ამოჭერით ცომიდან ორცხობილები.

3. ახლა დააწყვეთ ორცხობილები საცხობზე და აცხვეთ 180-200 გრადუს ტემპერატურაზე. ოდნავ როცა გაყავისფრდება, ესე იგი, მზადაა.

ეს რეცეპტი იმითაა კარგი, რომ შეგიძლიათ ის დაამატოთ, რაც გინდათ. მაგალითად, მოაყაროთ შაქარი, სეზამის მარცვლები, ყაყაჩოს თესლი, ნიგოზი და ა.შ. შეგიძლიათ მოამზადოთ შოკოლადის მინანქარი და ორცხობილა მოხატოთ. ექსპერიმენტები თქვენზეა!

სინჯეთ და აუცილებლად შეგიყვარდებათ ის. გაგვიზიარეთ, რომელია თქვენი საყვარელი ორცხობილას რეცეპტი!