მთავარი რჩევები ანტიასაკობრივი ნიღაბი ფორთოხლით: გაიჩერეთ 10 წუთი სახეზე და 10 წელი მოგაკლდებათ.

ანტიასაკობრივი ნიღაბი ფორთოხლით: გაიჩერეთ 10 წუთი სახეზე და 10 წელი მოგაკლდებათ.

by Keti

ყველამ, ვინც კი ერთხელ მაინც მოინახულა კოსმეტოლოგი, იცის თუ როგორი ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცედურებია. ფორების შევიწროება, გათეთრება, გაახალგაზრდავება. დრო კი ამდენი არ გვაქვს. შეიძლება თუ არა სახლის პირობებში მსგავსი ეფექტის მიღება?  ფორთოხლის ნიღაბი სახისთვის შესაძლოა ნამდვილი მხსნელი გახდეს.

ფორთოხლის წვენი დიდი ხანია კოსმეტოლოგიაში გამოიყენება, ის ყველა ტიპის კანს უხდება, თუმცა მხოლოდ ახალი წვენის გამოყენებაა საჭირო.

ფორთოხანი სახის კანისთვის

ფორთოხალი მიკროელემენტებისა და ვიტამინების საწყობია.

  • პირველ რიგში, ის C ვიტამინის წყაროა, რომელიც დაბერების პროცესს ანელებს.
  • ორგანული მჟავები მუშაობს, როგორც ბუნებრივი პილინგი.
  • ვიტამინები A და H, ასევე B9 კვებავს კანს.

კომპლექსურად ყველა მათგანი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამის ხარჯზე კანს უჯრედების გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს. დახარჯეთ 3 წუთი ნიღბის მომზადებაში და კიდევ 10 მის წასმაში, რათა შესანიშნავად გამოიყურებოდეთ სამუშაო დღის დაწყებამდე.

როგორ მოვამზადოთ ფორთოხლის ნიღაბი

ინგრედიენტები

  • 50 მილილიტრი ფორთოხლის წვენი რბილობთან ერთად
  • 3 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი
  • 1 ჩაის კოვზი თხელი თაფლი

შეურიეთ ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით სუფთა სახის კანზე. გაიჩერეთ 10 წუთი და წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღბის გამოყენების დამატებითი წესები

ყოველთვის გაიკეთეთ წინასწარი ტესტი. წაისვით მცირე რაოდენობა მაჯაზე 5 წუთით. ასე გაიგებთ გაქვთ თუ არა ალერგიული რეაქცია.

წაისვით სახეზე ფორთოხლისა და თაფლის ნიღაბი, არ გაიჩეროთ 10 წუთზე დიდხანს. ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

გამოიყენეთ მხოლოდ ახალგამოწურული წვენი და არა ყუთის ან პაკეტის. წაისვით ნიღაბი კვირაში მხოლოდ ერთხელ. თუ დაგრჩათ ნიღაბი, მაცივარში შეინახეთ თავდახურული მინის ჭურჭლით. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ასეთი საშუალება სახისთვის არ გამოიყენოთ.

ფორთოხლისგან დამზადებული კოსმეტიკური ყინული

მისი მომზადება ადვილია. საკმარისია გამოწუროთ წვენი და ჩაასხათ ყინულის ფორმებში. შეინახეთ საყინულეში. ყოველ დილით გაიწმინდეთ სახე ერთი კუბიკით.

იმისათვის, რომ საშუალება უფრო სასარგებლო გახდეს, შეურიეთ ფორთოხლის წვენი და ბალახების ნახარში ერთმანეთს. ყინულის ნაჭერი გამოკვებავს კანს, განაახლებს მას და მოაცილებს წვრილ ნაოჭებს.

რა აშინაო სამკურნალო საშუალებებს იყენებთ თქვენ სახისთვის? გაგვიზიარეთ თქვენი რეცეპტები!