მთავარი რჩევები 8 ნამდვილი მიზეზი იმისა, რომ თქვენი თირკმელი წესრიგში არაა

8 ნამდვილი მიზეზი იმისა, რომ თქვენი თირკმელი წესრიგში არაა

by guramus

ამ ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესი ორგანოს მუშაობაზე ბევრი რამაა დამოკიდებული: კანის მდგომარეობა, განწყობა, ორგანიზმში მინერალური ბალანსი, ჰემოგლობინის რაოდენობა სისხლში.

მოუსმინეთ საკუთარ თავს: ხანდახან შეუძლოდ ყოფნა ავადმყოფობის დასაწყისზე მიგითითებთ. მნიშვნელოვანია დროულად აღმოაჩინოთ და განკურნოთ ნებისმიერი თირკმელთან დაკავშირებული პრობლემა.

თირკმლის ავადმყოფობის ნიშნები

შეშუპება

ყოველდღიურად თირკმელი 130-150 ლ სისხლს ფილტრავს. ისინი ეხმარებიან ზედმეტ სითხეს დატოვონ ორგანიზმი და არეგულირებენ სისხლში ელექტროლიტების რაოდენობას: ქლორის, ფოსფორის, ნატრიუმის, კალციუმის, კალიუმის, მაგნიუმის.

თუ შეშუპება აღგენიშნებათ სახის და სახსრების არეში, ეს ნიშნავს, რომ თირკმელი დატვირთვას ვერ უძლებს და ორგანიზმში საშიში ტოქსინები გროვდება.

მოშარდვის პრობლემები

მუქი/ძალიან უფერული შარდი ან ხშირი მოშარდვა თირკმლის ანთებაზე მიგვითითებს. ასევე ამის სიმპტომია ღამით ხშირი გაღვიძება და საპირფარეშოში სიარული. დისკომფორტს საშარდე გზებში ინფექცია იწვევს.

გამონაყარი კანზე

როცა თირკმელი ცუდად მუშაობს, ორგანიზმში მავნე ტოქსინები რჩება, რომლებიც გამონაყარს, გაღიზიანებას და სიმშრალეს იწვევს.

დაღლილობა და ანემია

ჯანმრთელი თირკმელი გამოიმუშავებს ჰორმონ ერითროპოეტინს. თუ მისი არასაკმარისი რაოდენობა გამომუშავდება, მაშინ ადამიანს ქრონიკული დაღლილობა და ანემიაც კი იპყრობს.

სუნთქვითი პროცესის რღვევა, აჩქარება

თირკმელის ცუდი მუშაობის შედეგია ორგანიზმში ჟანგბადის დეფიციტი. სუნთქვის ნებისმიერი დარღვევა თირკმელის დაზიანებაზე მიგვითითებს.

მეტალის გემო პირში

სისხლში ტოქსინების დაგროვებამ შესაძლოა გემოს შეგრძნებები შეცვალოს და პირში არასასიამოვნო მეტალის გემოს გამომწვევი გახდეს. ცუდ მადიანობას ვერ გაექცევით.

ტკივილი

ზურგის ზედა ნაწილში ტკივილის მომგვრელი შეგრძნებები ხშირად თირკმლის ცუდი მუშაობის შედეგია.

თავბრუსხვევა და ყურადღების ცუდი კონცენტრაცია

თირკმლის ცუდი მუშაობა თავის ტვინში ჟანგბადის დაბალ მაჩვენებელს განაპირობებს რაც თავბრუსხვევის მიზეზი ხდება. ამ დროს თავს სუსტად გრძნობთ და ყურადღების კონცენტრაციას ვერ ახდენთ.

რაციონში ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის პროდუქტები თირკმელის დაავადებებისთვის კარგი პროფილაქტიკაა. თუ აქედან 3 სიმპტომი მაინც შემჩნეული გაქვთ, არ გადადოთ ვიზიტი ექიმთან.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: