მთავარი რჩევები ეს სასმელი კურნავდა ჯერ კიდევ უხსოვარ დროში. მისი მნიშვნელობა განსაკუთრებული იყო. ჩვენ მისი რეცეპტი მოვიძიეთ.

ეს სასმელი კურნავდა ჯერ კიდევ უხსოვარ დროში. მისი მნიშვნელობა განსაკუთრებული იყო. ჩვენ მისი რეცეპტი მოვიძიეთ.

by Keti

ჩვენი წინაპრები ბრძენი ხალხი იყო. მათ იცოდნენ ბუნებასთან კავშირის დამყარება და მისი საჩუქრების ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით გამოყენება.

ჩვენ შევძელით გვეპოვა იმ ძირითადი სასმელებიდან ერთ-ერთის რეცეპტი, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს. მზად ვართ გაგიზიაროთ მისი მომზადების საიდუმლო.

ცნობილი სასმელი ჯანმრთელობისთვის

სურია – ეს არის მისი სახელი. მცენარეული ნაყენის, თაფლის, ,,კენკრის სოკოს”, ნატურალური რძის პროდუქტების ნაკრები. თითოეულ ინგრედიენტს ცალ-ცალკე განვიხილავთ.

იმის მიხედვით, რომელ ბალახს მოაგროვებთ სასმელის მოსამზადებლად, იმაზე იქნება დამოკიდებული მისი არომატი. მთავარია ეს მცენარეები იყოს თქვენს მშობლიურ მხარეში გავრცელებული. პიტნა, მელისა, გვირილა, ჟოლოს, მოცხარის, ასფურცელას ფოთლები. ეს ყველაფერი სასმელს განუმეორებელ გემოს მისცემს.

ბალახი მოათავსეთ სამლიტრიან ქილაში და ქილის მესამედზე წყაროს წყალი დაასხით. დაამატეთ 150 გრამი თაფლი, დააფარეთ ჭურჭელს მარლა და დადგით სინათლეზე 2-3 დღე. ამ დროის მანძილზე შიგთავსი მზის ენერგიით აივსება.

,,კენკრის სოკო” – ეს კენკრის საფუარია, რომლებშიც შედის ძმარმჟავა ბაქტერიები. მის მოსამზადებლად შეაგროვეთ ორი ჭიქა გადამწიფებული კენკრა. მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა: დაამატეთ სასურველ კენკრას ნახევარი ჭიქა შაქარი ან თაფლი და ამდენივე წყალი.

ადუღეთ ნარევი დაბალ ცეცხლზე და დატოვეთ დახურულ შუშის ქილაში ბნელ ადგილას 3-4 დღით. ამ დროის მანძილზე საფუარი, რომელსაც სასმელში უმატებენ, უნდა გამომუშავდეს.

ნატურალური თაფლი – ტკბილეული, რომელსაც გვჩუქნის ფუტკარი. ასევე ბუნებრივი ანტისეპტიკი, რომელსაც ბაქტერიციდული თვისებები აქვს. მოხმარების წინ ვცვლით მის სტრუქტურას: უნდა ავადუღოთ წყალთან ერთად შეფარდებით 1:1, ან გავაცხელოთ წყლის ორთქლზე.

შეარჩიეთ საშინაო თაფლი, რადგან მაღაზიაში ნაყიდ თაფლში ხელოვნური დანამატი იქნება.

რძე უნდა იყოს ბუნებრივი. ფხვნილი ან პასტერიზებული რძე არ მოგვცემს საჭირო ეფექტს. ზოგ ვარიანტში მას იყენებენ ახალი სახით, ზოგჯერ კი წინასწარ აფუებენ. სხვა შემთხვევაში აფერმენტებენ დოს მისაღებად. შეარჩიეთ გემოვნების მიხედვით.

გთავაზობთ სურიას კლასიკურ რეცეპტს:

ინგრედიენტები

18 ლიტრი წყაროს წყალი

4,5 კილო თაფლი

400 გრამი ,,კენკრის სოკო”

ერთი ლიტრი მცენრეული ნაყენი

ორი ლიტრი რძე

შეურიეთ ყველაფერი, ჩაასხით შუშის ბოთლებში, მჭიდროდ არ დაახუროთ და დადგით ღია და თბილ ადგილას სამი დღით. შემდეგ სასმელიანი ქილები ბნელ ადგილას გადაიტანეთ და დატოვეთ იქ 20 დღე. ეს აუცილებელი დროა დუღილის პროცესის დასასრულებლად და ნალექის გამოსაყოფად. ამ დროს შემდეგ თაფლიანი სასმელი მზადაა.

სურიას მთავარი ღირსება ისაა, რომ არ იწვევს ბახუსს. მისი სასიამოვნო გემოთი დატკბებით და თან იგრძნობთ ახალი ძალების მოზღვავებას.

გაუზიარეთ ეს საინტერესო რეცეპტი მეგობრებს!

 

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: