მთავარი რჩევები დაივიწყეთ ბუასილი: დღეში ორჯერ მარილიან წყალში იჯექით და არანაირი ოპერაცია არ დაგჭირდებათ. აი დოზები

დაივიწყეთ ბუასილი: დღეში ორჯერ მარილიან წყალში იჯექით და არანაირი ოპერაცია არ დაგჭირდებათ. აი დოზები

by guramus

ბუასილით ცხოვრება ძალიან მტანჯველია – გიჭირს ჯდომა, დგომა, საპირფარეშოში გასვლაც აგონიასთანაა დაკავშირებული. ეს არასასიამოვნო დაავადება ან შიდა ან გარეგნული სახით გვევლინება.

ბუასილს “იმპერატორული დაავადებაც” კი უწოდეს, რადგანაც ნაპოლეონი ამით იტანჯებოდა.

როგორ განვკურნოთ სწრაფად ბუასილი სახლის პირობებში

თბილი აბაზანები

თბილ წყალში ჯდომა, რომელიც უკანატანს და თეძოებს დაფარავს, სპაზმებს ხსნის და სიმშვიდის მომგვრელია. გააკეთეთ ეს დღეში 2-3ჯერ და პროცედურის შემდეგ ანთების ზონა საგულდაგულოდ გაიმშრალეთ.

გლიცერინი და მარილი

გლიცერინი და მარილი ან მაგნიუმის სულფატი გლიცერინთან, ტკივილს და ანთებას მოგიხსნით. აურიეთ გლიცერინი და მარილი და მარლით დაიდეთ. დატოვეთ 15-20 წთ. გაიმეორეთ პროცედურა ყოველ 4-6 საათში.

პაკეტი ყინულით

მისი დადებით ტკივილს მოიხსნით.

ჩვეულებრივი ვაზელინი

ეს ძველი ხალხური საშუალება სიმპტომებს ამსუბუქებს. წაისვით ვაზელინი კვანძებზე და მსუბუქი ნაჭერი დაიდეთ. ეცადეთ დაწვეთ და მენჯი გაზნიქოთ.

ატარეთ ბამბის თეთრეული

ასევე, თავისუფალი ტანსაცმელი, რომელიც მოძრაობაში არ შეგზღუდავთ.

აუცილებელი დასვენება

წოლითი რეჟიმი რამდენიმე დღით შესამჩნევად მოხსნის ანთებას და გაღიზიანებას. მუცელზე ძილი ბალიშით, შეშუპებას ამცირებს.

შეცვალეთ საპირფარეშოს ჩვევები

არ მოითმინოთ, გადით საპირფარეშოში მაშინვე, როცა საჭიროებას იგრძნობთ. უნიტაზზე ჯდომისას ფეხები უფრო მაღლა დააწყვეთ, მაგალითად სათლზე. დიდხანს არ დაყოვნდეთ.

გათავისუფლდით ყაბზობისგან წყლის და ცელულოზის მეშვეობით

ჭამეთ მეტი ბოჭკოვანი პროდუქტი: ვაშლი, სტაფილო, ბარდა, ბროკოლი, ფხალი, ბრიუსელის კომბოსტო, შვრია, ქლიავი… აუცილებლად სვით 2 ლ წყალი დღეში.

განკურნეთ თავი ბალახის ძალით

გამამელისი, ალოე ვერა, სარდიონი – ყველა ეს ბალახი ეეფქტურია და კომპრესების საშუალებით დღეში 2-ჯერ დაიდეთ.

მიმართეთ ჰომეოპათიას

კვლევის თანახმად ცხენის წაბლი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. მისი ყვავილების ნაყენი გახსენით წყალში და მოიმზადეთ აბაზანა.

ფლემინგას კრემი კლავს ბაქტერიებს და ასევე სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: