მთავარი ურთიერთობები ოშო – ქალი და კაცი დღეს ერთმანეთისთვის მხოლოდ “ახლობლები” არიან და მეტი არაფერი

ოშო – ქალი და კაცი დღეს ერთმანეთისთვის მხოლოდ “ახლობლები” არიან და მეტი არაფერი

by guramus

“ადამიანის შინაგანი ურთიერთობანი გაქრა ცხოვრების ყველა სფეროში. დავიწყებულია უბრალო ჭეშმარიტება, რომ ცოლი უნდა ცოლობდეს, ხოლო ქმარი შესაფერის ქმრობას წევდეს. ქალი და კაცი დღეს ერთმანეთისთვის მხოლოდ “ახლობლები” არიან და მეტი არაფერი.

ახლობლობა კარგია, მაგრამ ის ვერ იქნება სიღრმისეული. ქორწინება კი სულის სიღრმეში დადებული აღთქმა და საკუთარი თავის სხვისდამი მიძღვნაა. თუ მთლიანად არ ეძლევით, მხოლოდ ზედაპირზე რჩებით, ვერ აკეთებთ ნახტომს. რასაკვირველია სიღრმეში შესვლა საშიშია, თქვენ ხომ მხოლოდ ზერელე ურთიერთობაში ხართ ასეთი მოხერხებული, სადაც მექანიკურად მოქმედებთ და არანაირი შეგნება არ გესაჭიროებათ.

სიღრმისეული ურთიერთობა კი თქვენთვის უცხოა. თქვენ მხოლოდ ზედაპირულად შეგიძლიათ მოძრაობა. თქვენი შეგნება და ყურადღება იმის მიხედვით იზრდება, თუ რამდენად ღრმავდებით საკუთარ თავში, რადგან ამ დროს, ყოველ წამს სიკვდილია მოსალოდნელი.

სწორედ სიკვდილის შიშით ვერ ამყარებთ ერთმანეთთან ნამდვილ და ჭეშმარიტ სულიერ ურთერთობას. ადამიანები უმწიფარნი არიან. მეგობარი ქალი, ისევე როგორც მეგობარი მამაკაცი, ფრიად სასიამოვნოა, მაგრამ ის ვერ იქცევა სულის სიღღმეში შესაღწევ კარად, რომელიც სიყვარულშია დაფარული…”

ოშო – მდოგვის მარცვალი