მთავარი კულინარია კარაქივით იჭრება და პირში თაფლივით დნება. ნამცხვარი “მედოკი” ყველას მოგეწონებათ. აი რეცეპტი

კარაქივით იჭრება და პირში თაფლივით დნება. ნამცხვარი “მედოკი” ყველას მოგეწონებათ. აი რეცეპტი

by Keti

გთავაზობთ მოამზადოთ თაფლის ნამცხვარი ,,ფუტკარი” – უნაზესი დესერტი შესანიშნავი არომატითა და დაუვიწყარი გემოთი.

რვა თხელი, ნაზი თაფლის ფირფითა, რომელიც ჰაეროვანი კრემითაა გაჟღენთილი, გულგრილს არ დაგტოვებთ. მოადუღეთ ჩაი და დაუძახეთ მეგობრებს, რათა დატკბეთ ამ საოცარი ნამცხვრით.

ტორტი ,,ფუტკარი”

ცომის ინგრედიენტები

ორი კვერცხი

ორი სუფრის კოვზი თაფლი

250 გრამი შაქარი

500-550 გრამი ფქვილი

50 გრამი კარაქი

ერთი ჩაის კოვზი სოდა

ინგრედიენტები კრემისთვის

500 მილილიტრი რძე

ორი კვერცხი

ორი სუფრის კოვზი ფქვილი

150-200 გრამი შაქარი

100 გრამი კარაქი

ერთი პაკეტი ვანილის შაქარი

მომზადება

1. შეურიეთ ქვაბში კვერცხი, შაქარი, კარაქი, თაფლი.

2. დადგით ქვაბი დაბალ ცეცხლზე და ურიეთ შაქრის საბოლოო გადნობამდე.

3. როცა შაქარი გაიხსნება, დაამატეთ სოდა. მასა დაიწყებს ამოქაფებას და ორჯერ გაიზრდება. კარგად ურიეთ ნახევარი წუთის მანძილზე და გადმოდგით ცეცხლიდან.

4. გაცერით ფქვილი და თანდათან დაამატეთ ამ მასას კოვზით. მასა გაციებას დაიწყებს და შემდეგ შეგეძლებათ ხელით მოზილოთ. უნდა მიიღოთ რბილი ცომი.

5. გაყავით ცომი რვა ნაწილად, დაამრგვალეთ ბურთებად, დააფარეთ და შედგით მაცივარში.

6. ამავე დროს მოამზადეთ კრემი.

7. პატარა ქვაბში აურიეთ ფქვილი, შაქარი, ვანილის შაქარი, კვერცხი. და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაამატეთ ცოტ-ცოტა რძე.

8. დადგით ქვაბი დაბალ ცეცხლზე, მუდმივად ურიეთ, რათა არ წარმოიქმნას ფქვილის კოშტები. როგორც კი მოხარშული კრემი გასქელდება და დაიწყებს დუღილს, გადმოდგით ცეცხლიდან.

9. ცხელ მასაში დაამატეთ რბილი კარაქი და ურიეთ მის გადნობამდე. დააფარეთ კრემს ცელოფანი და გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე.

10. მაცივრიდან სათითაოდ გამოიღეთ ბურთები. ფქვილმოყრილ პერგამენტის ქაღალდზე გააბრტყელეთ თხელი ფირფიტები, გადაიტანეთ ისინი საცხობზე ქაღალდთან ერთად და ასე გამოაცხვეთ.

11. ფირფიტები გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 3-4 წუთით, ოქროსფრამდე.

12. გამოცხობის შემდეგ, სანამ ფირფიტა რბილია, ზემოდან დაადეთ საჭირო დიამეტრის ფორმა (მაგალითად 22 სმ.) და ჩამოაჭერით ნაპირები. ისინი არ გადაყაროთ, ბლენდერში დააქუცმაცეთ და გამოიყენეთ ტორტის ზემოდან მოსაყრელად.

13. გაციებულ ფირფიტებს წაუსვით კრემი. შემდეგ მოაყარეთ დაქუცმაცებული ცომის ნაფხვენები.

14. შეინახეთ ტორტი მაცივარში, რამდენიმე საათით, რათა კრემი გაუჯდეს.

15. ტორტი გამოდის რბილი, ნაზი, იჭრება კარაქივით. გემრიელად მიირთვით!

შეგიძლიათ გაუზიაროთ სხვებსაც ან დაპატიჟოთ ახლობლები თქვენს გამომცხვარ შედევრზე!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: