მთავარი კულინარია ზედიზედ მეორე წელია რაც ქმარს დაბადების დღეზე “მამაკაცების იდეალს” ვუმზადებ. ყველას მოსწონს, აი რეცეპტი

ზედიზედ მეორე წელია რაც ქმარს დაბადების დღეზე “მამაკაცების იდეალს” ვუმზადებ. ყველას მოსწონს, აი რეცეპტი

by guramus

თუ სახლში ნამცხვარი აღარ დაგრჩათ და სტუმრები უკვე კარის ზღურბლს აბიჯებენ, დროა “მამაკაცების იდეალი” მოამზადოთ – გემრიელი, ეფექტური და ძალიან სწრაფი ტორტი თხილითა და შესქელებული რძით სტუმრებს ნამდვილად გააოცებს, განსაკუთრებით მამაკაცებს. ყველაფერი კი საიდუმლო რეცეპტის დამსახურება….

ტორტი ნიგვზით

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 1,5 ჭიქა შაქარი
  • 2,5–3 ჭიქა ფქვილი
  • 4 კვერცხი
  • 50 მლ კონიაკი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 1 ჩ.კ. ძმარი
  • 100 გ თხილი (არაქისი ან კაკალი)
  • 4 ს.კ. თაფლი
  • 1/2 ჩ.კ. ვანილის შაქარი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 200 გ ნაღების კარაქი
  • 300 გ მოხარშული შესქელებული რძე
  • 100 გ შემწვარი ნიგოზი
  • თხილი და შავი შოკოლადი მორთულობისთვის

მომზადება

ღრმა ჯამში გატეხეთ კვერცხი, დაამატეთ შაქარი და საერთო მასამდე თქვიფეთ. დაამატეთ თაფლი, ვანილის შაქარი და საგულდაგულოდ აურიეთ.

მიღებულ მასას დაუმატეთ ფქვილი და ურიეთ. სოდა და ძმარი აურიეთ და ცომს დაამატეთ. კიდევ ერთხელ მოურიეთ.

თხილი გაატარეთ ბლენდერში და ნახევარი დაამატეთ ცომს, კარგად აურიეთ. მეორე ნახევარი კრემში წავა.

მომზადებული ცომი 2 ნაწილად გაყავით და 2 ორცხობილა გამოაცხვეთ. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე და ორცხობილები ბოლომდე მოამზადეთ.

მზა ორცხობილები 2 ნაწილად გატავით, ორივე მათგანს “ქუდი” მოაცალეთ.

შემდეგ კრემს მიხედეთ. ნაღების კარაქს აურიეთ შესქელებული რძე ბლენდერის მეშვეობით, დაამატეთ დარჩენილი დაჭყლეტილი ნიგოზი და კარგად აურიეთ. კრემი მაცივარში 5-10 წუთი გააჩერეთ.

მოამზადეთ მაგარი შავი ჩაი, დაამატეთ 1 ჩ.კ. შაქარი, თითოეული ორცხობილა გააჯერეთ ჩაის წვეთებით და წაუსვით კრემი.

ტორტი მორთეთ დამტვრეული თხილით და წვრილად დაჭრილი შავი შოკოლადით. მზა დესერტი მაცივარში 2-3 საათი გააჩერეთ რათა ყველაფერი საგულდაგულოდ შეიწოვოს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: