ძილი ისეთივე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, როგორც წყალი და საკვები. როცა ცუდად გძინავთ, არამხოლოდ დაღლილი ხართ, არამედ დაბნეულიც. ასევე ცუდად გამოიყურება კანი და სხეულის მთლიანი ტონუსი.
თუმცა ასე ხდება, როცა გძინავთ 6-8 საათი. ეს იმიტომ, რომ მოზრდილი ადამიანის ძილის განსაზღვრული დრო პასუხისმგებელია ორგანიზმის ამა თუ იმ ფუნქციაზე და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ეს დაკავშირებულია პლანეტების მოძრაობასა და მზის აქტივობასთან. მაგალითად, გონება ისვენებს საღამოს 9დან 11მდე.
ჩვენ გიამბობთ, როგორი შედეგები მოაქვს დღის რეჟიმისა და ძილის დარღვევას.
ადამიანის ძილის ფაზები დროის მიხედვით
1. საღამოს 9დან 12მდე
დროის ამ პერიოდში ისვენებს ტვინი, ამიტომ თუ არ დაიძინებთ 20 საათზე, გონებრივი შესაძლებლობები თანდათან დაგიქვეითდებათ. გონებრივი ძალების დაქვეითებისას იწყება მოუსვენრობა, მეხსიერების გაუარესება და ფსიქიკური არასტაბილურობა.
გონების დასვენების ნაკლებობის პირველი ნიშნებია ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, ტვინის ძლიერი დაძაბულობა, მავნე ჩვევების გაძლიერება, ნებისყოფის დაქვეითება და კონფლიქტების ზრდა, მიჯაჭვულობა საკვებსა და ალკოჰოლზე. თუ რეგულარულად წვებით გვიან, წლებთან ერთად გროვდება უარყოფითი შედეგები.
2. საღამოს 11დან ღამის 1მდე
ამ პერიოდში ძილი გვეხმარება სასიცოცხლო ძალების აკუმულირებაში და კუნთებისა და ნერვული სისტემის დასვენებაში. გამოუძინებლობის შედეგებია: სისუსტე, პესიმიზმი, მადის დაქვეითება, სიმძიმის შეგრძნება სხეულში. ხშირი დარღვევისას ხდება მძიმე ცვლილებები ნერვული სისტემისა და შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებაში.
3. ღამის 1დან ღამის 3მდე
თუ არ გძინავთ დროის ამ შუალედში, ზიანდება ემოციური სფერო. შედეგებია: ზედმეტი აგზნებულობა, აგრესიულობა, ანტაგონიზმი, ისტერია. საბოლოოდ ყალიბდება მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი. თანდათან ქვეითდება აღქმის სიმახვილე. ქვეითდება გემოვნების რეცეპტორების აქტიურობა.
აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ ბუნებას ვერ მოვატყუებთ. ადამიანი დღის არსებაა. ვისაც დროსთან მეგობრობა არ უნდა, ცხოვრება ისეთ ჩარჩოებში სვამს, სადაც მას არ შეუძლია ძილი: ღამის სამუშაო, უძილობა, ტელევიზორი.. ეს ყველაფერი დროისადმი უპატივცემულო მიდგომის სასჯელია.
დღის სწორი რეჟიმი, რომელიც მოიცავს ჯანმრთელ კვებას, აქტიურობას, დასვენებას და გონებრივ შრომას, ორგანიზმს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს სწორი ბიორიტმი. მოგვიყევით კომენტარებში, იცვთ თუ არა ძილის რეჟიმს და თუ შეგიმჩნევიათ რეგულარული გამოუძინებლობის ნეგატიური შედეგები.
გაუზიარეთ სტატია მეგობრებს სოციალურ ქსელში!