მთავარი კულინარია ჩვენ გასწავლით როგორ დაამზადოთ მაცივარში უსიამოვნო სუნის მშთანთქავი საშუალება. აიღეთ ლიმონი და ნახშირი.

ჩვენ გასწავლით როგორ დაამზადოთ მაცივარში უსიამოვნო სუნის მშთანთქავი საშუალება. აიღეთ ლიმონი და ნახშირი.

by Keti

ზოგჯერ მაცივრის უსიამოვნო სუნის წყარო ნამდვილი თავსატეხია. თითქოს ყველა პროდუქტი ახალია, თაროებიც – გარეცხილი. თუმცა მაცივრის გამოღებისას უსიამოვნო სუნი მთელ სამზარეულოს ედება. ასეთი კვალის დატოვება შეუძლიათ ძლიერსუნიან პროდუქტებს, რომლებსაც არ აფარიათ სახურავი, დაბალხარისხიან პლასტიკუ ჭურჭელს, ან წამლებს.

პრობლემებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ სახლის პირობებში მომზადებული სუნის მშთანთქავი. ჩვენ უკვე გიამბეთ, როგორ მოქმედებს სოდა, ნიორი, ვაშლი. მაგრამ ყველაზე ეფექტური საშუალება არის გააქტივებულ ნახშირზე დამზადებული არომატიზატორი. ეს საშუალება ნაყიდ ძვირადღირებულ ხსნარზე არანაკლებ ეფექტურია. ეფექტი მალევე შეიმჩნევა და დიდხანს შენარჩუნდება. გეტყვით, როგორ მოამზადოთ ის.

მაცივრის არომატიზატორი

თქვენ დაგჭირდებათ არაღრმა პლასტიკური ჭურჭელი, ახალი ციტრუსის კანი, უმჯობესია იყოს ლიმონის, გააქტივებული ნახშირის ტაბლეტები.

თუ არ გაქვთ შესაბამისი ჭურჭელი, უბრალოდ გადაჭერით პლასტიკური ბოთლის ნაწილი, გააკეთეთ მასში რამდენიმე ნახვრეტი გაცხელებული დანით ან ნემსით.

მოათავსეთ ჭურჭელში ერთი ლიმონის კანი და გააქტივებული ნახშირის ფირფიტა. სუნის მშთანთქავი დეოდორანტის ეფექტით მზადაა.

იმისთვის, რომ არომატიზატორმა დიდხანს შეინარჩუნოს თვისებები, დააფარეთ მას ფოლგა ან თავსაფარი. ჩადეთ მაცივარში და დატკბით სისუფთავის არომატით.

მაცივარმა რომ დიდხანს შეინარჩუნოს სუფთა არომატი, რეცხვის დროს გამოიყენეთ ერთ-ერთი ნატურალური მადეზინფიცირებელი საშუალება.

  1. გახსენით ძმარი წყალში პროპორციის 1:1 და გაწმინდეთ ხსნარით მაცივრის კედლები. ამ საშუალების ჩამორეცხვა საჭირო არ არის.
  2. ერთ ლიტრ წყალში გახსენით ერთი სუფრის კოვზი ნიშადურის სპირტი და გაწმინდეთ მაცივარი შიგნიდან.
  3. შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის წვენი არაყთან პროპორციის 1:10. ამით არამხოლოდ მაცივრის კედლებს წმენდენ, არამედ მცირე რაოდენობით ტოვებენ რამდენიმე საათით, უსიამოვნო სუნის მისაშორებლად.

დამეთანხმებით, რომ რთულია სამზარეულოს მაცივრის გარეშე წარმოდგენა. ყურადღება მიაქციეთ და გაუფრთხილდით ამ შეუცვლელ ტექნიკას ქიმიისგან თავისუფალი ნატურალური საშუალებების დახმარებით.

თუ სტატია მოგეწონათ, გაგვაგებინეთ და გაუზიარეთ ინფორმაცია სხვა დიასახლისებს!