მთავარი რჩევები გაათავისუფლეთ სისხლძარღვები სახლის პირობებში: აი 5 რეცეპტი, რომელიც ამაში დაგეხმარებათ.

გაათავისუფლეთ სისხლძარღვები სახლის პირობებში: აი 5 რეცეპტი, რომელიც ამაში დაგეხმარებათ.

by Keti

ხშირად ღამე ხელისა და ფეხის დაბუჟება ხდება, ეს კი მიანიშნებს სისხლძარღვებში ათეროსკლეროზის განვითარებაზე.

ათეროსკლეროზი სერიოზული დაავადებაა, როცა სისხლძარღვის კედლები მკვრივდება და მათში ლაგდება ქოლესტერინი. ეს ხელს უშლის სისხლის ნორმალურ დინებას.

ათეროსკლეროზი პროვოცირებას უკეთებს სტენოკარდიას, გულის ინფარქტს, ინსულტს.

სისხლძარღვების გაწმენდა ხალხური მეთოდებით

აუცილებელია დიეტის დაცვა და უარის თქმა ქოლესტერინის შემცველ პროდუქტებზე.

სისხლის გამწმენდი პროდუქტები

1. სელის კისელი

სელის თესლები შეიცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ხელს უშლის ქოლესტერინის განლაგებას სისხლძარღვებში.

მის მოსამზადებლად საჭიროა ერთი მესამედი ჭიქა სელის თესლი და ერთი ლიტრი წყალი. საღამოს დაასხით თესლს წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ორი საათით მოათავსეთ წყლიან აბაზანაზე.

დილით გადაწურეთნაყენი და გადაასხით მინის ქილაში. შეინახეთ თავსახურით. დალიეთ ხუთი დღის მანძილზე: ერთი მესამედი ჭიქა დილით უზმოზე და საღამოს ჭამამდე.

2. ბერძნული კაკალი და ზეთისხილი

მის მოსამზადებლად აიღეთ 1,5 კილო ახალგაზრდა ბერძნული კაკალი და ნახევარი კილოგრამი ზეთისხილი. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ყოველდღე. მკურნალობის კურსი დაახლოებით ორი თვეა.

3. ლიმონისა და ნივრის ნაყენი

ლიმონი საუკეთესო ანტიოქსიდანტია, ნიორი კი შეიცავს გოგირდის ნაერთებს, რომელიც აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას. დააქუცმაცეთ ათი კბილი ნიორი და ერთი ლიმონი. შეურიეთ ნახევარ ჭიქა მდუღარე წყალს, დატოვეთ სამი დღე, მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 1-2ჯერ, ერთი თვით.

4. თაფლი და დარიჩინი

დაგჭირდებათ ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი, 2-3 სუფრის კოვზი საშინაო თაფლი, 25 გრამი დარიჩინი. შეურიეთ ყველაფერი ერთმანეთს და გააციეთ. მიიღეთ ერთი თვის განმავლობაში დილა-საღამოს, ნახევარი ჭიქა.

5. ბალახებით გაწმენდა

აიღეთ თითო ჩაის კოვზი გვირილა, ასფურცელა, უკვდავა, არყის ხის ქერქი. შეურიეთ და ერთ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. დადგით ოცი წუთით და გადაწურეთ. სვით ღამით, დილით კი საუზმემდე 20 წუთით ადრე. კურსი – ორი კვირა.

სისხლძარღვების გასამაგრებელი პროფილაქტიკური საშუალებები

1. რომელი პროდუქტები შევიყვანოთ რაციონში

უმი თესლები და კაკლები, ღვიძლი, ლობიო, თევზი. ეს ყველაფერი მდიდარია A და E ვიტამინებით და სელენით. ისინი აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიურობას. ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს ტოქსინების გამოყოფას ორგანიზმიდან. ეს მჟავები ყველაზე დიდი რაოდენობით შედის ზღვის თევზში.

2. რომელ პროდუქტებზე უნდა ვთქვათ უარი

ძეხვეულის, მზა სოუსების, საკონდიტრო ნაწარმის, შაქრის შემცველი პროდუქტების გამოყენება იწვევს სისხლძარღვებში ანთებით პროცესებს, ასუსტებს მათ.

3. ფიზიკური აქტივობა

ვარჯიშები წვავს ცხიმოვან ჩანართებს და აქვეითებს ქოლესტერინის დონეს. ამით რეგულირდება ცხიმოვანი ცვლა ორგანიზმში. სისხლძარღვები ხდება უფრო ელასტიური და მტკიცე. ეს მნიშვნელოვნად აქვეითებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს.

გაუზიარეთ სტატია თქვენს ახლობლებს! გისურვებთ ჯანმრთელობას!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: