მთავარი რჩევები ამ რეცეპტით გასწავლით როგორ მოამზადოთ სახის მალამო სახლის პირობებში. ნაოჭები უკვალოდ ქრება.

ამ რეცეპტით გასწავლით როგორ მოამზადოთ სახის მალამო სახლის პირობებში. ნაოჭები უკვალოდ ქრება.

by Keti

შესაბამისი ღამის მალამოს დამზადება რთული ამოცანაა. თავის მოვლის უამრავ მეთოდს შორის ის ყველაზე ძლიერია, რადგან პასუხისმგებელია კანის კვებასა და აღდგენაზე. ასეთი კოსმეტიკა, როგორც წესი, ძალიან ძვირი ღირს.

ჩვენ გთავაზობთ ისეთი მალამოების დამზადებას, რომლებიც ნაყიდზე უკეთესები გამოვა. ამაში თავადაც დარწმუნდებით.

საშინაო მალამოების რეცეპტები

ისლანდიური ხავსის ექსტრაქტი ან ყავისფერი ზღვის მცენარეები, ცხადია, ჩვენს შემოთავაზებულ საშუალებებში არ შედის, თუმცა ისინი არც დაგჭირდებათ. გვერწმუნეთ, კარგი კოსმეტიკის მაღალი ფასი მთლად ამით არ არის განპირობებული.

რაში ვიხდით ფულს?

  • ლამაზი შეფუთვა
  • პარაბენები და კონსერვატები
  • კომერცია. ბიზნეს-ინტერესები

არომატული, რბილი, კვებითი და 100%-ით ნატურალური მალამოების სახლის პირობებში მომზადება შესაძლებელიც არის და საჭიროც.

რძე და ალოე

თვალების გარშემო წრეების გაღიავებისთვის გამოგადგებათ ალოე ვერასგან დამზადებული ცივი მალამო. ალოეს უმთავრესი დადებითი თვისებაა ცხიმოვანი საფარველის არარსებობა. კრემი კანში ადვილად იწოვება და არ ახშობს ფორებს.

რძეში შემავალი ამინომჟავები ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების ჩამოფცქვნას.

თქვენ დაგჭირდებათ

  • ალოე ვერას წვენი ან გელი – ორი სუფრის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი – ერთი სუფრის კოვზი
  • მშრალი რძე – ორი სუფრის კოვზი

მომზადებული მალამო შეინახეთ მაცივარში, თუმცა ახალდამზადებულს მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია.

ფორთოხალი და იოგურტი

მათი გამოყენება რეკომენდირებულია ყველასთვის, განსაკუთრებით, 30 წლამდე ქალებისთვის. მთავარი ისაა, რომ მალამო მარტივი და ეფექტური საშუალებაა ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლაში.

თქვენ დაგჭირდებათ

  • ერთი ფორთოხლის ცედრა
  • ერთი სუფრის კოვზი კურკუმა
  • ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
  • 100 გრამი ნატურალური იოგურტი

ყურადღება! ვინაიდან პროდუქტში შედის ლიმონის მჟავა, მისი დატოვება მთელი ღამით არ ღირს. ორი საათი საკმარისია. ხანგრძლივი თერაპიისთვის ლიმონის გარეშე დაამზადეთ.

ავოკადო და კვერცხი

ეს პროდუქტები კანს გაახალგაზრდავებაში ეხმარება, ღრმად კვებავს მას. გამოიყენება დღის მალამოს სახითაც, თუკი რუჯის მიღება გსურთ, დაგიცავთ ულტრაიისფერი სხივებისგან. მაკიაჟის ქვედა ფენად არ გამოდგება.

თქვენ დაგჭირდებათ

  • ერთი კვერცხი
  • ნახევარი ავოკადო

ავოკადო გათქვიფეთ პასტის სახით და შეურიეთ ათქვეფილ კვერცხს. ეს მალამო ავიწროებს ფორებს, მასში ცილის შემცველობის ხარჯზე.

თაფლი და ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი უხდება ყველანაირ კანს, არბილებს მას, ებრძვის გამონაყარს და აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი.

თქვენ დაგჭირდებათ

  • სამი სუფრის კოვზი თაფლი
  • 100 გრამი ქოქოსის ზეთი

საკმარისია უბრალოდ შეურიოთ და შეინახოთ ცივ ადგილას. ეს მალამო შეიძლება ჩაითვალოს შაქრის სკრაბად, თუმცა ის არ აშრობს კანს.

ეს მალამოები, შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში გამოიყენოთ, მაგრამ ნატურალურობის გამო შენელებული ეფექტი აქვთ. ეფექტის მისაღებად რამდენიმე საათი უნდა გაიჩეროთ, ამ მხრივ კი ღამე ყველაზე მოსახერხებელი დროა.

არანაირი მოულოდნელი და ალერგიული რეაქციები, გარანტირებული ეფექტი! ვიტამინები და დანამვა ყველანაირ კანს უხდება.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: