მთავარი რჩევები არავითარი სისხლდენა. პარადონტოლოგმა თავიდან არ დაიჯერა, შემდგომ კი თავადაც სინჯა.

არავითარი სისხლდენა. პარადონტოლოგმა თავიდან არ დაიჯერა, შემდგომ კი თავადაც სინჯა.

by Keti

კბილის პასტით კბილების წმენდა იმდენად ბუნებრივი რამაა, რომ სხვა ალტერნატივაზე არც ვფიქრობთ. რას იტყვით კბილის ფხვნილზე? არამხოლოდ ფხვნილზე, არამედ ძალიან სასარგებლო ფხვნილზე მაგარი და ჯანმრთელი ღრძილების მისაღებად.

ჩვენ გაგიმხელთ სახლის პირობებში დამზადებული კბილის ფხვნილის რეცეპტს, რომელიც ჯანმრთელ და ლამაზ ღიმილს გაჩუქებთ.

კბილის ფხვნილი

ჭინჭარი უხსოვარი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, ის დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს, ასევე B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, ცილას და მინერალურ ნივთიერებებს.

ამ სასარგებლო საშუალების შეძენა აფთიაქში შეიძლება. ჭინჭრის ახალგაზრდა ფოთლები ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, დერმატოლოგიასა და გინეკოლოგიაშიც. ჭინჭრით ამზადებენ კერძებს, ჩაის, სამკურნალო ნახარშებს.

უნიკალური სისხლაღმდგენი და ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით, ჭინჭრისგან დამზადებული კბილის ფხვნილი კარგად უმკლავდება ღრძილებიდან სისხლდენას, ახშობს ტკივილის შეგრძნებებს და ამცირებს ანთებით პროცესს.

ჭინჭრისგან კბილის ფხვნილის მომზადება იოლია. მიჰყევით ინსტრუქციას.

მომზადება და გამოყენება

1. ჭინჭრის ფხვნილის მომზადება შეგიძლიათ ფოთლებისგან, ფესვებისგან, თესლისგან. ჭინჭრის ფოთლებს კრეფენ სეზონზე სამჯერ. პირველად მაისში, მეორედ ყვავილობისას, მესამედ კი მცენარეზე თესლების გაჩენისას.

2. ყველა ინგრედიენტი გამოაშრეთ ბნელ ადგილას. როცა ნედლეული მზად იქნება, დაფქვით ჭინჭარი ყავის საფქვავში, მანამდე მოაძრეთ ტოტები.

3. კარიესისა და ღრძილებიდან სისხლდენის პროფილაქტიკისთვის საკმარისია გამოიყენოთ ჭინჭრის ფხვნილი კვირაში ერთხელ. ის აბსოლუტურად უსაფრთხოა, აქვს მცირე აბრაზიულობა, არ გახეხავს კბილებს, და ყველაზე მთავარი – ის თვით ბუნების საჩუქარია.

დაიმახსოვრეთ, რომ რეგულარული პროფილაქტიკური ვიზიტი სტომატოლოგთან და რაციონული ჰიგიენა, ჯანმრთელი და ლამაზი ღიმილის საწინდარია.

ჩემმა კბილის ექიმმა მოიწონა ეს ხალხური საშუალება. სინჯე შენც და გაუზიარე სასარგებლო სტატია მეგობრებს, კომენტარებში კი მოგვიყევი, პირის ღრუს მოვლის რომელი ხალხური საშუალებები იცი!