მთავარი საკითხავი თუ ეს 6 თვისება გაქვს, მაშინ ადვილად შეგიძლია განივითარო ინტელექტი

თუ ეს 6 თვისება გაქვს, მაშინ ადვილად შეგიძლია განივითარო ინტელექტი

by guramus

ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ჩვენს ტვინს ისევე სჭირდება ვარჯიში, როგორც კუნთებს. რამდენიმე წუთიანი გონებრივი ვარჯიშები ვერ იძლევა საუკეთესო შედეგს. უფრო მეტია საჭირო აზროვნებისა და მაეხსიერების გასაუმჯობესებლად. ეს უბრალოდ შეიძლება ჩვენი ყოველდღიური ჩვევებიც იყოს, მაგალითად:

1. დაკვირვება

უნდა განვასხვაოთ დაკვირვება და უბრალოდ დანახვა. დაკვირვება მოიცავს დანახულის გაანალიზებას. დაკვირვების დროს გონებაში ამოტივტივდება ადრე შემჩნეული უამრავი დეტალიც. აღნიშნული ხელს უწყობს წარმოსახვის უნარის განვითარებას.

2. სწავლა

თუ სწავლას მუდამ გააგრძლებთ, თქვენი ტვინი სულ “ღია” იქნება სიახლეებისთვის და მუდმივ განვითარების პროცესში იქნება. გამოიყენეთ ყველა შანსი ახლის შესასწავლად.

3. მოსმენა

როდესაც თქვენს გარშემო არსებულ ხმებს უსმენთ, ჩათვალეთ, რომ სამყაროს დიდი ნაწილს “ისრუტავთ”. გარეთ გასვლისას ყური დაუგდეთ სხვებს, რათა შეძლოთ ადამიანთა აზროვნების შეცნობა.

ამ უნარ-ჩვევის განვითარება ახალი მუსიკის მოსმენითაცაა შესაძლებელი.

4. ექსპერიმენტი

თუ არ გამოხვალთ თქვენი კომფორტის ზონიდან და არ ცდით რაიმე ექსპერიმენტის ჩატარებას, გამოტოვებთ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსს.

5. განვითარება

არასდროს არ შეჩერდეთ განვითარების ერთ საფეხურზე. ადამიანის გონების განვითარებას ხელს უწყობს წიგნების კითხვა. იკითხეთ ბევრი.

6. საუბარი

ისწავლეთ გარშემომყოფებისგან. ადამიანებს გაუზიარეთ წლების განმავლობაში თქვენს გონებაში დაგროვილი ინფორმაცია. გამოხატეთ იდეები.

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: