მთავარი კულინარია ორცხობილების 6 რეცეპტი, რომელიც 15 წუთში მზადდება. დილით საუზმეზეც კი მოასწრებთ ახალგაღვიძებულზე.

ორცხობილების 6 რეცეპტი, რომელიც 15 წუთში მზადდება. დილით საუზმეზეც კი მოასწრებთ ახალგაღვიძებულზე.

by Keti

როგორც არ უნდა ვეცადოთ, დესერტის გამორიცხვა ჩვენი მენიუდან შეუძლებელია! უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი, როცა არც ჭარბად მივიღებთ და ტკბილის სურვილსაც მოვიკლავთ.

ნაკლებად მავნებელი დესერტის მისაღებად, სჯობს, სახლში გამოვაცხოთ. ამის გასაიოლებლად გთავაზობთ ორცხობილას რამდენიმე ვარიანტს, რომლებიც სწრაფად და მარტივად მზადდება.

ორცხობილა 15 წუთში

ქოქოსის ორცხობილა

ქოქოსი – ნოყიერი კაკალია, რომელსაც ნაზი და სასიამოვნო არომატი აქვს.

ინგრედიენტები

100 გრამი ფქვილი

100 გრამი შაქარი

200 გრამი ქოქოსის ფანტელი

2 კვერცხი

ერთი ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

მომზადება

  1. კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად.
  2. დაამატეთ ქოქოსის ფანტელი, აურიეთ.
  3. ჩაყარეთ გამაფხვიერებლიან ფქვილში. კვლავ აურიეთ.
  4. შედგით ცომი მაცივარში ნახევარი საათით.
  5. დაისველეთ ხელები და ცომისგან გააკეთეთ ბურთულები.
  6. შედგით 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით.

ვაშლის ორცხობილა

ისარგებლეთ ვაშლის სხვადასხვა ჯიშით და მოამზადეთ ეს შეუდარებელი დესერტი.

ინგრედიენტები

120 გრამი შაქარი

2 გრამი ვანილინი

4 კვერცხი

200 გრამი მარგარინი

500 გრამი ფქვილი

3 ვაშლი

10 გრამი გამაფხვიერებელი

მომზადება

  1. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან და ვანილინთან ერთად, დაამატეთ გამდნარი მარგარინი, აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი გამაფხვიერებლით. კარგად აურიეთ ყველაფერი.
  2. გაფცქვენით ვაშლი, დაჭერით კუბიკებად და დაამატეთ ცომში.
  3. დააფინეთ საცხობს პერგამენტი, დააწყვეთ კოვზით პატარ-პატარა ცომის ბორცვები.
  4. შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით, ოქროსფერის მიღებამდე.

შვრიის ორცხობილა

ეს დესერტი ბავშვობას გვახსენებს, როცა მოუთმენლად ველოდით დედის მოტანილ შესანიშნავ ორცხობილას. სცადეთ თავადაც შვილების განებივრება.

ინგრედიენტები:

100 გრამი ნაღების კარაქი

1 ჭიქა შაქარი

2 კვერცხი

1 ჭიქა ქერის ფანტელები

1 ჭიქა ფქვილი

ნიგოზი – გემოვნებით

ჩირი – გემოვნებით

მომზადება:

  1. ჩანგლით ჩაჭყლიტეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი შაქართან ერთად
  2. ათქვიფეთ ის მიქსერით ერთგვაროცანი მასის მიღებამდე.
  3. დაამატეთ კვერცხი და აურიეთ. ჩაყარეთ ქერის ფანტელები და კვლავ აურიეთ.
  4. გემოვნებით დაამატეთ ნიგოზი და ხილის ჩირი (არაუმეტეს 2 ჭიქისა). ყველაფერი კარგად აურიეთ, დაამატეთ ფქვილი.
  5. მიღებული მასიდან გააკეთეთ ბურთულები, ამოავლეთ ფქვილში და მიეცით ფორმა.
  6. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი, მოუსვით ცოტა ზეითუნის ზეთი, ჩააწყეთ ორცხობილები 200 გრადუსამდე გაცხელებულ ქურაში 15 წუთით.

რძიანი ორცხობილები

ამ დესერტით გვანებივრებდა ბებია არდადეგებზე. ძალიან გემრიელებია!

ინგრედიენტები:

400 გრამი ფქვილი

200 გრამი შაქარი

100 გრამი ნაღების კარაქი

1 კვერცხი

80 მილილიტრი რძე

ნახევარი ჩაის კოვზი ამაფხვიერებელი

მომზადება:

  1. ათქვიფეთ დარბილებული კარაქი შაქართან ერთად.
  2. დაამატეთ კვერცხი, რძე, გამაფხვიერებელი და აურიეთ.
  3. დაამატეთ ფქვილი, მოზილეთ ელასტიური ცომი.
  4. გააბრტყელეთ ცომი 7-10 მილიმეტრი ფირფიტების სახით.
  5. ტარტალეტკის ფორმებით ამოჭერით ცომი.
  6. დააფინეთ ფორმას ქაღალდი და შედგით 180 გრადუსამდე გამთბარ ქურაში 15 წუთით.

ბანანის ორცხობილა:

ბანანი ნოყიერი ხილია, ამიტომ მისი ნამცხვრის წაღება სამსახურშიც შეგიძლიათ.

ინგრედიენტები:

2 ბანანი

1 ჭიქა ჰერკულესი

ნიგოზი გემოვნებით

ქიშმიში გემოვნებით

მომზადება:

  1. აურიეთ ბანანი ჰერკულესში, დაამატეთ ნიგოზი, ქიშმიში.
  2. გააბრტყელეთ ფირფიტები 1 სანტიმეტრის სისქეზე, დაჭერით პატარა კვადრატებად.
  3. შედგით 180 გრადუსამდე გაცხელებულ ქურაში 15 წუთით.

ორცხობილა ,,მადლენი”

თუნდაც ერთხელ მოამზადეთ ეს დესერტი და ბავშვები ყოველდღე მოგთხოვენ მათ.

ინგრედენტები:

120 გრამი ფქვილი

2 კვერცხი

80 გრამი შაქარი

90 გრამი ნაღების კარაქი

1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

მომზადება:

  1. ცოტათი გაადნეთ კარაქი, ჩაამატეთ კვერცხი და შაქარი, ათქვიფეთ.
  2. ჩაამატეთ ფქვილი და ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ.
  3. მიეცით ცომს სასურველი ფორმა.
  4. გამოაცხეთ 190-200 გრადუსზე 12-15 წუთით.

ეს ორცხობილები გამოირჩევა მომზადების სიჩქარითა და მინიმალური ინგრედიენტებით. ბედნიერებისთვის კი მცირედიც საკმარისია. თუ რომელიმე ორცხობილის შემადგენლობაში შედის ხილი, მისი შეცვლა სხვა რამითაც შეგიძლიათ, გემოვნების მიხედვით.

ჩაატარეთ ექსპერიმენტები და გაუზიარეთ მეგობრებს ეს სტატია!