მთავარი საკითხავი ბრაიან ტრეისის ფავორიტი 16 ფრაზა, რომელიც წარმატების გზაზე დაგაყენებთ

ბრაიან ტრეისის ფავორიტი 16 ფრაზა, რომელიც წარმატების გზაზე დაგაყენებთ

by guramus

რასაც ფიქრობთ, ის ხართ მომავალში. თქვენი ფიქრები მატერიალიზდება  და რეალობად იქცევა. ამიტომ, აკონტროლეთ თქვენი ფიქრები და თქვენ გააკონტროლებთ თქვენს მომავალს. თქვენ ხომ სრული კონტროლი გაქვთ თქვენს აზრებზე და შეგიძლიათ აირჩიოთ, კარგზე იფიქროთ თუ ცუდზე.

ბრაიან ტრეისი, ერთერთი ყველაზე ცნობილი მოტივატორი და ბიზნეს კონსულტანტი, თავის ბლოგზე წერს სტატიას საუკეთესო სამოტივაციო ფრაზების შესახებ.

ჯენიუსი გთავაზობთ სტატიის ქართულ ვარიანტს. მაშ ასე, ბრაიან ტრეისის ფავორიტი ფრაზები:

  1. იმისათვის, რომ დაიწყოთ, საჭიროა შეწყვიტოთ ლაპარაკი და გადახვიდეთ მოქმედებაზე – უოლტ დისნეი
  2. პესიმისტი ყველა გამოწვევაში სიძნელეს ხედავს, ხოლო ოპტიმისტი _ შესაძლებლობას – უისტონ ჩერჩილი
  3. არ მისცე გუშინდელ დღეს გავლენა იქონიოს დღევანდელზე – უილ როჯერსი
  4. მარცხისგან უფრო მეტს სწავლობ, ვიდრე წარმატებისგან. მარცხი აყალიბებს ხასიათს – უცნობი ავტორი
  5. მნიშვნელობა არ აქვს რამდენჯერ დაეცი, მთავარია რამდენჯერ შეძელი წამოდგომა – ვინს ლომბარდი
  6. თუ საქმეს გულით აკეთებ, წარმატებას ყოველთვის მიაღწევ – სტივ ჯობსი
  7. მათ, ვისაც სწამთ რომ სამყაროს შეცვლა შეუძლიათ, როგორც წესი, აკეთებენ კიდეც ამას – რობ სილტანენი
  8. მარცხი ვერასოდეს შემაჩერებს მე, თუ შეუპოვრად გავაგრძელებ გზას წარმატებისკენ – ოგ მანდინო
  9. თეორია არაფერია პრაქტიკის გარეშე, ისევე როგორც, სურვილი არაფერია მოქმედების გარეშე – გოეთე
  10. წარმოიდგინე, რომ შენი ცხოვრება უნაკლოა ყველა ასპექტში. რას ხედავ? – ბრაიან ტრეისი
  11. ჩვენ გვიყალიბდება შიშები უმოქმედობით და ვამარცხებთ მოქმედებით – ჰენრი ლინკი
  12. თუ ფიქრობ რომ შეგიძლია, ან თუ ფიქრობ რომ არ შეგიძლია, ნებისმიერ შემთხვევაში მართალი ხარ – ჰენრი ფორდი
  13. ერთადერთი შეზღუდვა, რაც შეიძლება ჩვენს ხვალინდელ დღეს დავუწესოთ არის ეჭვი დღევანდელი დღის შესახებ – ფრანკლინ რუზველტი
  14. კრეატიულობა ინტელიგენტის გართობაა – ალბერტ აინშტაინი
  15. არასოდეს არის გვიანი დაისახო მიზანი და იბრძოლო მისთვის – ლიუისი
  16. მომავალი პროფესიონალებს ეკუთვნით. იყავი კარგი, იყავი უკეთესი, იყავი საუკეთესო – ბრაიან ტრეისი