მთავარი კულინარია სადილი სამლიტრიან ქილაში: სწრაფი და ორიგინალური მეთოდია დიდი სუფრის გასამასპინძლებლად.

სადილი სამლიტრიან ქილაში: სწრაფი და ორიგინალური მეთოდია დიდი სუფრის გასამასპინძლებლად.

by Keti

კარგ ტრადიციად ჩამოყალიბდა უცნაური ბლუდების რეცეპტების გაზიარება თქვენთვის. დღეს ვაგრძელებთ ტრადიციას და გთავაზობთ კერძს მთელი ოჯახისთვის – სადილს სამლიტრიან ქილაში.

დღესდღეობით ეს ნამდვილი კულინარული ტრენდია. დასავლეთის ბევრ ქვეყანაში ასე ამზადებს ყველა მეორე დიასახლისი. წარმოიდგინეთ – თქვენ სადილობთ სამსახურში წიწიბურათი და სალათით პლასტიკური შეფუთვით, ხოლო თქვენმა კოლეგამ ამოიღო ქილა მკვეთრი წვნიანი და არომატული შიგთავსით. მაშინვე მოგინდებათ გაიგოთ, რა არის ეს და როგორ შეიძლება მისი მომზადება. ჩვენ გაგიზიარებთ იდეას.

ინგრედიენტები

1 კილო ქათმის ლორი

10 ცალი კარტოფილი

1 ცალი ხახვი

1 ცალი სტაფილო

1 ცალი ბულგარული წიწაკა

2 ცალი პომიდორი

2 ცალი დაფნის ფოთოლი

3 ცალი სურნელოვანი პილპილი

მარილი – გემოვნებით

შავი დაფქული პილპილი – გემოვნებით

მომზადება

დაჭერით ლორი პორციებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

გაფცქვენით ხახვი, სტაფილო, კარტოფილი და ბულგარული წიწაკა. დაჭერით პომიდორი და ყველა ბოსტნეული, თუმცა არა წვრილად. ცალკე მოაყარეთ მარილი კარტოფილს.

ჩააწყვეთ ყველაფერი სუფთა, მშრალ, სამლიტრიან ქილაში, ფენებად. დაამატეთ სურნელოვანი პილპილი და დაფნის ფოთლები.

დააფარეთ ქილას ფოლგა, შედგით ცივ აერღუმელში, შემდეგ ჩართეთ და დააყენეთ 180 გრადუსზე. მოამზადეთ 90 წუთის განმავლობაში.

თქვენ მიეჩვიეთ ცხობას ფორმებში, ქოთნებში, სხვადასხვა საცხობში. ვინ იფიქრებდა, რომ შესაძლებელია სამლიტრიანი ქილითაც გამოვაცხოთ. როგორ მოგწონთ ასეთი ვარიანტი? გაუზიარეთ სხვებს სტატია, ჩვენ კი თქვენი შთაბეჭდილებები!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: