მთავარი რჩევები აი, რა რეკომენდაციებს იძლევა კარდიოლოგი ალექსანდრე ნედოსტუპი გულის მუშაობის გასაუმჯობესებლად.

აი, რა რეკომენდაციებს იძლევა კარდიოლოგი ალექსანდრე ნედოსტუპი გულის მუშაობის გასაუმჯობესებლად.

by Keti

გულს უყვარს და იმედოვნებს, გული ჭრის და იჭრება, გული არის ყინულოვანი და ცხელი, გული არამხოლოდ კუნთოვანი ორგანოა, არამედ შემეცნებითი, გრძნობისმიერი, რელიგიური აღქმის… ადამიანის სულიერ ცხოვრებაში გულს ცენტრალური ადგილი უკავია, წმინდა მამები მას ,,გონების საგანძურს” უწოდებდნენ. ,,ჩვენი გული ეს საწყობია, თუ მალე დახარჯავთ, თქვენ გაღატაკდებით” – ამბობდა ონორე დე ბალზაკი.

რა არის გული და რატომ არის ეს ორგანო ყველაზე მნიშვნელოვანი? როგორ შევინარჩუნოთ გულისა და სისხლძარღვების მუშაობა? ჩვენ გთავაზობთ გამოცდილი კარდიოლოგის – ალექსანდრე ნედოსტუპის რჩევებს:

გულის ჯანმრთელობა

რატომ არის გული უმნიშვნელოვანი ორგანო?

,,მე გულის ანატომიური აგებულების შესახებ ყველაფერი ვიცი. როცა ადამიანი განიცდის რაიმე ემოციას, გული მას მაშინვე პასუხობს: ძგერს უფრო ძლიერად ან წამით ჩერდება.”

,,გულის მოწყობილობა ძალიან რთულია, მასში არის გამტარი სისტემა, რის მიხედვითაც იკუმშება გულის კუნთი. ამ სისტემაში არის ჰისის კონა, ასევე მთლიანი სისტემა და ის იმდენად რთულია და გაუგებარი, რომ როცა მის შესწავლას იწყებ… ღმერთო ჩემო, რამდენი სიბრძნე და ამოუცნობი პროცესია.”

რატომ არის გულის დაავადებები ყველაზე გავრცელებული?

,,მიუხედავად მისი სირთულისა, გულ-სისხლძარღვთა სისტემა ძალიან მოწყვლადია, ის მონაწილეობს ყველგან – ფიზიკური და გონევრივი მოღვაწეობისას, საკვები ნივთიერებებისა და ჟანგბადის გადატანისას. ადამიანის სიცოცხლის დაწყებასთან ერთად, ნაყოფის გული უკვე მუშაობს.”

რატომ ავადდებიან კაცები უფრო ხშირად გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებით?

,,ქალის ჰორმონებს აქვთ სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება და ეს იცავს გულის ჯანმრთელობას. ეს გულის დაავადებების განვითარების პირველი მიზეზია მამაკაცებში. მეორე მიზეზი არის თამბაქო: ეს ძალიან დიდი ბოროტება და აგრესიაა გულის მიმართ.

მამაკაცები უფრო ძლიერ ფიზიკურ და ნერვულ დატვირთვას განიცდიან.”

რა ასაკში უნდა დავიწყოთ გულზე ზრუნვა?

,,პირველ რიგში, უნდა დაფიქრდნენ მშობლები. ბავშვი რომ იბადება, ის უნდა დავიცვათ. შემდეგ გამოვაწრთოთ, სწორად ვკვებოთ, აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა. გული დაბადებიდან უნდა დავიცვათ.”

როდის ხდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების გამწვავება?

,,გამწვავებები მთელი წლის განმავლობაში ხდება, განსაკუთრებით ამინდების შეცვლისას, როდესაც არის მაგნიტური ქარიშხალი. დიდი მნიშვნელობა აქვს ინფრაწითელ გამოსხივებას. მე ხშირად ვაძლევ პაციენტებს რჩევას, რომ შეიძინონ ბარომეტრი და დააკვირდნენ მას.”

როგორ მოვიქცეთ გულის დაავადების მქონე ადამიანთან?

,,ის უნდა დავზოგოთ. გულის დაავადებების პროფილაქტიკა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. უნდა იყოთ ფრთხილები თქვენს ახლობლებთან, არა სხვა ადამიანებთან, არა სამსახურში – არამედ სახლში. ადამიანზე ყველაზე დიდი დარტყმები მოდის სახლში.”

რა ემართება ადამიანს, რომელსაც გულს გადაუნერგავენ? იცვლება თუ არა ის?

,,იცვლება, როგორც ყველა ადამიანი, რომელმაც მძიმე ოპერაცია გადაიტანა. გულის გადანერგვას მე დადებითად ვუყურებ, თუ გული მთლიანად გამოხატავს ადამიანის პიროვნებას, ტრანსპლანტაციის შემდეგ ის სულ სხვა ადამიანი გახდება.”

გული – მნიშვნელოვანი და შეუცვლელი ორგანოა. დანარჩენი ორგანოების მდგომარეობა მთლიანად გულ-სისხლძარღვთა სისტემის სწორ მუშაობაზეა დამოკიდებული. ჯანმრთელი გული პასუხისმგებელია ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. გულს აუცილებლად სჭირდება ზრუნვა, დაანებეთ თავი თამბაქოს, აკონტროლეთ კვება, იმოძრავეთ მეტი და რეგულარულად მოინახულეთ ექიმი. გული ამ ყველაფრისთვის მადლობას გეტყვით!

სჯობს, წელიწადში ერთხელ ჩაიტაროთ პროფილაქტიკური გამოკვლევები, ვიდრე სიცოცხლეში ერთხელ დაწვეთ საოპერაციო მაგიდაზე. მეთანხმებით?

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: