მთავარი კულინარია ერთ ღამეში მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო რამ შეგიძლიათ მოამზადოთ. აი რეცეპტი

ერთ ღამეში მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო რამ შეგიძლიათ მოამზადოთ. აი რეცეპტი

by Keti

რაც დრო გადის, პროდუქტების სულ უფრო მცირე რაოდენობა აღწევს ჩვენამდე პირველქმნილი სახით. მაწონიც ერთ-ერთი მათგანია. მაწვნის მომზადება ადამიანებმა უხსოვარი დროიდან იცოდნენ, რადგან ეს იყო რძის შენახვის ერთ-ერთი საშუალება. მისი მომზადება მარტივია.

ჩვენ გაგიმხელთ მაწვნის ციმბირული ვარიანტის ,,ვარენცის” მომზადების წესს. დაგჭირდებათ მხოლოდ რძე და არაჟანი.

მაწვნის სარგებლიანობა ძალიან დიდია. მას ჯანმრთელობის ელექსირსაც უწოდებენ. ეს დიეტური პროდუქტი განსაკუთრებით მათთვისაა სასარგებლო, ვინც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით იტანჯება, იცავს დიეტებს, არის ჰიპერტონიკი. მაწვნის სასიამოვნო ბონუსია ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა. ასევე ,,ვარენეცი” უფრო ცხიმიანი და ადვილად მოსამზადებელია.

ინგრედიენტები

800 მილილიტრი რძე

2 სუფრის კოვზი არაჟანი

მომზადება

  1. ჩაასხით რძე ღრმა ქვაბში და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გააციეთ დაახლოებით 30 გრადუსამდე.
  2. დაამატეთ არაჟანი და კარგად აურიეთ, დააფარეთ ქვაბს ქსოვილი და დადგით თბილ ადგილას ერთი დღე-ღამე.

,,ვარენეცი” შეიძლება სხვადასხვა მიზნისთვის გამოიყენოთ. ყველაზე მარტივია მისი მირთმევა შავ პურთან ერთად. მას ამატებენ ნამცხვრებშიც. თუ არ მოგეწონებათ მისი კონსისტენცია, გამოიყენეთ მიქსერი. ეს საინტერესო პროდუქტი შეიძლება მოეწონოთ თქვენს მეგობრებს, გაუზიარეთ მას ჩვენი სტატია!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: