მთავარი რჩევები მან დაღეჭა შავი პური მარილით, შემდეგ პლასტირი აიღო… ყველაფერი თავის ადგილზე დადგა

მან დაღეჭა შავი პური მარილით, შემდეგ პლასტირი აიღო… ყველაფერი თავის ადგილზე დადგა

by Keti

კანში მოხვედრილი ეკალი სასიამოვნო შეგრძნებას არ იწვევს. როგორ გავთავისუფლდეთ მისგან სწრაფად?

ჩვენ გთავაზობთ როგორ გამოვიღოთ ეკალი ორ წუთში სრულიად უცნაური ნივთების დახმარებით.

როგორ გამოვიღოთ ეკალი

1. პინცეტი

ეს ყველაზე გავრცელებული მეთოდია, თუკი ეკალი კანის ზედაპირზეა. ჩაავლეთ ეკალს ბოლოში დეზინფიცირებული პინცეტი და ნელა ამოიღეთ. თუ ეკალი კუთხით არის შერჭობილი, ზევით არ გამოსწიოთ, არამედ იმ მიმართულებით გასწიეთ, რა მიმართულებითაც არის შესობილი. გამოღების შემდეგ დაზიანებული ადგილი ანტისეპტიკური საშუალებით დაიმუშავეთ.

2. შავი პური

ეს მეთოდი მაშინ გამოიყენება, როცა ეკალი შიგნით ტყდება ან მისი ზომა ძალიან პატარაა. აიღეთ შავი პურის ნატეხი და უხვად მოაყარეთ მას მარილი. შემდეგ გულმოდგინეთ გაღეჭეთ და გააკეთეთ ამ ნაღეჭისგან ბურთულა. დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე, დაამაგრეთ პლასტირით და შეიხვიეთ. კომპრესი მთელი ღამით დაიტოვეთ, დილით მოიხსენით.

უმეტესად, უცხო სხეული თავისით გამოდის. პროცედურის შემდეგ დაიმუშავეთ კანი ანტისეპტიკურით და დაიდეთ სახვევი.

3. წებო

ეს მეთოდი ჭივეულ ბავშვებთან გამოიყენება, რომლებსაც ვერც პინცეტით მიუდგებით, ვერც ნემსით. თუ ეკლის ნაწილი ჩანს, წაისვით მასზე ცოტა წებო და დააცადეთ შეშრობა. გამშრალი წებო სძვრება ეკალთან ერთად.

4. საკვები სოდა

შეურიეთ რამდენიმე კოვზი სოდა წყალს, ფაფისებრი მდგომარეობის მიღებამდე. ეს პასტა კანს გაფუებას აიძულებს და უცხო სხეული ადვილად გამოდის კანიდან. ეს მეთოდი მაშინ გამოიყენეთ, თუ წინა ცდები შედეგს არ მოგცემთ, რადგან გაფუებული კანი სხვა მეთოდების ჩატარებას გაართულებს და პროცესი მტკივნეული იქნება.

5. ნემსი

ეს მეთოდი გამოიყენება, როცა ეკალი კუთხით არის შესული და პინცეტით ჩავლება შეუძლებელია. ამ დროს მაგარი ხელი და კარგი მხედველობა დაგჭირდებათ. დაამუშავეთ ნემსის წვერი ანტისეპტიკით და გახსენით მისი საშუალებით კანის ის ნაწილი, რომელიც ეკლის ქვეშაა. როგორც წესი ასეთი მანიპულაცია საკმარისია, რათა ჩაავლოთ პინცეტით ეკალს.

6. სამედიცინო პლასტირი

ეს მეთოდი მუშაობს, როცა ჭრილობა გახანგრძლივდა, ეკლის კიდე კი ზედაპირზეა. ყველაფერი მარტივია. ლეიკოპლასტირის ნაგლეჯი დაიკარით დაზიანებულ ადგილზე და დაიტოვეთ მთელი დღე ან ერთი დღე-ღამით. პლასტირის ქვეშ კანი ფუვდება და ეკალი შორდება პლასტირის აძრობასთან ერთად.

თუ ეკალი შეგესოთ თითში, არ დაპანიკდეთ, რადგან მისი მოშორების გზები უკვე იცით. დამოუკიდებლად თუ ვერ მოიშორებთ, დახმარებისთვის სპეციალისტს მიმართეთ.

არ დაგავიწყდეთ სასარგებლო ინფორმაციის სხვებისთვის გაზიარება!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: