მთავარი რჩევები ამიერიდან გაზეთს სათვალის გარეშეც წაიკითხავთ. გთავაზობთ მხედველობის გასაუმჯობესებელ ვარჯიშებს ალექსანდრე დროჟენიკოვისგან.

ამიერიდან გაზეთს სათვალის გარეშეც წაიკითხავთ. გთავაზობთ მხედველობის გასაუმჯობესებელ ვარჯიშებს ალექსანდრე დროჟენიკოვისგან.

by Keti

კომპიუტერთან საათობით ჯდომა, ტრანსპორტში ან ცუდ განათებაზე კითხვა, სტრესი, უძილობა ნაწილია იმ ფაქტორებისა, რომებიც იწვევს მხედველობის გაუარესებას: ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი. ასაკთან ერთად ხდება ბადურას ატროფია, კატარაქტა ან გლაუკომა. მკურნალობა შესაძლებელია, თუმცა მთავარია პროფილაქტიკა.

ჩვენ გთავაზობთ მხედველობის გასაუმჯობესებელ ვარჯიშებს  ალექსანდრე დროჟენიკოვის რჩევებით.

მხედველობის გაუმჯობესება

ის ამჯერად გვთავაზობს ინტენსიურ ვარჯიშს თვალებისთვის – დაო-ინს. ეს ვარჯიშები არამხოლოდ აუმჯობესებს მხედველობას, არამედ დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე.

თვალების ვარჯიში

1. ვარჯიში #1

ვარჯიში მჯდომარე ან მდგომარე პოზაში სრულდება. მიიღეთ კომფორტული მდგომარეობა. დაიწყვეთ ხელის გულები თვალებზე და მოდუნდით. გააკეთეთ 3-4 ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა. ისუნთქეთ ნელა. ყოველი ამოსუნთქვისას გათავისუფლდი ზედმეტი ფიქრებისგან, რადგან აუცილებელია დამშვიდებული იყოთ. ჩაუღრმავდით საკუთარ თავს და კონცენტრირდით ვარჯიშზე.

2. ვარჯიში #2

სამი თითი (საჩვენებელი, შუა და არა-თითი) დაიდეთ თვალის ზედა მხარეს, წარბების ქვეშ. თანდათან დააწექით თითებს ცხვირიდან საფეთქლებამდე. შემდეგ თვალის ქვედა ნაპირისკენ გააკეთეთ იგივე.

უნდა დააწვეთ ძლიერად, თუმცა აკურატულად, რათა თვალი არ დაიზიანოთ. გააკეთეთ სამჯერ ზემოთ და სამჯერ ქვემოთ.

3. ვარჯიში #3

ასევე სამი თითით დააწექით ღრუს, რომელიც თვალის ზემოთაა. პირველად დაიმასაჟეთ ის წრიულად, შემდეგ ძლიერად დააწექით და სწრაფად აუშვით. შემდეგ თითები დაიწყვეთ თვალის ქვეშ, გაიკეთეთ მასაჟი აქტიური მოძრაობით, დააწექით და აუშვით თითები.

4. ვარჯიში #4

გადააადგილეთ თითები თვალის გუგებისკენ, თვალები დახუჭეთ. დააწექით მშვიდად, მაგრამ ძლიერად. შემდეგ აუშვით თითები. გაიმეორეთ ათჯერ.

5. ვარჯიში #5

დიდი და საჩვენებელი თითებით ჩაავლეთ ზედა ქუთუთოს და ორმოცდაათჯერ ასწიეთ მაღლა და გაუშვით შემდეგ ხელები. მოძრაობა უნდა იყოს მსუბუქი. თუ ტკივილს ან დისკომფორტს იგრძნობთ, შეისვენეთ.

6. ვარჯიში #6

და ბოლო ვარჯიში: დიდი და საჩვენებელი თითებით დააწექით თვალებთან ახლოს მდებარე ცხვირის ხიდებს. დათვალეთ ათამდე, შემდეგ აუშვით.

ეს ძლიერი ვარჯიშებია, რომლებიც მთელს ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. შესაძლებელია მხედველობის გაუმჯობესება. ჩვევად აქციეთ მისი შესრულება სამუშაოს შემდეგ ან ძილის წინ. პირველივე შესრულების შემდეგ იგრძნობთ გაუმჯობესებას.

ვარჯიშები ეხმარებათ ახლომხედველებს, შორსმხედველებს, გლაუკომით ან ასტიგმატიზმით დაავადებულებს. გარდა ამისა, ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თვალისა და თავის ნაწილში და ნორმაში მოჰყავს გულის მუშაობა.

გაუზიარეთ სასარგებლო სტატია მეგობრებს!