მთავარი სილამაზე ფისის საპონი: არანაირი ოფლი, რძიანა, მუწუკები და თმის ცვენა. ეს უიაფესი საშუალება თქვენს სამსახურშია!

ფისის საპონი: არანაირი ოფლი, რძიანა, მუწუკები და თმის ცვენა. ეს უიაფესი საშუალება თქვენს სამსახურშია!

by Keti

ფისის საპნით სარგებლობდნენ ჩვენი წინაპრები. ეს ნამდვილად ჯადოსნური საშუალება, რომლის შემადგენლობაში არც საღებავია და არც კონსერვატი, დიდი ხანია ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით, ამიტომ წარმატებით გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.

ფისი საუკეთესო ნატურალური ნივთიერებაა. მას იღებენ არყის ხის ქერქისგან. არყის ხის ფისი სქელი, ზეთოვანი სითხეა, რომელსაც არ აქვს წებოვანი თვისებები. მას სპეციფიური და მკვეთრი სუნი აქვს, შესაბამისად, მისგან დამზადებულ საპონსაც. ამიტომ არის საპონიც შავი და ზოგჯერ ცისფერ-მწვანე შეფერილობის.

ფისის საპნის თვისებები

1. სახის კანისთვის

თუ უკვე დაიღალეთ სახეზე ჩირქოვანი გამონაყარით, აუცილებლად ჩართეთ მოვლაში ფისის საპონი. მას აქვს შესანიშნავი გამშრობი და აღმდგენი თვისებები. ის არ იწვევს არავითარ რეაქციას და მისი გამოყენების არ შეგეშინდეთ.

2. ქერტლის საწინააღმდეგო

საპონი ეხმარება თავის კანზე წვრილი ნაკაწრების შეხორცებას. ის ეფექტურია ქერტლის მოშორებისას, რადგან უნიკალურ ბუნებრივ კომპონენტებს შეიცავს. ასევე ფისის საპონი საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა თმის ცვენის საწინააღმდეგოდ.

გამოყენების წინ თმა დაისველეთ, წაისვით საპონი ძირებზე და თმის მთელ სიგრძეზე ააქაფეთ. ორი წუთის შემდეგ აუცილებლად ჩამოიბანეთ საპონი. გამოყენების შემდეგ წაისვით ბალზამი ან მკვებავი ნიღაბი. ორკვირიანი რეგულარული გამოყენების შემდეგ ქერტლი გაქრება.

3. კანის დაავადებები

დერმატიტი, ეკზემა, ფსორიაზი, სებორეა და კანის სხვა დაავადებები განკურნებადია. ფისის საპონი აცოცხლებს კანს და ხელს უწყობს უჯრედების სწრაფ რეგენერაციას. მისი საშუალებით ძლიერდება კანთან სისხლის მიდინება.

4. ინტიმური ჰიგიენა

ფისის საპონი იცავს ინფექციებისგან, ვირუსებისგან, სოკოსგან. რძიანასგან.

5. ჭრილობების დამუშავება

საპნის შემადგენლობაში ფისი მხოლოდ 10%-ია, დანარჩენი 90% კი ჩვეულებრივი საპონი. მასში შედის ტუტეები და ფენოლი, რომელთა გაერთიანება კლავს ბაქტერიებს. ამის გამო საპონი აქტიურად გამოიყენება ჭრილობების, გამონაყარისა და კანის სხვა დაზიანებების დროს.

6. დაცვა ოფლისგან

ზაფხულში ფისის საპნით დაიმუშავეთ იღლიები და ფეხები. ის მოქმედებს დეოდორანტებზე უკეთესად. არამხოლოდ იხსნება სუნი, არამედ მნიშვნელოვნად ქვეითდება ოფლის გამოყოფა.

7. პარაზიტებთან ბრძოლა

საპონი გამოიყენება ტილების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დროა ამისთვის საჭირო, საპონი 100%ით ნატურალურია. მას ბავშვების მკურნალობის დროსაც იყენებენ.

8. ფეხის სოკოს წინააღმდეგ

სოკოსგან განსაკურნად და პროფილაქტიკისთვის ხშირად დაიბანეთ ფეხები ამ აპრობირებული საშუალებით. პერიოდულად გაიკეთეთ ნიღაბი: დატოვეთ საპნის ქაფი 5-15 წუთით დაზიანებულ ადგილას.

ფისის საპონს აქვს ერთი საკმაოდ უსიამოვნო ეფექტი – ეს მისი სუნია. სხეულიდან საპნის სუნი თავისით და სწრაფად ქრება, ხოლო თმიდან სამწუხაროდ სუნის ბოლომდე მოცილება ვერ ხდება. თუმცა სუნის შერბილება შესაძლოა ძმარდამატებული წყლით ან წყალში ჩაამატეთ ლიმონის წვენი. ასევე შეგიძლიათ თმის კონდიციონერის გამოყენება. სჯობს, საპონი გამოიყენოთ იმ დროს, როდესაც სახლიდან არ გიწევთ გასვლა.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ფისის საპონი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ გარეგანად, ეს კი ნიშნავს, რომ პრობლემას მთლიანად არ ხსნის. ამიტომ სრული გამოჯანმრთელებისთვის კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტთან, რათა გამოავლინოთ დაავადების მიზეზი და შეყდგეთ მედიკამენტოზურ მკურნალობას.

არყის ხის ფისის საპონი პოპულარულია მისი შედეგიანობის, ნატურალურობისა და ხელმისაწვდომობის გამო. აღნიშნულ საშუალებას იყენებენ კოსმეტოლოგიური, ჰიგიენური და გამაჯანსაღებელი ეფექტისთვის. სინჯეთ თქვენც და მოუყევით სხვებსაც მის შესახებ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: