მთავარი რჩევები პროპოლისის ნაყენი რძესთან ერთად: 8 დაავადებას წარმატებით უმკლავდება. აი რეცეპტი

პროპოლისის ნაყენი რძესთან ერთად: 8 დაავადებას წარმატებით უმკლავდება. აი რეცეპტი

by Keti

პროპოლისი – არის ფუტკრების ცხოველქმედების პროდუქტი. ის მუქი-ყავისფრიდან ღია ყვითელ ფერებამდე არსებობს. გემოთი მწარეა, ეწებება კბილებს, იწვევს პირის წვას.

პროპოლისი სწრაფად იხსნება სპირტსა და ძმრის ესენციაში. შესაბამის ტემპერატურაზე კი წყალშიც, ზეთშიც, რძეში.

პროპოლისის მახასიათებელია ის, რომ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით არ კარგავს თავის თვისებებს.

პროპოლისის სასარგებლო თვისებები

პროპოლისი შეიცვს ორგანული ნივთიერებების 16 კლასზე მეტს. მათ შორის, უმნიშვნელოვანესია პოლიფენოლები, სპირტი, ალდეჰიდები, მიკროელემენტები, ვიტამინები, ამინომჟავები, ფლავონიდები, ფერმენტები.

პროპოლისის სპირტიანი ნაყენი – ეს არის ეფექტური საშუალება კანის დაავადებების, წყლულების, ჭრილობების, პირის ღრუს ანთებითი პროცესების დროს.

მისი სასარგებლო თვისებები ძლიერდება პროპოლისის რძესთან შერევით. ის აჩერებს გრიპის განვითარებას, აფერხებს ნებისმიერი ორგანოს ანთებით პროცესს.

პროპოლისი რძით 

1. გრიპი, ბრონქიტი, პნევმონია, ასთმა

გაციების პირველივე ნიშნებისას, ძილის წინ, დალიეთ 100%იანი პროპოლისის ნაყენის 20 წვეთი  რომელიც გახსნილი იქნება 100 მილილიტრ ცხელ რძეში.

1 სუფრის კოვზ დაქუცმაცემულ პროპოლისს დაამატეთ 300 მილილიტრი რძე, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ გააციეთ. ყელის ტკივილისას გამოიყენეთ 1 სუფრის კოვზი ყოველ საათში ერთხელ. იმუნიტეტის გასაძლიერებლად სვით 1 ჩაის კოვზი ჭამამდე 15 წუთით ადრე, 1 კვირის განმავლობაში.

2. ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის, თირკმლების, შარდის ბუშტის დაავადებები

1 ჭიქა ცხელ რძეში გახსენით პროპოლისის 10%იანი ნაყენის 40 წვეთი. სვით ძილის წინ, 5 დღით.

3. გასტრიტი

შეურიეთ პროპოლისის 10%იანი ნაყენის 100 მილილიტრი და აბლიპიხის ზეთის 10 მილილიტრი. სვით 30 წვეთი რძესთან ერთად ჭამამდე 1 საათით ადრე, დღეში სამჯერ, ორი კვირით.

4. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული

200 მილილიტრ ცხელ რძეს დაამატეთ 30%იანი პროპოლისის ნაყენის 60 წვეთი, გაყავით სამ ნაწილად და სვით დღის განმავლობაში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. კურსი – 3 კვირა.

5. პანკრეატიტი

100 მილილიტრ ცხელ რძეში გახსენით ნახევარი ჩაის კოვზი პროპოლისის 10%იანი ნაყენი. სვით უზმოზე და ძილის წინ.

6. პროსტატიტი და შარდსასქესო სისტემის სხვა დაავადებები 

50 მილილიტრ ცხელ რძეს დაუმატეთ პროპოლისის 10%იანი ნაყენი 20 წვეთი, მიიღეთ დღეში 3ჯერ.

მამაკაცის რეპროდუქტიული სისტემის ქრონიკული დაავადებებისას 30 გრამ პროპოლისს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე რძე, აურიეთ, დატოვეთ თავდახურული გაციებამდე. გადაწურეთ, მიიღეთ დღეში სამჯერ ჭამამდე საათ ნახევრით ადრე.

7. ტკივილი სახსრებში, ართრიტი, რევმატიზმი, პოდაგრა

100 მილილიტრ ცხელ რძეში გახსენით 1 ჩაის კოვზი პროპოლისის 10%იანი ნაყენი. მიიღეთ დღეში სამჯერ.

80 გრამი ნატურალური პროპოლისი დააქუცმაცეთ და დაასხით მას 800 მილილიტრი რძე, აადუღეთ ნელ ცეცხლზე, მოხადეთ ქაფი, გააციეთ, გადაწურეთ. მიიღეთ 100 მილილიტრი დღეში 3ჯერ. მოხდილი ქაფი კი გამოიყენეთ მტკივნეულ სახსრებზე კომპრესის სახით.

8. მტკივნეული მენსტრუაცია, ქალის რეპროდუქციული სისტემის ანთებითი პროცესები

100 მილილიტრ ცხელ რძეში გახსენით 10%იანი პროპოლისის სპირტიანი ნაყენის 15 წვეთი. მიიღეთ ტკივილების მოსახსნელად დღის მანძილზე და ძილის წინ.

ყურადღება! პროპოლისით მკურნალობის დასწყებამდე დარწმუნდით, რომ არ გაქვთ ამ პროდუქტზე ალერგია. მოხრილი იდაყვის შიდა ნაწილზე მიიმაგრეთ პროპოლისის პატარა ნაწილი პლასტირით და დატოვეთ 8 საათით. ალერგიის შემთხვევაში იგრძნობთ ძლიერ ქავილსა და გაწითლებას.

გაითვალისწინეთ, რომ თვითმკურნალობა შესაძლოა საზიანო იყოს. ამიტომ ექიმთან კონსულტაციის გარეშე ხალხური მედიცინის საშუალებები არ გამოიყენოთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: