მთავარი რჩევები აი, რა მოხდება თუ ყოველდღე შეჭამთ 4 ცალ ნუშს.

აი, რა მოხდება თუ ყოველდღე შეჭამთ 4 ცალ ნუშს.

by Keti

ნუში ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა გემრიელი თან სასარგებლოა. ის კალციუმის საუკეთესო წყაროა და კარგად შეითვისება. ეს ეხება ახალ ნუშს და არა მოხალულს.

გავიგოთ, როგორ შეცვლის ჩვენს ორგანიზმს ნუში, თუკი ყოველდღე მივიღებთ მის ოთხ მარცვალს.

ნუშის სარგებლობა ორგანიზმისთვის

1. დაქვეითდება ქოლესტერინის დონე

უბრალოდ შეცვალეთ თქვენი ჩვეული წახემსება ერთი მუჭა ნუშით და თქვენს არტერიებს დაცობისგან დაიცავთ.

2. თმა ხდება მაგარი და ბზინვარე

ნუში თითქოს შექმნილია თქვენი თმის სილამაზისთვის. ის პრაქტიკულად ყველა ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. ის ასტიმულირებს თმის ზრდას და ამაგრებს მის ძირებს, აძლევს ბუნებრივ ბზინვარებას. ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები თავის კანში იზელდნენ ნუშის ზეთს ქერტლისგან დასაცავად და თმის დასარბილებლად.

3. გული უკეთ მუშაობს

ნუში საუკეთესო პროფილაქტიკაა გულის შეტევებისთვის, ინფარქტისა და ინსულტისთვის. ერთ მუჭა ნუშში იმდენი სასარგებლო ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავაა, რამდენიც გულის სწორი მუშაობისთვისაა საკმარისი.

ნუშში არსებული არგინინი არტერიის კედლებს უფრო მოქნილს ხდის და თრომბს არ აძლევს მათი დახშობის საშუალებას. ამიტომ სჯობს ნუში მიირთვათ ყავისფერ ქერქთან ერთად.

4. ასწორებს ნაოჭებს

ჩვენ ყველას გვსურს სიბერის დამარცხება. ამისთვის აუცილებელია ნუში, რადგან მასში დიდი რაოდენობით მანგანუმი და ვიტამინი E შედის. მანგანუმი საჭიროა კოლაგენის გამომუშავებისთვის, ვიტამინი E კი კანს იცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, პიგმენტური ლაქებისა და ნაოჭებისგან.

5. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას

ნუში პრებიოტიკების საუკეთესო წყაროა. ისინი შესანიშნავი ნიადაგია სასარგებლო ბაქტერიების განსავითარებლად. ეს ბაქტერიები ორგანიზმს საკვების უკეთ შეთვისებაში ეხმარება. თუ გაწუხებთ დისბაქტერიოზი, მუცლის შებერვა და ტკივილი, პირიდან უსიამოვნო სუნი და კუჭის მოქმედების დარღვევა, ამ შემთხვევაში ნუშის დოზა შეგიძლიათ გაზარდოთ დღეში 30 ცალამდე.

ბოლო კვლევებმა გამოავლინა, რომ პრებიოტიკების ხშირი მოხმარება ანმტკიცებს იმუნურ სისტემას და აქვეითებს კიბოსა და რევმატოიდული ართრიტის წარმოქმნისა რისკს.

6. სწრაფად გახდებით

ნუში ძალიან ცხიმიანია, მაგრამ ის შეიცავს სასარგებლო მონოუჯერ ცხიმებს. მსუბუქი წახემსება ნუშით კარგად ანაყრებს ადამიანს, ამიტომ დიდი რაოდენობით სადილსა და ვახშამს აღარ მიეტანებით. მათ, ვინც ყოველდღე მიირთმევს ნუშს, არაჯანმრთელი ნახშირწყლების ნაკლები მოთხოვნილება უჩნდება.

7. ტვინი უკეთ მუშაობს

ვიტამინ E-ს სიჭარბე ორგანიზმში, გვეხმარება კოგნიტური ფუნქციებისა და მეხსიერების შენარჩუნებაში. მაგნიუმი და ცილა კი აღადგენს ტვინის უჯრედებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხანდაზმულ ასაკში. ნუში აქვეითებს ალცჰეიმერის განვითარების რისკს.

ხედავთ, როგორი მარტივი და გემრიელი საშუალება არსებობს ორგანიზმისა და გარეგნობის გასაუმჯობესებლად? თუ ძალიან გიყვართ ნუში, არ არის აუცილებელი დღეში მხოლოდ ოთხი ცალი მარცვლით შემოიზღუდოთ. თუმცა გახსოვდეთ, რომ დღეღამური დოზა 23 ცალია. გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი კალორიების დათვლისას. დატკბით ნუშით, შეაზავეთ მისით სალათები, დაამატეთ ცხობისას და ან უბრალოდ ღეჭეთ.