მთავარი რჩევები თუ შენი წონა აღემატება 73 კილოს, არ გაუშვათ შანსი გახდე 7 დღეში. საგულდაგულოდ შევადგინე კვერცხის დიეტა.

თუ შენი წონა აღემატება 73 კილოს, არ გაუშვათ შანსი გახდე 7 დღეში. საგულდაგულოდ შევადგინე კვერცხის დიეტა.

by guramus

კვერცხის დიეტა ჯანმრთელობას არ ავნებს: ცილა და მიკროელემენტები, რომლებიც მის შემადგენლობაში შედიან, ორგანიზმს სისუსტისგან იცავენ. ზედმეტი კილოგრამებიც უმალ გაქრება.

ამ დიეტის დაცვისას შიმშილი არ გიწევთ: კვერცხი საკმაოდ მსუყე პროდუქტია. გაიცანით ეს მენიუ, უარი თქვით ნახშირწყლებზე და სწრაფად შეამცირებთ წონას. ამასთან, კანის და თმის მდგომარეობას გაიუმჯობესებთ.

კვერცხის 1კვირიანი დიეტა

ორშაბათი
საუზმე: 2 ფორთოხალი, 2 თოხლო კვერცხი, 1 ჭიქა უცხიმო რძე.
სადილი: იოგურტი, 300 გ მოხარშული ქათმის მკერდი.
ვახშამი: 200 გ მოხარშული ქათმის მკერდი, 1 მოხარშული კვერცხი, 1 ფორთოხალი.

სამშაბათი
საუზმე: 2 თოხლო კვერცხი და 1 ჭიქა ლიმნიანი წყალი.
სადილი: 200 გ თევზი და 1 გრეიფრუტი.
ვახშამი: 3 თოხლო კვერცხი.

ოთხშაბათი
საუზმე: 2 თოხლო კვერცხი, 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი.
სადილი: 200 გ მოხარშული ან ჩათუშული საქონლის ხორცი ბოსტნეულით, 1 ფორთოხალი.
ვახშამი: 3 მოხარშული თოხლო კვერცხი.

ხუთშაბათი
საუზმე: ომლეტი 3 კვერცხისგან მწვანილით, რძიანი ყავა.
სადილი: 200 გ მოხარშული საქონლის ხორცი, 1 ფორთოხალი.
ვახშამი: 1 მოხარშული თოხლო კვერცხი, 2 ფორთოხალი.

პარასკევი
საუზმე: 2 მოხარშული თოხლო კვერცხი, სალათი სტაფილოთი და არაჟნით.
სადილი: 2 ნედლი სტაფილო და 1 ფორთოხალი.
ვახშამი: 1 მოხარშული თოხლო კვერცხი და 200გ ჩათუშული თევზი.

შაბათი
საუზმე: 1 იოგურტი, 1 ფორთოხალი.
სადილი: 2 მოხარშული თოხლო კვერცხი, 2 ფორთოხალი.
ვახშამი: ჭიქა წყალი.

კვირა
საუზმე: 2 თოხლო კვერცხი, ნახევარი ფორთოხალი.
სადილი: 200 გ მოხარშული საქონლის ხორცი, ნახევარი ფორთოხალი, 1 ვაშლი.
ვახშამი: 1 ჭიქა კეფირი.

დიეტის დროს სვით რაც შეიძლება მეტი წყალი, მწვანე ჩაი უშაქროდ და ყავა. დაამატეთ კერძებს სხვადასხვა სანელებლები, ისინი არამხოლოდ გააუმჯობესებენ საჭმლის გემოს, არამედ ორგანიზმში ნივთიერებათ ცვლას გააქტიურებენ.

ეს 1 კვირიანი მენიუ ჯანსაღ გახდომას გპირდებათ. ზედმეტ კილოგრამებს მალე დაემშვიდობებით.

დიეტის დაცვის შემდეგ განტვირთვის დღეები მოიწყვეთ, დაიცავით შაბათის დღის მენიუ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: