მთავარი რჩევები 7 პროდუქტი, რომელსაც არასოდეს შეჭამენ დიეტოლოგები

7 პროდუქტი, რომელსაც არასოდეს შეჭამენ დიეტოლოგები

by Keti

დიდი ჰიპოკრატე ამბობდა: ,,მითხარი რას ჭამ შენ და გეტყვი რით ავადმყოფობ.” იმისათვის, რომ იშვიათად ვიავადმყოფოთ, რაციონიდან უნდა გამოვრიცხოთ ის პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმს ზიანს აყენებს.

ჯანმრთელი კვების დარგის სპეციალისტებმა შეადგინეს იმ პროდუქტების შავი სია, რომლებსაც თავად არასდროს მიირთმევენ.

გთავაზობთ, გავერკვეთ კვების პროდუქტების ქიმიური შემადგენლობაში. ზოგიერთ პოპულარულ კერძს დიეტოლოგები უკიდურესად მავნედ მიიჩნევენ.

პროდუქტების თვისებები

1. გადამუშავებული ხორცი

თავი შეიკავეთ ძეხვეულისგან, ჰოთ დოგისგან, სოსისისგან. ისინი შეიცავს კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს, ტრანს ცხიმებს. ისინი მავნეა, რადგან ზრდიან სისხლში ქოლესტერინის დონეს. ბავშვებს ძალიან უყვართ სოსისი და თუ მაინცდამაინც ვერ აიცილებთ მის ყიდვას თავიდან, მაშინ უყიდეთ სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი ნაწარმი და არ აჭამოთ კვირაში ორ ჯერზე მეტად.

ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის გარეგნულ მხარეს, შენახვის ვადებსა და შეფუთვას. ის არ უნდა შეიცავდეს მავნე დანამატებსა და სოიოს.

2. კეტჩუპი და სხვა ნაყიდი სოუსები

მაღაზიის კეტჩუპი შეიცავს მრავალ კონსერვანტს და შაქარს. სჯობს, გამოიყენოთ ცოცხალი პომიდორი ან გამოაცხვოთ ღუმელში და გარნირად გამოიყენოთ.

3. იოგურტი ხანგრძლივი შენახვის ვადით

ბევრი ბავშვი და უფროსი გატაცებულია იოგურტით და იმედოვნებენ, რომ სასარგებლო საკვებს მიირთმევენ. კლასიკური იოგურტი ეს არის დამჟავებული ფერმენტირებული რძე რძემჟავა ბაქტერიებით. ასეთი პროდუქტი განსაკუთრებული გემოთი არ გამოირჩევა და ამიტომ უმატებენ არომატიზატორებს და შაქარს.

სასარგებლო ბაქტერიები იოგურტში ცხოვრობს არაუმეტეს 3-5 დღისა, ამიტომ ნატურალურ იოგურტს განსაზღვრული შენახვის ვადა აქვს. თუმცა მაღაზიაში გვხვდება პროდუქტები, რომლებსაც 14დან 30 დღემდეც კი აქვს შენახვის ვადა.

შენახვის ვადის გახანგრძლივების მიზნით იოგურტს უმატებენ კონსერვანტებს, ისინი კი კლავს ყველაფერ ცოცხალს, რაც კი მასშია და უკარგავს კვებით ღირებულებას.

4. მარგარინი

მარგარინის მოსამზადებლად საჭირო ცხიმების ჰიდროგენიზაციას აქვს უკიდურესად ცუდი გვერდითი ეფექტი. ამ დროს წარმოიქმნება ტრანს ცხიმები. მათი წილი კი მარგარინში 40%მდეა. ისინი ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში, შესაბამისად, იწვევს სისხლძარღვოვან დაავადებებს და უარყოფითად მოქმედებს სქესობრივ პოტენციაზე.

5. ფერადი საწუწნი კანფეტები

საბავშვო ტკბილეული ყველაზე ხშირად ყველაზე მავნე აღმოჩნდება ხოლმე. შაქრის დიდი შემცველობა და სხვადასხვა კვებითი საღებავები არამარტო კბილების ჯანმრთელობას ვნებს, არამედ იწვევს ჭარბწონიანობას. კალორიები, რომლებსაც შეიცავს კარამელები და კანფეტები, არათუ ახშობს შიმშილს, არამედ ზრდის მადას.

6. გაზირებული სასმელები

გაზირებული სასმელები შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს და სხვადასხვა ხელოვნურ ინგრედიენტსა და კოფეინს, რომლებიც ორგანიზმზე მავნე ზემო9ქმედებით გამოირჩევა.

7. შაქრის შემცვლელები

ზოგიერთ შაქრის შემცვლელს უფრო მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს, ვიდრე თავად შაქარს. ისინი სწრაფად შეითვისება და გადადის ცხიმებში. დიეტოლოგთა რაციონში ხელოვნური დამატკბობელები არ არსებობს. რაც შეეხება თაფლსა და ნეკერჩხლის სიროფს, ეს სხვა საქმეა.

ჩვენს სხეულს აქვს დაცვითი რესურსი ისეთი საშიში დაავადების წინააღმდეგაც კი, როგორიცაა კიბო. მთავარია, ცოტათი მივეხმაროთ მას და შევარჩიოთ ჯანმრთელი საკვები.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!