მთავარი რჩევები ხახვის ფურცლებს წვნიანში ვყრი. ამ ინფორმაციას რომ წაიკითხავთ, თქვენც ასე მოიქცევით.

ხახვის ფურცლებს წვნიანში ვყრი. ამ ინფორმაციას რომ წაიკითხავთ, თქვენც ასე მოიქცევით.

by Keti

ყველამ იცის ხახვის სარგებლობის შესახებ – მასში ბევრი ვიტამინია. ფიტონციდები კი კლავს მიკრობებს.

როგორც წესი, იყენებენ ხახვის 30-40%ს, ყველაზე სასარგებლოს კი ყრიან. საუბარია ხახვის ქერქზე, რომელიც ხახვზე მეტ მიკროელემენტს შეიცავს.

ხახვის სასარგებლო თვისებები

ეს ბოსტნეული ტირილს გვაიძულებს, თუმცა ის არის შეუფასებელი მკურნალი. ჩვენ გიამბობთ ხახვის ნაკლებად ცნობილ თვისებებზე.

1. ხახვის ფურცელი კულინარიაში

ხახვის ქერქი შეიცავს მცენარეულ პიგმენტ – კვერცეტინს, რომელიც სისხლის წნევას აქვეითებს. მისი ჩამატება შეიძლება სუფში ან ხორცში. გამოკვლევები აჩვენებს, რომ ხახვის ფურცელი შეიცავს ბევრ დიეტურ ბოჭკოს და მისი საკვებში დამატება ამცირებს, მაგალიითად, მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს.

2. ჩაი ხახვის ფურცლისგან

მის მოსამზადებლად აიღეთ 3-4 საშუალო ზომის ხახვის ფურცელი და დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. დადგით ნახევარი საათით. გემო მოგაგონებთ ნაკლებად ძლიერ შავ ჩაის, ფერიც შესაბამისი აქვს.

3. ხახვის ფურცელი ყოფა-ცხოვრებაში

ხახვის ფურცელი სრულიად უსაფრთხო სასუქია ოთახის მცენარეებისთვის. ყვავილები მორწყით ხახვის ფურცლის ნახარშით და გააცოცხლეთ ისინი.

ხახვის ქერქი ეფექტურია ბოსტნეულის შესანახად ზამთარში. მას ასევე იყენებენ, როგორც საღებავს საკვები პროდუქტებისთვის, ქსოვილებისა და მატყლისთვის.

4. გამაუტკივარებელი საშუალება

ბზიკის კბენისას მაშინვე შეიზილეთ ნაკბენზე ხახვის წვენი. ის აცხრობს ნაკბენის ეფექტს. ხახვს ასევე იყენებენ ყურის ანთებისას, როგორც ტკივილგამაყუჩებელს: მტკივნეულ ადგილას დაიდეთ ორთქლზე გაცხელებული, წვრილად დაჭრილი, მარლაში შეხვეული ხახვის კომპრესი.

ახალი ხახვის წვენი საუკეთესოა რევმატული ტკივილების, შეშუპების, თმის ცვენის, ქერტლის დროს. ამისთვის ის შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში.

5. ხახვი წინდებში – გაციების წინააღმდეგ!

ხახვს ფცქვნიან და ჭრიან მსხვილ რგოლებად. იდებენ ტერფის შუაში და იცვამენ წინდას. ასე უნდა დარჩეს დილამდე. ამ დროს ხახვი ავლენს ანტიბაქტერიულ თვისებას. თუ ყოველ ღამე გამოიყენებთ მას, გაციების სიმპტომები 2-3 დღეში გაქრება.

6. ხახვი გასახდომად

ხახვი ბევრ შაქარს შეიცავს, მაგრამ საუკეთესო ცხიმის მწველიცაა. არსებობს სპეციალური ხახვის დიეტაც, როცა რეკომენდირებულია ყოველ დღე ხახვის სუფის მირთმევა.

7. ხახვი დამწვრობისას

ხახვი აქრობს დამწვრობის ტკივილს, მათ შორის, მზის დაკვრით მიღებულს. დაზიანებულ ადგილას მიიდეთ ხახვი ორი წუთით.

8. ხახვი მიმწვარი ჭურჭლისთვის

ჭუჭყის, ნამწვის მოსაშორებლად, ჭურჭელი გახეხეთ ახალგაჭრილი ხახვით, შემდეგ კარგად გაავლეთ წყლითა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით. ხახვის წვენი კარგად ანეიტრალებს მიმწვარის სუნსაც.

9. ხახვი ოფლის ლაქების მისაშორებლად

დაასხით ხახვის წვენი ტანსაცმლის ლაქას, დატოვეთ ცოტა ხანს და შემდეგ გარეცხეთ. სიყვითლე გაქრება!

10. ხახვი ცხიმიანი კანისთვის

ხახვის ფაფისგან შეიძლება ცხიმიანი კანის შესაბამისი ნიღბის გაკეთება: ხახვი თრგუნავს ცხიმოვან ჯირკვლებს, კანი შრება და ანთებაც ქრება.

საინტერესო ფაქტები ხახვზე

1. ხახვი ყველაზე გავრცელებული პროდუქტია. მოჰყავთ მსოფლიოს 175ზე მეტ ქვეყანაში.

2. ძველი შუმერები ხახვს ღმერთების მცენარეს უწოდებდნენ და თვლიდნენ, რომ სამყარო ხახვის შრეების მსგავსადაა მოწყობილი.

3. ჯვაროსნული ლაშქრობებისას ფრანგები ერთ ტყვეს რვა ხახვში ცვლიდნენ .

4. შუა საუკუნეებში ხახვი ითვლებოდა ძლიერ აფროდიზიაკად და აკრძალული იყო მონასტრებში.

5. ხახვის შემადგენლობაში 85% წყალია. ხახვი დაჭრისას ცრემლდენას იწვევს, ეს კი ნივთიერება პროპანთიოლ S-ოქსიდის დამსახურებაა.

6. ხახვის მოსავლის მიღებისა და მოხმარების სიხშირით პირველი ადგილი ჩინეთსა და ინდოეთს უკავია. მსოფლიოში წარმოებული მოსავლის 45%, ეს კი 70 მილიონი ტონაა.

7. მკვლევარები თვლიან, რომ გოგირდის ნაერთები, რომლებიც ხახვში შედის, ხელს უშლის კიბოს უჯრედების ზრდას.

მიირთვით ხახვი ყველგან და ყოველთვის, დაამატეთ ის ყველა პროდუქტს!