მთავარი კულინარია გამომცხვარი კარტოფილი ქათმით იმდენად გემრელია, რომ ჭკუიდან გადაგიყვანთ

გამომცხვარი კარტოფილი ქათმით იმდენად გემრელია, რომ ჭკუიდან გადაგიყვანთ

by guramus

ეს ოქროსფერი და არომატული გემრიელობა სუფრაზე დადებისთანავე იქცევს ყველას ყურადღებას. წარმოგიდგენთ იმ კერძის მარტივ რეცეპტს, რომელიც ტრადიციულ კერძებს კონკურენციას ნამდვილად უწევს.

ინგრედიენტები

კარტოფილი 400გ

ქათამი 200გ

ერბო 125 გ

ხახვი 125 გ

მაგარი ყველი 230გ

არაჟანი 450მლ

მარილი, პილპილი

მომზადება

აიღეთ გამოსაცხობი ფორმა და მოათავსეთ მასზე გახეხილი კარტოფილი.

დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

ცალკე აურიეთ დაჭრილი მოხარშული ქათამი, არაჟანი, ერბო და კუბიკებად დაჭრილი ხახვი.

კარტოფილი ამ მომზადებული მასით გადახურეთ.

მოაყარეთ ყველი.

გაუშვით ღუმელში, რომელიც 175 გრადუსზე უნდა იყოს გაცხელებული და გააჩერეთ 45 წუთი.

ოქროსფერი შეფერილობა და შიგნიდან დუღილი ნიშანია იმისა, რომ თქვენი კერძი მზადაა. ის აუცილებლად დაგათრობთ საოცარი სურნელით.