მთავარი რჩევები თუ გსურთ თქვენი თმა და კანი იდეალურად გამოიყურებოდეს, მაშინ ეს ვიტამინი არ უნდა მოაკლოთ ორგანიზმს

თუ გსურთ თქვენი თმა და კანი იდეალურად გამოიყურებოდეს, მაშინ ეს ვიტამინი არ უნდა მოაკლოთ ორგანიზმს

by Keti

ვიტამინი E – ანუ ტოკოფეროლი ცხიმში ხსნადი ანტიოქსიდანტია. მას ხშირად ახალგაზრდობის, სილამაზისა და დედობის ვიტამინს ეძახიან. ტოკოფეროლი აძლიერებს იმუნიტეტს, იცავს გულს, გვიცავს უნაყოფობისა და ადრეული დაბერებისგან, ასევე სიმსივნისგან.

თუ გსურთ გქონდეთ ლამაზი თმა და კანი, გამოიყენეთ ვიტამინი E ყოველდღე. მას შეიცავს ზეითუნისა და ქოქოსის ზეთი, ავოკადი, მზესუმზირას მარცვლები, კაკალი, ისპანახი.

ჩვენ მოგიყვებით E ვიტამინის სამკურნალო თვისებებზე, ასევე მოგიმზადეთ რამდენიმე რეცეპტი ნატურალურ და სააფთიაქო E ვიტამინზე.

E ვიტამინის 5 სასარგებლო თვისება

1. ასტიმულირებს თმის ზრდას

ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით ტოკოფეროლი აღადგენს დაზიანებული თმის ფოლიკულებს, ატენიანებს თმას ძირიდან ბოლომდე და იცავს ნაადრევი ჭაღარისგან.

თმის ზრდისთვის საჭირო ნიღბის მოსამზადებლად შეურიეთ 2 კაფსულა E ვიტამინი თითოს სუფრის კოვზ თბილ ზეითუნისა და ქოქოსის ზეთს. შეიზილეთ ნარევი თმის ძირებში წრიული მოძრაობით, გაიჩერეთ 30 წუთით და დაიბანეთ შამპუნით. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-3ჯერ.

2. კურნავს შრამებსა და ნაწიბურებს

ვიტამინი E ატენიანებს კანს და აჩქარებს ნაწიბურების მოშორების პროცესს. გადმოღვარეთ ზეთი კაფსულებიდან და წაისვით დაზიანებულ ტანზე. რბილად შეიზილეთ 5-10 წუთის განმავლობაში. 30 წუთის შემდეგ დაიბანეთ ის ადგილი თბილი წყლით. გაიმეორეთ პროცედურა დღეში ორჯერ.

3. ნაოჭების გასწორება

ტოკოფეროლი ნაოჭების წინააღმდეგ გამოიყენება, ასევე ებრძვის ასაკობრივ და პიგმენტურ ლაქებს. E ვიტამინი კანს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე მოქმედებისგან იცავს, ასევე ზრდის კოლაგენის გამომუშავებას, ეს უკანასკნელი კანს ანიჭებს ელასტიურობას.

ვიტამინი E-ს კაფსულის შიგთავსი წაისვით კანის პრობლემურ ადგილებზე ძილის წინ და დაიტოვეთ მთელი ღამე. დილით თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ ამ მიზნით ზეითუნის ზეთიც გამოიყენოთ.

4. კურნავს კანის ჰიპერპიგმენტაციას. 

ვიტამინ E-ს მუქი ლაქების გაღიავება შეუძლია, ის აღწევს კანის ყველა უბანზე. შეურიეთ ტოკოფეროლის 1-2 კაფსულა 1 ჩაის კოვზ აბუსალათინის ზეთს. წაისვით ნარევი დაზიანებულ კანზე ძილის წინ და ჩამოიბანეთ დილით. გამოიყენეთ ყოველდღიურად, ერთი თვით.

ასევე შეგიძლიათ ზეთით გაიკეთოთ 10-15 წუთიანი მასაჟი, დღეში 2ჯერ.

5. არბილებს ხელის კანს

ვიტამინი E არის ხელის კრემის შესანიშნავი ალტერნატივა. კანი რბილდება, ხდება დატენიანებული. შეურიეთ ცოტა ტოკოფეროლი სხეულის ლოსიონს და კარგად შეიზილეთ კანში.

ასევე შეგიძლიათ ყოველდღე, ძილის წინ, 5-10 წუთით გაიკეთოთ მშრალი ხელების მასაჟი თბილი ზეითუნის ზეთით. შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს.

წინ ზაფხულია – აგრესიული მზის პერიოდი. გამოიყენეთ ეს მარტივი რეცეპტები და თქვენი კანი სილამაზითა და სიჯანსაღით იბრწყინებს.

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში E ვიტამინის შესახებ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: