მთავარი ჯანმრთელობა ეს 7 მიზეზი საკმარისია, რომ თევზის ქონის ტაბლეტები მთელი გულით შეიყვაროთ.

ეს 7 მიზეზი საკმარისია, რომ თევზის ქონის ტაბლეტები მთელი გულით შეიყვაროთ.

by Keti

ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები ყველა სისტემის მუშაობაში მონაწილეობს. ამ შეუცვლელი ამინომჟავების შეუცვლელი წყარო თევზის ცხიმია – ძალიან სასარგებლო, მაგრამ არასასიამოვნო გემოს მქონე ნივთიერება.

ამ გემოს გასანეიტრალებლად მოიგონეს თევზის ცხიმი ჟელატინის კაფსულების სახით. გარსით დაცული ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები მთლიანად ინარჩუნებს თავის თვისებებს.

ჰაერთად შეხებისას, უგარსოდ, ისინი სწრაფად იჟანგება.

თევზის ცხიმის სასარგებლო თვისებები

1. გული

თევზის ცხიმის ხშირი მიღება ამცირებს ინსულტისა და გულის იშემიური დაავადებების რისკს. ცხიმოვანი მჟავები აქვეითებს სისხლში ტრიგლიცერიდების რაოდენობას და ანორმალიზებს წნევას.

2. ტვინი

უჯერი ცხიმოვანი მჟავები მონაწილეობს უჯრედული მემბრანის მშენებლობაში, რაც მნიშვნელოვანია ნერვული უჯრედების აღდგენისთვის, მეხსიერებისა და ტვინის კოგნიტური ფუნქციის გაუმჯობესებისთვის.

3. ძვლები და სახსრები

ცხიმოვანი მჟავები აქრობს ანთებას, აქვეითებს ტკივილს ოსტეოართრიტების დროს. ხრტილებსა და სახსრებს ელასტიურობას უნარჩუნებს. ასევე ზრდის ძვლის ქსოვილის სიმკვრივეს.

4. ნერვები

თევზის ცხიმი აძლიერებს სეროტონინის გამომუშავებას, ეს უკანასკნელი მოქმედებს განწყობასა და სოციალურ აქტიურობაზე. სეროტონინის სტაბილური დონე – მაგარი ნერვებისა და მაღალი შრომისუნარიანობის გარანტია.

5. ფიგურა

უჯერი ცხიმოვანი მჟავები ანეიტრალებს მავნე ნაჯერი ცხიმების მოქმედებას. კვირაში ორჯერ, ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, ომეგა 3-ის მიღება ორგანიზმს ცხიმოვანი მასისგან გათავისუფლებაში ეხმარება.

6. ახალგაზრდობა

თევზის ცხიმი მოქმედებს ქრომოსომის დაბოლოებით უბნებზე. სიცოცხლის მანძილზე ისინი მოკლდება, ეს დაბერების პროცესს უკავშირდება. სიბერის შესაჩერებლად საჭიროა თევზის ცხიმის მიღება.

7. სილამაზე

თევზის ცხიმი დიდი რაოდენობით A და D ვიტამინებს შეიცავს, რომლებიც დადებითად მოქმედებს კანისა და თმის მდგომარეობაზე. შინაგანად მიღებული თევზის ქონის ეფექტის გასაუმჯობესებლად და აგრეთვე ნაოჭების გასასწორებლად, სახესა და კისერზე გაიკეთეთ ნიღაბი თაფლისა და თევზის ცხიმის შერევით (1:1).

თევზის ცხიმი კაფსულების სახით გამოიყენეთ ინსტრუქციის მიხედვით. როგორც წესი, ეს არის 1-2 კაფსულა დღეში 2-3ჯერ ჭამის დროს. მიღების კურსი ერთი თვე, წელიწადში ორჯერ. არ მიიღოთ ის უზმოზე, ასევე სხვა პოლივიტამინურ კომპლექსებთან და სხვა კვებით დანამატებთან ერთად.

თევზის ცხიმის მიღების კურსის დასრულების შემდეგ, ეცადეთ, რაციონში ჩართოთ მეტი ზღვის თევზი. ასე შეინარჩუნებთ ომეგა 3 მჟავების დონეს და უზრუნველყობთ ორგანიზმს ადვილად შეთვისებადი ცილებით.