მთავარი ასტროლოგია ისინი ადრეული ბავშვობიდან შეშინებულები არიან: ზოდიაქოს ნიშნების მთავარი შიშები

ისინი ადრეული ბავშვობიდან შეშინებულები არიან: ზოდიაქოს ნიშნების მთავარი შიშები

by Keti

შიშების ნამდვილი ჰოროსკოპი გვეხმარება საკუთარ თავში გავერკვეთ, გავიგოთ, თუ რატომ გვეშინია რაღაცების მთელი ცხოვრება და გავიგოთ, როგორ შეიძლება მათგან გათავისუფლება.

ნამდვილი ჰოროსკოპი

1. ვერძი

მერწყული თვლის, რომ ის ყოველთვის მართალია, თავის აზრებს ის ნებისმიერ ფასად იცავს. მისი დიდი შიშია ახლობლების კეთილგანწყობის დაკარგვა, თუმცა თავს მათ წინაშეც არ აღიარებს დამაწრცხებულად.

2. კურო

კურო კონსერვატორია, სტაბილურობას, სიმშვიდეს აფასებს. ყველაზე მეტად ფინანსური კრიზისის ეშინია, რადგან ფული აძლევს მას სიმყარისა და თავდაჯერებულობის შეგრძნებას.

3. ტყუპები

ტყუპები ხშირად იცვლის აზრებს, ის არაპროგნოზირებადია. საფრთხეს გრძნობს, როცა მას გარემოება გეგმის მიხედვით მოქმედებას აიძულებს და არ აძლევს ცვლილებების შეტანის საშუალებას.

4. კიბო

კიბოს უყვარს სიმყუდროვე და კომფორტი, ეშინია შესაძლო პრობლემების. ჰგონია, რომ მარტომყოფი ვერასდროს გაუმკლავდება სიძნელეებს.

5. ლომი

თავდაჯერებულ და მამაც ლომსაც აქვს აქილევსის ქუსლი. ეს არის პატივმოყვარეობა. მას ეშინია შეუმჩნევლად და აღიარების გარეშე დარჩენის.

6. ქალწული

ქალწული ორგანიზებული და წესრიგის  მოყვარულია, გეგმავს ყველაფერს, ამიტომ მისი ყველაზე დიდი შიშია ქაოსური გარემო.

7. სასწორი

სასწორს უყვარს ურთიერთობები, კონფლიქტების მოგვარება, ახალი ნაცნობები. ყველაზე მეტად ეშინია მარტო დარჩენის.

8. მორიელი

მორიელს სიახლოვის ეშინია, სურს საკუთარი სივრცე ჰქონდეს, სადაც დაიმალება. ასეთი ადგილი მათივე გულია, სადაც საიდუმლოებს ინახავენ.

9. მშვილდოსანი

თავისუფლების შეზღუდვა ყველაზე საშიშია მშვილდოსნისთვის. მისი მოქმედება შეუზღუდავია და არაფერმა უნდა მოახდინოს ზეგავლენა მის თავისუფალ არჩევანზე, თორემ ის დეპრესიაში ვარდება.

10. თხის რქა

ის ამბიციურია. მისთვის მიზნის მიუღწევლობა სამარცხვინოა. ეშინია წარუმატებლობის, რადგან ვერ ეგუება მარცხის აღიარებას.

11. მერწყული

ის დიდი გამომგონებელი და შემოქმედია, რომელიც იოლად ეკონტაქტება ყველას. ეშინია აზრის გამოხატვაში შეზღუდვის და ასევე ეშინია იმის, რომ არ იყოს გამორჩეული.

12. თევზები

თევზები შემოქმედებითი ნიშანია და ცხოვრობს ფანტაზიებში. მკაცრი რეალობა ზოგჯერ მას მიწაზე ანარცხებს, თუმცა ის კვლავ მიისწრაფვის ღრუბლებისკენ. თევზებს პასუხიმგებლობების აღების ეშინიათ, რადგან ეს მათ ილუზიებთან გამომშვიდობებას აიძულებს.

ვარსკვლავები ყოველ ნიშანს უგზავნიან ძალებს, რათა მთავარი შიშები გადალახონ და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდნენ. თითოეულ ნიშანში არის შიშის გადალახვის გამბედაობა, ამიტომ თუ რაღაცის გეშინია, იმუშავე საკუთარ თავზე, რათა ამოძირკვო შიში და პიროვნულად გაიზარდო.

იცანით თქვენი თავი აღწერებში? გაგვიზიარეთ თქვენი აზრები და გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც!