მთავარი კულინარია ვინეგრეტი 3 წუთში: ტრადიციული რეცეპტია, მაგრამ მცირე დეტალი შევცვალეთ. 2 საათს დაგიზოგავთ.

ვინეგრეტი 3 წუთში: ტრადიციული რეცეპტია, მაგრამ მცირე დეტალი შევცვალეთ. 2 საათს დაგიზოგავთ.

by Keti

ყველა დიასახლისს ვინეგრეტის მომზადების თავისებური რეცეპტი აქვს. არსებობს რომ მისი კლასიკური რეცეპტი?

ამ მრავალფეროვანს სალათს ერთი მინუსი აქვს: მისი მომზადება ხანგრძლივი პროცესია. მხოლოდ ჭარხალი საათობით იხარშება. ამასობაში შეიძლება ჭამის ხალისიც დაკარგო. ასე იყო, სანამ ჩვენ არ შევიტყვეთ ე.წ. სწრაფი ვინეგრეტის შესახებ. შეგიძლიათ ყველა ბოსტნეული მხოლოდ სამი წუთით ხარშოთ.

ინგრედიენტები

ერთი ცალი ჭარხალი

ერთი ცალი სტაფილო

ორი ცალი კარტოფილი

ერთი ცალი ხახვი

ორი ცალი კიტრის მარინადი

სამასი გრამი ბარდა

სამი სუფრის კოვზი ზეთი

სამი სუფრის კოვზი წყალი

მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით

მომზადება

1. გაფცქვენით ჭარხალი, კარტოფილი და სტაფილო. დაჭერით ისინი კუბიკუბად.

2. მოათავსეთ ჭარხალი სქელძირიან ქვაბში. ჩაასხით ზეთი და აურიეთ.

3. ზემოდან მოათავსეთ უმი სტაფილო, მესამე ფენად კი დააწყვეთ კარტოფილი.

4. დაამატეთ ქვაბში წყალი, ქვაბს დააფარეთ ფოლგა, შემდეგ სახურავი, რათა ჰერმეტულად იყოს.

5. გააცხელეთ მაქსიმალურად მაღალ ცეცხლზე, როცა სითხე ადუღდება, დაიცადეთ ზუსტად ორი წუთი, შემდეგ გამორთეთ ცეცხლი და დატოვეთ პროდუქტები თავდახურულ ქვაბში, გაციებამდე.

6. დაჭერით ხახვი და კიტრის მარინადი. გახსენით ბარდას ქილა და გადაასხით იქიდან წყალი.

7. აურიეთ ყველაფერი და მოაყარეთ მარილი, პილპილი. მიიტანეთ ვინეგრეტი სუფრასთან.

შემდგომშიც, როცა მოგინდებათ საყვარელი ბოსტნეულის კერძი, დრო კი არ გექნებათ, გაიხსენეთ ეს მეთოდი: ჭარხლის სწრაფად მომზადების წესი კარტოფილთან და სტაფილოსთან ერთად. ჩაატარეთ ექსპერიმენტები და ისიამოვნეთ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: