მთავარი საკითხავი გადატრიალება მედიცინაში: მეცნიერებმა შექმნეს კაფსულა, რომელიც ინსულინს ჩაანაცვლებს.

გადატრიალება მედიცინაში: მეცნიერებმა შექმნეს კაფსულა, რომელიც ინსულინს ჩაანაცვლებს.

by Keti

მკვლევარების გუნდმა აღმოაჩინა წამალი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ინსულინის ორალური დოზის ჩამანაცვლებლად. ფაქტობრივად, ის ცვლის ინექციის მეთოდს, რისი გაკეთებაც ყოველდღე უწევთ I ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებს.

კაფსულა დაახლოებით მოცვის ზომისაა, შეიცავს ერთი ნემსის დოზა შეკუმშულ ინსულინს, რომელიც კუჭში მოხვედრის შემდეგ ინექცირდება.

,,ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ახალი ტიპის კაფსულა ერთ დღესაც დაეხმარება დიაბეტიკ პაციენტებს და ყველას, ვისაც დასჭირდება ინექციური ან ინფუზიური თერაპია.” – განაცხადა რობერტ ლანგერმა, კემბრიჯის დევიდ კოჩის ინსტიტუტის პროფესორმა.

რამდენიმე წლის წინ ლანგერმა, მისმა ასისტენტმა ჯოვანი ტრავერსომ და მათმა კოლეგებმა აღმოაჩინეს ტაბლეტი, რომელიც საინექციო ნემსების კაფსულებში იყო და ნემსების მრავალჯერად გამოყენებას მოითხოვდა. ახალ კაფსულას კი მკვლევარებმა დიზაინი შეუცვალეს და პაციენტებს საშუალება მიეცათ ნემსი მხოლოდ უფრო მარტივად შეეყვანათ კუჭის მიდამოში. ეს ნემსი 100%-ით შეკუმშულია, მასში გაყინულია ინსულინი. ის მიიღება ორალური გზით, კუჭში მოხვედრის შემდეგ იხსნება და პატარა ნემსის წვერის გამოსვლით იწყებს თავის მოქმედებას. ნემსის წვერი არ ეხება კუჭის კედელს, ის ბიოდეგრადირებადი მატერიისგანაა დამზადებული.

როგორც კი მას მიიღებთ, არ იგრძნობთ არავითარ დაბუჟებას, კანისა და უჯრედების ქსოვილი მაშინვე კონტაქტური გახდება.” – ამბობს ტრავერსო.

,,რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ, ინექციისას, ნემსით ვინარჩუნებთ კონტაქტს ქსოვილთან. და თუნდაც შემდეგ ადამიანმა მოძრაობა დაიწყოს, მოწყობილობა თავის ადგილას დარჩება.”

ღორებზე ჩატარებული ტესტით მკვლევარებმა აჩვენეს, რომ მათ წარმატებით შეუძლიათ 300 მიკროგრამი ინსულინის მიწოდება. ახლახან კი ეს დოზა 5 მილიგრამით გაიზარდა, ეს კი საკმარისი დოზაა I ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის. პრეპარატი სრულიად უმტკივნეულოა და არ ვნებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.

მკვლევარებს სჯერათ, რომ ამ წამლის ასეთი სახით მიწოდება ნებისმიერი ინექციური პროცედურისას წარმატებული იქნება, მაგალითად, იმუნოსუპრესანტების გამოყენებისას რევმატოიდული ართრიტის ან ნაწლავის ანთებითი დაავადებების დროს.

,,ჩვენი მოტივაცია ისაა, რომ პაციენტებს მედიკამენტების მიღება გავუადვილოთ. განსაკუთრებით ეს ეხება ინექციას,” აცხადებს ტრავერსო. ,,კლასიკური ნიმუშია ინსულინი, თუმცა სხვა ვარიანტებიც არსებობს.”

კვლევა დააფინანსა ნოვო ნორდისკმა, ჯანმრთელობის ნაციონალურმა ინსტიტუტმა, მასაჩუსეტის ტექნოლოგიების ინსიტუტმა, ჰარვარდის სამედიცინო სკოლამ,,ბრიგამი და ქალთა საავადმყოფოს” წარმომადგენლებმა და სხვა. კვლევისა და სამედიცინო ექსპერიმენტების ავტორთა ჯგუფში 30ზე მეტი პროფესიუნალი შედის.

გთავაზობთ ინგლისურენოვან ვიდეოს არსებული მედიკამენტის შესახებ:

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: