მთავარი რჩევები ბოტოქს-ნიღაბი სახამებლისგან: 15 წუთში ისეთ შედეგს მიიღებთ, რომ სალონში სტუმრობას გადაგაფიქრებინებთ.

ბოტოქს-ნიღაბი სახამებლისგან: 15 წუთში ისეთ შედეგს მიიღებთ, რომ სალონში სტუმრობას გადაგაფიქრებინებთ.

by guramus

ბოტოქსზე ყველას სმენია. დღეს ეს სიტყვა სილამაზის ინდუსტრიასთან ასოცირდება, რადგანაც ქალბატონებს 10 წლის მოკლებაში ეხმარებათ. ცოტამ თუ იცის, რომ ეს საშუალება პირვლად 1960 წელს გამოიყენეს სახეზე ჩაქცევების მქონე პაციენტებთან. ბოტულოტოქსინი სახის სიმეტრიას აღადგენდა. მას შემდეგ, ბოტოქსს ბევრი გამოყენება მოუძებნეს, მაგრამ ფასი და რისკები მაინც მაღალია.

ბოტოქსი აქრობს ნაოჭებს შუბლზე, კორექტირებას უკეთებს სახეს, ადუნებს კუნთებს. ჯანმრთელობისთვის საშიში არაა, თუმცა არასწორად გაკეთებულ პროცედურას სახის სიმეტრიის დარღვევა შეუძლია. წარმოგიდგენთ ნაოჭებთან ბრძოლას სახლის პირობებში.

კვერცხის ცილა და სახამებელი კოსმეტოლოგიაში

კვერცხის ცილის შემადგენლობაში შედის თუთია, კალციუმი, ვიტამინები A,B,E,D, ფოლიუმმჟავა, რკინა, ფოსფორი და იოდი. ის ნებისმიერი კანის ტიპისთვისაა სასარგებლო, მაგრამ განსაკუთრებით ცხიმიანისთვის. ასეთი საშუალება ებრძვის ასაკობრივ ცვლილებებს და სახეს ბრწყინვალებას მატებს.

სახამებელს კი ბოტოქსის საუკეთესო ალტერნატივას უწოდებენ. რეგულარული გამოყენებისას ის ღრმა ნაოჭებსაც ებრძვის. რეკომენდირებულია დაამატოთ სახამებელი საშინაო ნიღბებში, მაშინაც კი თუ ახალგაზრდა ხართ. ის გაგიხანგრძლივებთ ახალგაზრდობას.

მხოლოდ 2 ინგრედიენტი

ბოტოქსის ნიღბის მომზადებისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ 2 ინგრედიენტი – 2 ჩ.კ. სახამებელი და 1 კვერცხის ცილა.

როცა მასა ერთიანი გახდება, წაისვით სუფთა სახის, კისრის დეკოლტის ზონის კანზე, ასევე ხელებზე – ანუ იმ ადგილებში, სადაც კანი მალე ბერდება.

როცა ნიღაბი შეშრება, პირველ ფენას მეორე დაამატეთ, შემდეგ მესამე. როცა ყველა ფენა გაშრება, ჩამოიბანეთ. პროცედურის დროს იყავით მშვიდად და არ ილაპარაკოთ.

21 დღის განმავლობაში პროცედურა ყოველ საღამოს ჩაიტარეთ, 3 დღის დასვენების შემდეგ კი 14 დღის მანძილზე. დაბანის შემდეგ დაიდეთ დამატენიანებელი კრემი სქელ ფენად. შედეგი 10 დღეში უკვე თვალსაჩინო იქნება.

დაბანა სახამებლით

ცოტას თუ გაუგია, რომ სახამებელს მგრძნობიარე და დამჭკნარი კანის დასაბანად იყენებენ. 1 ჩ.კ. სახამებელი გახსენით 1 ლ სუფთა ადუღებულ წყალში. გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე და დაიბანეთ, შემდეგ სახე ჩვეულებრივი სუფთა წყლით ჩამოიბანეთ. დაიდეთ თქვენი სახის კანის ტიპის შესაფერისი კრემი.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: