მთავარი რჩევები 8 მნიშვნელოვანი ნიშანი, რაზეც შეიძლება მეტყველებდეს ოფლიანობა

8 მნიშვნელოვანი ნიშანი, რაზეც შეიძლება მეტყველებდეს ოფლიანობა

by Keti

ოფლიანობა ნორმალური რეაქციაა სითბოზე. ის ახურებს სხეულს და გამოაქვს ზედმეტი ტოქსინები. თუმცა გადაჭარბებული და სუნის შემცველი ოფლი ადამიანს უქმნის დისკომფორტს და იმის ნიშანიცაა, რომ რაღაც ისე ვერ არის. მნიშვნელოვანია ამ მიზეზების გარკვევა და მომავალში პრობლემების პრევენცია.

8 მიზეზი, რაც ხშირად იწვევს ოფლიანობას:

1. სტრესი

სტრესი და ზედმეტი შფოთვა ხშირად იწვევს ჭარბ ოფლიანობას. ასეთ ოფლს კი განსაკუთრებით მძაფრი სუნი აქვს, ვინაიდან მასში შემცველი ცხიმი და ცილები შეერევა ორგანიზმში არსებულ ბაქტერიებს.

2. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები (ჰიპერთირეოზი)

ჰიპერთირეოზი არის მდგომარეობა, როცა ფარისებრი ჯირკვალი ხდება ჰიპერაქტიური და მეტისმეტად დიდი რაოდენობის ფარისებრ ჰორმონებს გამოყოფს. ამ დროს შესამჩნევია წონაში კლება და გადაჭარბებული ოფლიანობა.

3. შაქრის დაბალი მაჩვენებელი (ჰიპოგლიკემია)

შაქრის დაბალი მაჩვენებლისას შეინიშნება ხშირი ოფლიანობა. ხშირად ეს დამოკიდებულია გარემოში არსებულ სითბოზე. ჰიპოგლიკემიის დროს ადამიანს ახასიათებს შიმშილის გრძნობა, შფოთვა, თავბრუსხვევა და მხედველობის პრობლემები.

4. ჰიპერჰიდროზი 

ჭარბი ოფლი ისეთ ადგილებში როგორიცაა კისერი, იღლია, თითები ან ფეხის გულები მეტყველებს ჰიპერჰიდროზზე. ამ ადგილებში დიდი რაოდენობით საოფლე ჯირკვლებია, ამიტომაც ჩნდება ოფლის პირველი ნიშნები. ეს საშიში არ არის, თუმცა დისკომფორტს ნამდვილად იწვევს. ამ დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რათა სხვა სავარაუდო დაავადებებიც გამოირიცხოს.

5. მედიკამენტების გვერდითი ეფექტები

ხშირი ოფლიანობა ხშირად წამლების გვერდითი მოვლენების ბრალიცაა. მაგალითად, ანტიბიოტიკები, სისხლის მაჩვენებლის მარეგულირებლები და ფსიქოტროპული მედიკამენტები იწვევს საოფლე ჯირკვლების გააქტიურებას. როგორც წესი, წამლის ინსტრუქციაში ამის შესახებ ყოველთვის წერია.

6. მენოპაუზა

ეს ინტენსიურ შეხურებებს იწვევს მკერდის არეალში, ადამიანს მოულოდნელად აქვს უეცარი სიცხის შეგრძნება. ეს კი თავის მხრივ იწვევს ოფლიანობის მომატებას, რადგან ამ დროს ესტროგენები ჭარბობს ორგანიზმში.

7. მაღალი ტემპერატურა, რომლის მიზეზი უცნობია

იგულისხმება გაურკვეველი მიზეზით აწეული სიცხე, მაგალითად 38 გრადუსი, რომელიც დიდხანს გრძელდება (2-3 კვირა). არსებობს ცხელების სამი სახე: კლასიკური, რაც ჯანმრთელ ადამიანებს ემართებათ, ჰოსპიტალური, რომლის მიზეზიც ჰოსპიტალური პროცედურებია, იმუნო-დეფიციტის, რომელიც ემართებათ სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს და აივთან დაკავშირებული. სიცხის თანმდევი სიმპტომები კი არის მაღალი ტემპერატურა, ოფლიანობა, თავის ტკივილი, შეციება…

8. ჭარბი წონა

ჭარბი წონა ხასიათდება ორგანიზმში დიდი რაოდენობით ცხიმის არსებობით. გენეტიკური მიდრეკილება, ნაკლები ფიზიკური აქტიურობა, არაჯანსაღი დიეტები, კვებითი ჩვევები, გარკვეული მედიკამენტები და ძილის ნაკლებობა იწვევს სიმსუქნეს და მომავალში შესაძლო ჯანმრთელობის პრობლემებსაც. ჭარბი წონა ასევე იწვევს ჰიპერჰიდროზს, რაც თავის მხრივ ჭარბი ოფლიანობის ხელშემწყობია.

გაქვთ ოფლიანობის პრობლემა? იცით ამის მიზეზი? როგორ აპირებთ მის დაძლევას? გაგვიზიარეთ კომენტარებში პირადი გამოცდილებები!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: