მთავარი რჩევები ეს 9 პროდუქტი შეგიძლიათ ღამეც მიირთვათ: დაიკელით წონაში შიმშილის გარეშე.

ეს 9 პროდუქტი შეგიძლიათ ღამეც მიირთვათ: დაიკელით წონაში შიმშილის გარეშე.

by Keti

საკვების მიღება ძილამდე 3-4 საათით ადრე – ყველა გახდომის მსურველის მთავარი ამოცანაა. როგორც არ უნდა დაარღვიოთ დიეტის პირობები, ეს ოქროს წესი ყველაზე დიდი პედანტობითაა შესასრულებელი.

ყველასთვის, ვინც იცავს დიეტას, ცნობილია შიმშილის მტანჯველი გრძნობა, რომელთან ერთადაც ყოველდღე უწევთ დაძინება. შიმშილის მოტყუება კი არ გამოდის არც წყლით, არც უცხიმო კეფირით. აღმოჩნდა, რომ არსებობს პროდუქტები, რომლებიც ნებადართულია დიეტოლოგების მიერ არამხოლოდ 6-7 საათამდე, არამედ ღამე მისაღებადაც.

პროდუქტები, რომლებიც შეგიძლიათ მიიღოთ ძილის წინ

1. ბოსტნეულის ხიზილალა

შეარჩიეთ გემოვნებით: ბადრიჯნის, ყაბაყის ან ბოსტნეულის ასორტი.

2. სოკო

მოხარშული სოკო დაბალკალორიული ცილოვანი პროდუქტია. ზეთისა და სხვა სანელებლების გარეშე სოკოს მირთმევა ღამეც შეიძლება, ფიგურის დაზიანების გარეშე. შეგიძლიათ სოკოს ხიზილალაც გააკეთოთ.

3. ვირთევზა

თევზის დიეტური თეთრი ხორცი ძალიან სასარგებლოა ვიტამინებისა და მინერალების წყალობით, რომლებიც ადვილად აითვისება.

4. სიმინდი

ორგანიზმის ქოლესტერინისგან გასუფთავებისთვის სასარგებლო პროდუქტია მოხარშული სიმინდი. ასევე ის ხელს უშლის ცხიმოვანი გროვების წარმოქმნას.

5. კომბოსტო

გახდომის მსურველებისთვის იდეალური ვახშამია ნებისმიერი სახეობის კომბოსტოსგან დამზადებული კერძი. მათში B ჯგუფის ვიტამიმების დიდი რაოდენობაა. ბოსტნეული კარგადაც ანაყრებს და აწესრილეგს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.

6. კამბალა

მეთიონინი, რომელსაც ეს თევზი შეიცავს, ცხიმებს დაშლაში ეხმარება.

7. ჭარხალი

შეუცვლელი პროდუქტი, რომელიც ცხიმოვან ცვლას არეგულირებს და ხელს უშლის ცხიმის დაგროვებას. ჭარხლის გამოყენება შეგიძლიათ მოხარშული, გამომცხვარი ან უმი სახით.

8. გოგრა

ეს ბოსტნეული ყველაზე პოპულარულია დიეტური კერძების რეცეპტებიდან. საღამოს შეგიძლიათ მიირთვათ ეს შესახედად სასიამოვნო და გემრიელი გოგრის პიურე.

9. თალგამი

იმის გარდა, რომ თალგამი დიატური პროდუქტია, ის კარგად ამტკიცებს იმუნიტეტს და ავსებს ორგანიზმს ენერგიით.

იმედი გვაქვს, რომ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლის მირთმევაც ძილის წინაც შეიძლება, მოგეწონებათ და დაგეხმარებათ ფიგურის შენარჩუნებაში საკვების შეზღუდვის გარეშე.

შეინახეთ სია და გაუზიარეთ გახდომის მსურველ მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: