მთავარი რჩევები რამდენ სისხლს კარგავს ქალი მენსტრუაციის დროს? ახლა უკვე გულმოდგინედ ვაკვირდები ჩემს თავს.

რამდენ სისხლს კარგავს ქალი მენსტრუაციის დროს? ახლა უკვე გულმოდგინედ ვაკვირდები ჩემს თავს.

by Keti

მენსტრუალური გამონაყოფი ჩვეულებრივი ამბავია ქალებისთვის. თუმცა ეს ფიზიოლოგიური პროცესი ყველა ქალს სხვადასხვანაირად უვლინდება. ეს ორგანიზმის ინდივიდუალურობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გამონაყოფის მოცულობასა და ხასიათზეა დამოკიდებული.

მენსტრუალური გამონადენი

იმის ცოდნა თუ რამდენ სისხლს კარგავს ქალი მენსტრუაციისას, მას საშუალებას აძლევს დროულად შეიტყოს რაიმე გინეკოლოგიური დაავადების ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის შესახებ.

1. რა რაოდენობის სისხლი უნდა გამოიყოფოდეს თვიურის დროს?

ითვლება, რომ მენსტრუაციის დროს ნორმალური გამონაყოფი არ უნდა აღემატებოდეს 20-50 მილილიტრ სისხლს დღეღამეში (დაახლოებით ორი სუფრის კოვზი სითხე).

მთლიანად დაკარგული სისხლის საერთო რაოდენობა არის 250 მილილიტრი. ეს არის სუფთა სისხლის რაოდენობა. საერთო რაოდენობას უნდა გამოაკლდეს ლორწო, ენდომეტრიუმისა და კვერცხუჯრედის ნაწილაკები. სუფთა სისხლის რაოდენობა 50%-ია.

თუ საფენის გამოცვლა ორჯერ ხდება, ესე იგი, დაკარგულია დაახლოებით 10 გრამი სისხლი.

2. უხვი გამონადენი

უხვად ითვლება 15-18 გრამი სისხლი. ამ დროს ქალს უწევს საფენის ან ტამპონის გამოცვლა ყოველ სამ საათში. ზედმეტად უხვად ითვლება ის რაოდენობა, როცა ჰიგიენური საშუალების გამოცვლა ხდება ყოველ საათში.

ამ დროს აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს. ასევე ცუდ სიგნალად ითვლება მენსტრუაციის გახანგრძლივება. თუ ციკლი გრძელდება კვირაზე მეტ ხანს, უნდა მიმართოთ გინეკოლოგს.

3. მცირე რაოდენობის გამონაყოფი

ასეთი სახის გამონადენი ახალგაზრდა გოგონებს ახასიათებთ, რადგან მათი ორგანიზმი თავს ვერ ართმევს ჰორმონული გარდაქმნების სიძნელეებს. ეს შეიძლება გაგრძელდეს ჰორმონული ფონის საბოლოო ჩამოყალიბებამდე.

მცირე რაოდენობის გამონაყოფის მიზეზი შეიძლება იყოს ფიზიოლოგიურიცა და პათოლოგიური ხასიათიც. ნორმად ითვლება მოზარდებისა და მაღალი და გამხდარი გოგონებისთვის. ხოლო უფროსებში გამონაყოფის შემცირება შესაძლოა კლიმაქსის მოსალოდნელ დადგომას მოასწავებდეს.

სისხლის მიახლოებითი რაოდენობის ცოდნა, რომელსაც კარგავს ორგანიზმი მენსტრუაციის დროს, სასარგებლოა ყოველი ქალისთვის. ეს მათ დაეხმარება სწრაფად აღმოაჩინონ შესაძლო პრობლემები და მიმართონ ექიმს.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებს, ისინი მადლიერები დაგრჩებიან!