1. ტყუპი – ამ ზოდიაქოს ნიშანს ბრიალიანტური გონება აქვს და ყოველთვის მოეძებნება კრეატიული იდეები ნებისმიერი პრობლემური სიტუაციიდან თავის დასაძვრენად. მათ იციან როგორ ისიამოვნონ ცხოვრებით და როგორ ქონდეთ იდეალური ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან.
მათ პატარაობიდანვე იტაცებთ სამყაროს გამოკვლევა და მუდამ სწავლობენ თავისთვის საჭირო სიახლეებს. ტყუპებს მოსწონთ კონსტრუქციული დიალოგები ირგვლივ მყოფ ხალხთან, რითიც მათ შესახებ უფრო ბევრს სწავლობენ.
2. მორიელი – მორიელის ნიშნის წარმომადგენლებს საუკეთესო ინტუიცია აქვთ. არ არსებობს ისეთი რამ, რასაც კარგად დაფიქრების შემდეგ მათი ბასრი გონება ვერ ამოხსნის. მიუხედავად რთული ცხოვრებისა, მორიელი ყოველთვის იპოვის რაიმეს საკუთარი თავის გასამხნევებლად.
ისინი ყოველთვის უფრო ღრმა მნიშვნელობას ეძებენ ყოველდღიურობაში და ყოველთვის აქვთ საკუთარი არგუმენტები თითოეული მოვლენის შესახებ.
3. მშვილდოსანი – ტყუპის მსგავსად მშვილდოსანიც ყველა სიახლეს გულდასმით უკვირდება და აანალიზებს. ისინი ძალიან სოციალურები არიან და იციან როგორ დაამყარონ სტაბილური ურთიერთობები. მათ ვერ მოატყუებ, რადგან ადვილად ხედავენ თქვენს ნამდვილ ხასიათს.
საკუთარი ინტელექტი ზედმეტად მნიშვნელოვანია მათთვის, ამიტომ გამუდმებით ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ისწავლონ. მათ იციან რომ ცხოვრებაში პატარა რაღაცეებიც კი მნიშვნელოვანია. ფულის მაგივრად მშვილდოსანს ოჯახისა და მეგობრების წრეში ჩამოყალიბებული ჰარმონია მოსწონს.
4. სასწორი – სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ცნობილი არიან საკუთარი ლოგიკითა და სამართლიანი განსჯით. ისინი დაბალანსებული ხასიათის პიროვნებები არიან და გაცნობიერებული აქვთ, რომ არავინაა იდეალური.
კრიტიკული აზროვნებით გამოირჩევიან და თავის დასაცავად სწორი ფაქტების წარმოდგენას ყოველთვის მარტივად ახერხებენ. სასწორი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინაა. იგი საკუთარ თავს ყველა პრობლემისთვის წინასწარ ამზადებს და ღრმა დიალოგების დიდი წყურვილი აქვს.
5. მერწყული – მერწყული ყველაფერში საუკეთესოა, რასაც კი აკეთებს. მათი საღი გონება და კარგი იუმორის გრძნობა თითოეულ სიტუაციას წარმატებულ მოვლენად აქცევს. მერწყულის ქცევა ყოველთვის კრეატიული, განსხვავებული და ორიგინალური უნდა იყოს.
იგი კომუნიკაციის სიყვარულით გამოირჩევა და უყვარს იმ ხალხთან ურთიერთობა, რომლისგანაც მას რაიმეს სწავლა შეუძლია. მათი მიზნები ყოველთვის ლოგიკური უნდა იყოს, რათა სიტუაცია მარტივად აკონტროლონ.