კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტები ღვიძლის და კუჭ-ნაწლავის მუშაობას აკონტროლებენ,საკვებს ხლეჩენ და სხვა უჯრედებს მათთვის საჭირო ნივთიერებების მიღებაში ეხმარებიან.
კუჭქვეშა ჯირკვლის ყველაზე გავრცელებული დაავადება პანკრეატიტი და შაქრიანი დიაბეტია.
მკურნალობისას საუკეთესო შედეგს კომპლექსური მიდგომა განაპირობებს, დაფუძნებული მედიკამენტებზე, რომლებიც სახალხო მედიცინის და დიეტური კვების საშუალებებს მოიცავენ.
კუჭქვეშა ჯირკვლის განკურნება ხალხური მედიცინით
კუჭქვეშა ჯირკვლის მორჩენაში ხალხური რეცეპტები დაგეხმარებათ, რომლებიც საშინაო პირობებში მზადდება. ისინი აღადგენენ ჯირკვალს, ხსნიან ანთებას, კვებავენ, აქრობენ ტკივილსა და დისკომფორტს. ინგრედიენტების უმრავლესობას სამზარეულოში ან მაღაზიაში მიაგნებთ.
წიწიბურა
პანკრეატიტის ეფექტური სამკურნალო რეცეპტი წიწიბურაა კეფირით. მსგავსი კერძი აღადგენს ჯირკვლის უჯრედებს, ხსნის ტკივილს, აკონტროლებს შაქრის კონცენტრაციას სისხლში, ამცირებს ანთებას.
კეფირიანი წიწიბურა პროფილაქტიკისთვისაც მისწრებაა.
ინგრედიენტები
- 1 ჭიქა წიწიბურა
- 0,5 ლ. უცხიმო კეეფირი
მომზადების ხერხი
- კარგად გარეცხილ წიწიბურას კეფირი დაასხით.
- გააჩერეთ 12 საათი.
- ერთი ნაწილი საუზმეზე მიირთვით, მეორე დაძინებამდე 2 საათით ადრე.
- მკურნალობის კურსი 10 დღე გრძელდება. რის შემდეგაც იგივე ვადებით უნდა შეისვენოთ და კურსი ახლიდან გაიაროთ. მსგავსი მეთოდით პანკრეატიტის მკურნალობა წელიწადში 2-3ჯერ შეიძლება.
არაა რეკომენდირებული მსგავსი პროცედურა ქრონიკული პროცესის დასრულებისთანავე დაიცვათ. ასევე მწვავე პანკრეატიტის დროს.
შვრიის რძე
პრობლემის ეფექტურ გადაჭრაში ჩვეულებრივი შვრიაც დაგეხმარებათ. ფანტელებში შემავალი ნივთიერებები ანთებას ხსნის და ტკივილგამაყუჩებლად მოქმედებს. შესამჩნევ შედეგს შვრიის რძის მირთმევისას მიიღებთ.
ინგრედიენტები
- 100 გ შვრიის ფანტელები
- 1 ლ წყალი
მომზადების ხერხი
- ფანტელებს წყალი დაასხით.
- 40 წუთი საშუალო ცეცხლზე ხარშეთ.
- შვრია დაანამცეცეთ მაქსიმალურად და კიდევ 20 წთ ხარშეთ.
- ამის შემდეგ მიღებთ “რძეს”
- 100მლ სითხე დღეში 3-4ჯერ მიიღეთ, საკვების მიღებამდე 10 წუთით ადრე.
კარტოფილის წვენი
ტყუილად არ ამბობენ, რომ კარტოფილი მეორე პურია. ეს პროდუქტი კუჭქვეშა ჯირკვლის მკურნალობისას ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია. მეთოდები მოიცავს როგორც მოხარშული კარტოფილის მიღებას, ასევე მისი წვენის.
წვენის მისაღებად დაჭერით კარტოფილი სახეხზე და ჩვეულებრივი სამედიცინო მარლის გამოყენებით დაწურეთ წვენი. მიღებული მასა დალიეთ 100მლ 2 საათით ადრე ყოველ ჭამამდე. 5წუთის შემდეგ დააყოლეთ კეფირი. (ცხიმი არაუმეტეს 3%)
მსგავსი სამკურნალო კურსი 2 კვირა გრძელდება და 3-4-ჯერ უნდა განმეორდეს. კარტოფილის წვენი შეგიძლიათ შეურიოთ სტაფილოს (პროპორციით 1:1ზე). მსგავსი კოქტეილის მიღების შემდეგ 30 წუთი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა იწვეთ.
სამკურნალო ბალახი
კუჭქვეშა ჯირკვლის ბალახით განკურნება მათ ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საჭინააღმდეგო და გამწმენდ თვისებებზეა დამყარებული.
სალბის ნახარში ჯირკვალში ინსულინის საჭირო რაოდენობის გამომუშავებას ხმარდება, ხოლო ირისის და აბზინდასი კვების გადამუშავების პროცესს აუმჯობესებენ. გვრილას ნაყენი შეტევის სწრაფად მოხსნას უწყობს ხელს.
მოცხარი, გვირილა და შავი კატაბალახა
ინგრედიენტები
- 1 ს.კ. შავი მოცხარის ფოთლები
- 1 ჩ.კ. აფთიაქის გვირილას ყვავილები
- 2 ჩ.კ. შავი კატაბალახას ნაყოფი
- 1 ჩ.კ. თავშავა
- 0,5 ლ წყალი
გამოყენება
- აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ ინგრედიენტები.
- გააჩერეთ 5–6 საათი.
- მიიღეთ 0,25 ჭიქა 2-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე.
გვირილა და უკვდავა
ინგრედიენტები
- 1 ს.კ. აფთიაქის გვირილას ყვავილები
- 1 ს.კ. უკვდავა
- 1 ჭიქა ადუღებული წყალი
გამოყენება
- Зინგრედიენტები ადუღებულ წყალში ჩაუშვით და 30 წუთი გააჩერეთ.
- მიიღეთ 120–125 მლ 2–3-ჯერ დღეში საკვების მღებამდე 30 წუთით ადრე 2-3 კვირის მანძილზე.
აბზინდა და ირისი
ინგრედიენტები
- 0,5 ს.კ. აბზინდა
- 0,5 ს.კ. ჩვეულებრივი ირისი
- 1 ჭიქა ადუღებული წყალი
გამოყენება
- აურიეთ ინგრედიენტები და დააასხით ადუღებული წყალი. გააჩერეთ 1 საათი.
- მიიღეთ 0,5 ჭიქა საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე დღეში 3-ჯერ.
ეს ნაყენი პანკრეატიტის დროს ნამდვილი შველაა. მის შემადგენლობაში უამრავი მიკროელემენტია და კუჭქვეშა ჯირკვალის მდგომარეობას არეგულირებს.
ზოგიერთ აფთიაქში შეხვდებით კიდეც შერეულ ვარიანტს, მაგრამ ნატურალური მომზადება სჯობს და უფრო სასარგებლოა.
რასტოროპშა
ინგრედიენტები
- 30 გ რასტოროპშა
- 0,5 ლ წყალი
გამოყენება
- დაასხით ფხვნილს წყალი. მოხარშეთ ნელთბილ წყალზე იქამდე, სანამ ნახევრამედე არ შემცირდება.
- დალიეთ სითხი 3 კვირის მანძილზე ჭამამდე 1 სუფრის კოვზი.
ხალხური საშუალებების გამოყენების ხერხები
- ალკოჰოლზე უარის თქმა
- დიეტის დაცვა
- ფიზკულტურით დაკავება, განსაკუთრებით სირბილი
- შემოწმება გაქვთ თუ არა ალერგია გამოსაყენებელ პროდუქტებზე