მთავარი რჩევები ქალებო, ფეხსაცმლის ამ 6 ტიპს უნდა მოერიდოთ: აჩენს კოჟრებს, აშრობს ფეხებს და ატკიებს თავს.

ქალებო, ფეხსაცმლის ამ 6 ტიპს უნდა მოერიდოთ: აჩენს კოჟრებს, აშრობს ფეხებს და ატკიებს თავს.

by Keti

ფეხსაცმელი ქალის გარდერობში არასდროს არაა ბევრი, მისი შერჩევა კი ყველასთვის თავის ტკივილია. ყოველთვის სასარგებლოა თუ არა მოდური ფეხსაცმელი?

ტერფი ყველანაირ დარტყმას თავის თავზე იღებს და მას უნდა შევუმსუბუქოთ არსებობა ხარისხიანი და კომფორტული ფეხსაცმლის შერჩევით.

როგორ შევარჩიოთ ფეხსაცმელი

ფეხსაცმლის არასწორად შერჩევა იწვევს არამხოლოდ კოჟრებსა და ცუდ განწყობას, არამედ უფრო სერიოზულ პრობლემებსაც – ხერხემლისა და სახსრების დაავადებებს. რომელია ყველაზე მავნე ფეხსაცმელი? ასეთის ტარება შეიძლება, თუმცა ხშირად არა.

1. მეტისმეტად მაღალი ქუსლი

იმისათვის, რომ ფეხი იყოს ჯანმრთელი, ხერხემალი კი სწორი, სიარულის დროს მთავარი დატვირთვა ქუსლზე უნდა მოდიოდეს, ამდენად, მაღალ ქუსლზე სიარული ძალია მავნებელია ფეხისთვის. ამ დროს სიმძიმის ცენტრი ფეხის თითებზე გადადის, ვითარდება ბრტყელტერფიანობა და ტკივილი, შესაძლოა, ტერფი დეფორმირდეს კიდეც.

ჩვენი რჩევაა: ჩამოდით დაბლა! იდეალური ვარიანტია მდგრადი ქუსლი, არაუმეტეს 5 სანტიმეტრისა.

2. ბრტყელი ლანჩი

ბრტყელი და თხელი ძირი მაღალ ქუსლზე უფრო მავნებელია. ასეთი ფეხსაცმლის ყოველდღე ტარება დამღუპველ შედეგებს იწვევს. ჩნდება ნახეთქები ქუსლებზე, მოკლდება აქილევსის მყესი, დეფორმირდება ტერფი.

ასეთი სტილის მატარებლებს ეცვლებათ სიარულის მანერაც და დადიან ხანდაზმულებივით.

3. პლატფორმა

ნორმალური სიარულისას ტერფი გადადის ქუსლიდან წვერისკენ, ხოლო პლატფორმაზე ქალი მოძრაობს როგორც რობოტი, ძალის ბუნებრივად განაწილების გარეშე. ამ დროს ტერფის კუნთები არ მუშაობს, დატვირთვა აწვება მუხლის კუნთებს. ეს კი იწვევს ტერფების დეფორმაციასა და შემდეგ მთელი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მუშაობის დარღვევას.

არსებობს ასევე ფეხის გადაბრუნებისა და მყესის გაწყვეტის საფრთხე

4. ვიწრო სტილის ფეხსაცმელი

ყველაზე ლამაზი და ელეგანტური იტალიური ფეხსაცმელია, თუმცა იტალიელებს, ალბათ, ძალიან ვიწრო ტერფი აქვთ. არასათანადო ზომის ფეხსაცმლით ხშირი სიარული იწვევს ფეხის დეფორმირებას, იგრიხება თითები, ირღვევა სისხლის მიმოქცევა, თითები მუდმივად დაძაბულია და ფეხსაცმლის გახდის შემდეგაც რთულად უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას.

5. ვიეტნამური ქოშები

ვიეტნამური ქოშები უნდა ვატაროთ სანაპიროზე ან აუზზე და არა ქალაქში. მასში სიარული ერთ საათზე მეტ ხანს არ შეიძლება. თითოეული ნაბიჯი დიდი დარტყმაა ქუსლებისთვის, ჩნდება ნახეთქები.

ბავშვებისთვის მათი გამოყენება სასტიკად უკუნაჩვენებია.

6. სპორტული ფეხსაცმელი

ვის არ ექნება გარდერობში საყვარელი სპორტული ფეხსაცმელი. არსებობს უვნებელი მოდელებიც, თუმცა ასევე არის ძალიან მავნეები. თუნდაც ავიღოთ კედები. მათი ხმარება ორ საათზე დიდხანს არ შეიძლება.

როგორ შევარჩიოთ სწორი ფეხსაცმელი

  1. შეიძინეთ ფეხსაცმელი, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება ფეხის ზომას.
  2. ფეხსაცმლის შესაძენად გაეშურეთ საღამოთი.
  3. არ იყიდოთ მჭიდრო ფეხსაცმელი.
  4. ყურადღება მიაქციეთ სასურველი ფეხსაცმლის ამორტიზატორულ თვისებებს.
  5. ტყავისგან დამზადებული საფენი ფეხს გაღიზიანებისა და ტრავმისგან დაიცავს.
  6. თუ იპოვით ტერფისთვის იდეალური ფეხსაცმელს, არ დაინანოთ ფული და შეიძინეთ ორი წყვილი, რადგან არაერთი წელი მოგემსახურებათ ის.
  7. შეარჩიეთ დიდი ტერფის ზომის მიხედვით. დიახ, დიახ. ადამიანთა უმრავლესობას ერთი ტერფი ყოველთვის ოდნავ დიდი აქვს!

არ დაგავიწყდეთ სასარგებლო სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის!