მთავარი კულინარია მოამზადეთ ბლინები ხახვით 2-3 წუთში. ეს სოუსიც დაუმატეთ და უგემრიელესი გამოვა.

მოამზადეთ ბლინები ხახვით 2-3 წუთში. ეს სოუსიც დაუმატეთ და უგემრიელესი გამოვა.

by Keti

რა ვიცით ბლინების შესახებ? ისინი თხელებია, მზადდება თხევადი ცომისგან და გვართმევს არცთუ ისე ცოტა დროს. ჩვენ გთავაზობთ შესანიშნავი ბლინების რეცეპტს ხახვისა და ბრინჯის ფქვილის დამატებით.

ხახვის ბლინები არ საჭიროებს შიგთავსს, მაგრამ მათი გემო მთლიანად დამოკიდებულია საფირმო სოუსზე. გამოდის შესანიშნავი საუზმე და ნოყიერი ვახშამი. გთავაზობთ, მოამზადოთ ხახვის ბლინები ორი ადამიანის პორციაზე. თუმცა დაგვერწმუნეთ, თქვენ მეტის გაკეთება მოგინდებათ.

ინგრედიენტები

75 გრამი ხორბლის ფქვილი

75 გრამი ბრინჯის ფქვილი

ერთი კვერცხი

სამი სუფრის კოვზი ზეთი

15 გრამი იმბირი

ერთი ჩაის კოვზი სეზამი

სამი სუფრის კოვზი სოიოს სოუსი

ერთი სუფრის კოვზი ბრინჯის ძმარი

კაიენური პილპილი – გემოვნებით

შაქარი – გემოვნებით

250 მილილიტრი წყალი

მომზადება

  1. ვამზადებთ ცომს. გახსენით ორივე ფქვილი, შეურიეთ და დაამატეთ კვერცხი და ცივი წყალი. ათქვიფეთ ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაამატეთ ზეთი და კვლავ ათქვიფეთ.
  2. ვამზადებთ სოუსს: მოხალეთ სეზამი, დაამატეთ სოიოს სოუსი, ბრინჯის ძმარი, შაქარი და კაიენური პილპილი. აურიეთ და დაიწყეთ ბლინების ცხობა.
  3. ტაფას მოუსვით ზეთი და დადგით გასაცხელებლად. ხახვი დაჭერით რგოლებად და გაყავით სამ ნაწილად. ერთი მესამედი ტაფაზე შეწვით.
  4. დაასხით ცომის მესამედი ხახვს და გამოაცხვეთ ბლინი თავდახურულ ტაფაში სამი წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ პროცედურა ისევ ორჯერ დარჩენილი ხახვითა და ცომით.
  5. მიღებული ბლინები გაყავით სამად ან ოთხად. დააწყვეთ თეფშზე და მიიტანეთ სოუსთან ერთად.

ბლინებს მოუხდება ასევე ტკბილ-მჟავე სოუსი, მაგალითად ტყემალი. ხოლო ზეთი სჯობს აიღოთ სეზამის ან დაამატეთ ნიორი და როზმარინი.

ბრინჯის ფქვილი უფრო მეტ სახამებელს შეიცავს, ამიტომ ბლინები გამოდის უფრო გლუვი და აქვს სილიკონის მსგავსი ტექსტურა.

თუ მოგეწონათ რეცეპტი, გაუზიარეთ ის კულინარიის მოყვარულ ახლობლებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: