მთავარი რჩევები გახდომის 9 საიდუმლო, რომლის შესახებაც ყველა მეცნიერმა იცის, დიეტოლოგები კი დუმილს არჩევენ!

გახდომის 9 საიდუმლო, რომლის შესახებაც ყველა მეცნიერმა იცის, დიეტოლოგები კი დუმილს არჩევენ!

by Keti

თუ გსურთ გახდომა და სხეულის შეცვლა – სრულიად უნდა შეცვალოთ თქვენი ჩვევები. როგორც გველი იცვლის თავის ძველ პერანგს, ასევე მოგიწევთ, განაგდოთ თქვენი ცხოვრების წესი, სხვაგვარად შედეგს უბრალოდ ვერ მიიღებთ.

გამოგივათ, თუკი დაიწყებთ! იმისათვის, რომ კილოგრამებმა დაიწყოს დნობა, უნდა შეცვალოთ მიდგომები.

როგორ დავიწყოთ გახდომა

1. ჩვენ დიდხანს გვასწავლიდნენ, რომ მთავარი კალორიების თვლაა. რეალურად კი წონის შესამცირებლად წესრიგში მოვიყვანოთ დღის განმავლობაში მოხმარებული ნახშირწყლების ნორმა. უნდა მიირთვათ ბევრი ცხიმი და ცილა, ნახშირწყლები კი მიატოვოთ.

ორაგული, სარდინი, ქაშაყი, კაკალი, ავოკადო, ხორცი, კვერცხი: ყველა ეს პროდუქტი ხელს უწყობს ომეგა 6 და ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების ბალანსს ორგანიზმში. ეს გამოიწვევს ჰორმონ ინსულინის გამომუშავების ნორმალიზებას და შეჩერდება ცხიმის აქტიურად დაგროვების პროცესი.

2. რატომ არის ასეთი რთული ტკბილეულზე უარის თქმა? იმიტომ, რომ ხშირად ინსულინის დონე არ არის წესრიგში. ადამიანი განიცდის დისკომფორტს სისხლში შაქრის ცვლილებების გამო – თავბრუსხვევას, სისუსტეს, ტკბილეულის ჭამის სურვილს.

გამოსავალი ერთია – გადავიდნენ სწორ კვებაზე, რომლის დროსაც ორგანიზმი მიიღებს საკმარისი რაოდენობის მიკროელემენტს, ეს კი წესრიგში მოიყვანს ჰორმონულ ფონს. მნიშვნელოვანია ხშირად მიირთვათ ბროკოლი და სხვა მწვანე ბოსტნეული ან მწვანილი. ისინი შეიცავს ქრომს, რომელიც ბუნებრივად ამცირებს ტკბილის მოთხოვნილებას.

3. როგორ მოვასწროთ ყველაფერი, როცა ამისთვის არ გვაქვს დრო და ენერგია? ამისთვის გეგმის შემუშავებაა საჭირო.

უმჯობესია, პროდუქტები წინასწარ, მთელი კვირისთვის შეიძინოთ. მოსახერხებელია, გარნირისა და ხორცის წინა დღით მომზადება და მისი პორციებად დაწყობა შემდეგი წარწერებით: ორშაბათი – საუზმე, ორშაბათი – სადილი… ასე არ შეჭამთ ერთ ზედმეტ ნაჭერსაც კი. იგივე ეხება ხილს. მოათავსეთ ისინი ცალკე პაკეტებში და გააკონტროლებთ რამდენს შეჭამთ ერთ ჯერზე.

4. დიეტის დასაწყისში სასარგებლოა ტელეფონის გამოყენება შეხსენების ფუნქციის ჩასართავად. საჭიროა, მიირთვათ ყოველ ოთხ სათში ერთხელ. ასე ორგანიზმი არ იგრძნობს საკვების დეფიციტს და გადაეჩვევა საკვების მომარაგებას.

რეალურად ძალიან სასიამოვნოა რეჟიმით ცხოვრება, ყველაფრის მოსწრება და დღითიდღე გალამაზება.

5. იმის გარანტი, რომ ფიზიკური დატვირთვა მოგიტანთ შედეგს, მისი რეგულარულობაა. სჯობს ცოტა ივარჯიშოთ და ყოველდღე, ვიდრე ორჯერ კვირაში და დიდი დატვირთვით. დღეში ნახევარი საათი საკმარისია ფიგურაზე ეფექტური მუშაობისთვის.

6. ჩვენ ველოდებით, როდის მოვა დრო, ის კი უბრალოდ გადის. ბევრია დამოკიდებული მის ირგვლივ არსებულ გარემოსა და ადამიანებზე.

გასახდომად საჭიროა უარი თქვათ ცდუნებებზე და დროულად მოამზადოთ დიეტური კერძები თადარიგისთვის. მაგალითად, მოამზადოთ ხორცი, კერძი, ბოსტნეული. ასეთ რეჟიმში ბევრი კარგავს მეგობრებს, რომლებიც არ იზიარებენ სწორი კვების ინტერესს.

7. საჭმელზე დამოკიდებულება რეალურად არსებობს. ყოველ ჯერზე, როცა თავს ისაჩუქრებთ საკვებით, ტვინი ამას იმახსოვრებს: გამომუშავდება კმაყოფილების ჰორმონი – დოფამინი. შემდეგ ჯერზე, როცა ტკბილეულზე უარის თქმას გადაწყვეტ, ან პორციის შემცირებას, დოფამინი აღარ გამოიყოფა და ორგანიზმი ცუდად იგრძნობს თავს.

ვარჯიშისა და სწორი კვების გადაწყვეტილება არ მიიღება ერთხელ და სამუდამოდ, ის სულ დღის წესრიგშია, ის ყოველდღე უნდა მიიღოთ, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც კი. საჭიროა, ამის გაცნობიერება.

8. ზოგჯერ ადამიანს სურს, შეეშვას მოწევას, თუმცა მეგობრები ეუბნებიან, რომ ეს მაინც არ გამოუვა და სთავაზობენ სიგარეტს.

რეალურად თქვენ ყველაფერი გაქვთ იმისთვის, რომ დაიწყოთ – სწორი კვების ეფექტური სქემა და ხელმისაწვდომი ვარჯიშები. განაგდე შენი ცდუნებები, სანამ არ მიაღწევ სასურველს.

9. ცხოვრების დარეგულირებული წესის საშუალებით გახდომა არის ერთადერთი სწორი გზა. რამდენიმეთვიანი დიეტა არ მოგცემთ იმ შედეგს, რომელსაც მოიტანს კვების გეგმის ერთწლიანი ცვლილება. უარის თქმა რაფინირებულ ტკბილეულზე, ცომეულზე, ფასტ ფუდზე და ალკოჰოლზე, ნიშნავს არამხოლოდ გახდომას, არამედ ჯანმრთელად ყოფნას. ეს კი საუკეთესო მოტივაციაა ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის.

არ არსებობს არანაირი საიდუმლო, არსებობს მხოლოდ მუდმივი არჩევანი სწორი კვებისა და ფიზიკური აქტივობის სასარგებლოდ. გაუზიარეთ მეგობრებს ეს სტატია და გვითხარით, რაც ფიქრობთ ამის შესახებ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: